ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გაგნი
ჟანრი: პოეზია
28 აპრილი, 2011


როგორ არ ვაქო

როგორ არ ვთქვა და როგორ არ ვაქო,
გულით ნათქვამი სიტყვა კაცისა.
გამშვიდებს ისე როგორც თამბაქო,
სულში ჩაგწვდება სხივებად მზისა.

გასაჭირის ჟამს რომ გითანაგრძნობს,
და მის  სანაცვლოდ არ ელის  ჩინსა.
განა ორგულად გეტყვის არ მაქვსო,
განა კალთის ქვეშ აფარებს ცხვირსა.

გული არ მიძლებს მე რომ  არ ვაქო,
თავად ხომ ამას არაფრად თვლისა.
ალალად მოყვასს ვინც უთანაგრძნობს,
საქებრადაც და საქმედაც ღირსა.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები