 | ავტორი: ხუჭუჭა13 ჟანრი: პოეზია 19 აპრილი, 2011 |
ეძღვნება ჰემინგუეის ,,მოხუცსა და ზღვას''
მიმიზიდა ჰემინგუეის ,,მოხუცმა და ზღვამ’’ დამანახა სიკეთე და ბოროტება კვლავ: როგორ ცხოვრობს, როგორ იღწვის მოხუციც და ზღვაც, დანაწესი, ბუნებისა, განა, არის სხვა? წამით თვალწინ წარმომიდგა სახე, მოხუცებლის, ჭორფლიანი კანითა და გადაღლილი სახით, მას ხომ ისევ შერჩენოდა თვალი, ცისა ფერის, მას ხომ გვერდით მუდამ ჰყავდა ბავშვი, ვით მზრუნველი... შიმშილისგან დაოსებულ მოხუცებლის ხმაში მუდამ ჟღერდა სიკეთე და სიყვარული, ბავშვის, თუმცა ბედი არ სწყალობდა, ღმერთსაც ივიწყებდა, მხოლოდ მაშინ ლოცულობდა, როცა თევზს იჭერდა. მომეწონა დასასრული ,,მოხუცსა და ზღვის’’, თუ რა მშვიდად, წყნარად სძინავს მოხუცებულს შინ: ისევ ლომებს ხედავს სიზმრად, ძალა ისე შესწევს, ნეტა, მალე გაიღვიძოს, ბავშვიც შეწყვეტს ტირილს.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
7. ერთი ასო-ბგერა რატომ მოაძვრეთ მწერალს? :( ერთი ასო-ბგერა რატომ მოაძვრეთ მწერალს? :(
6. ვერა
წარმატებები :* ვერა
წარმატებები :*
4. "დაჯექი ჰემინგუეი, შენც სუვოროვ!"
პაპაჩემი სანტიაგო. "დაჯექი ჰემინგუეი, შენც სუვოროვ!"
პაპაჩემი სანტიაგო.
3. ჰემინგუეი მაგარია და ამიტომაც +2 ჰემინგუეი მაგარია და ამიტომაც +2
2. ძალიან მომწონს და კიდევ წავიკითხავ აუცილებლად:) ძალიან მომწონს და კიდევ წავიკითხავ აუცილებლად:)
1. ჰემინგუეი მაგარია, განსაკუთრებით მისი ''მოხუცი და ზღვა'', ამ ნაწარმოებისთვის მიიღო ერნესტმა ნობელის პრემია. ჰემინგუეი მაგარია, განსაკუთრებით მისი ``მოხუცი და ზღვა``, ამ ნაწარმოებისთვის მიიღო ერნესტმა ნობელის პრემია.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|