ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ან_კა
ჟანრი: პოეზია
28 აპრილი, 2011


დაგეშილი ძაღლებივით სულ რაღაცას ვეძებთ,
ამ  ცხოვრებას ვემდურით და ვწუწუნებთ ბედზე,
საყვედური, სამდურავი გვეხერხება კარგად,
და ვერ ვხვდებით, რომ ამგვარად მოსვენებას ვკარგავთ.
სულ რაღაცას, სულ რარაცას ვეძებთ დაგეშილნი,
თუმც ვიბრმავებთ ხშირად თვალებს, როს გვეშლება წიგნი
ჩვენი ბედის და იღბალის და ჩვენივე ხსნისა,
„რაგინდ კარგი ცოლი გვყავდეს, მაინც გვენატრება სხვისა“
კაცის გული კი არა და ყველანი ვარ ასე,
გამუდმებით, გამუდმებით ჩვენ ორ კურდრელს დავსდევთ,
ვიცით ორის მადევარი ვერ დაიჭერს ერთსაც,
რაც მოგვივა დავითაო  დავაბრალოთ ჩვენს თავს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები