 | ავტორი: მ ა რ ი ჟანრი: პროზა 14 მაისი, 2011 |
ლურჯი ბოტები
გუშინწინ ყვითელ ავტობუსში ავედი , ძალიან დაღლილი, ავიღე ბილეთი, შევარჩიე მოხერხებული ადგილი და დავჯექი. უკვე მუსიკებს ვეძებდი mp3 -ში რომ ტვინი გადამეტვირთა, როცა მხარზე ხელის შეხება ვიგრძენი და გავიგონე : -უკცრავად ლარიანის ვერ დამიხურდავებთ?-ალბათ ბილეთი უნდა იყიდოს გავიფიქრე. სანამ ჯიბისკენ წავიღებდი ხელს (საფულე არ მიყვარს, ყოველთვის ჯიბეში მიყრია ფული) ხმას ავხედე და მუხრანის გაღიმებულ სახეს წავაწყდი. ათი წელია რაც საბერძნეთში გადაიხვეწა, ბოლოს სამი -ოთხი წლის წინ ვნახე. მოსუქებულიყო, უფრო სერიოზული ჩანდა,თუმცა თვალები ისევ ისეთი მხიარული ქონდა, ათასი ბავშვური ეშმაკობებით სავსე. ერთმანეთის ნახვას ისეთი ამებების ამოქექვა მოჰყვა წარსულიდან ,მთელ ჩვენს ეზოს რომ კრავდა. -გახსოვს ეთერა ბაბოს ადესას რო ვაპარავდით? - მერე რომ გვეჩხუბებოდა ისიც მახსოვს -წვიმის დროს ჩვენს ეზოში ყველაზე დიდი გუბე რომ დგებოდა? -ეხლაც ასეა მუხო,უბრალოდ ისეთი დიდი აღარ არის " -შენ რომ გეცვა ლურჯი ბოტები,ნაწვიმარზე გუბეში შერბოდი და შუაში დგებოდი.ამბობდი წყალგაუმტარიაო. -ხო და ყოველთვის სველი ავდიოდი სახლში -მეღიმებოდა უკვე - ჩემი დესნიდან რომ გადმოვარდი გახსოვს? დავფიქრდი და …უფ, ახლაც მეტკინა ზურგი. მოსახვევში ვერ დავიმორჩილე და მოვსრიალდი,ველოსიპედი იქით გადავარდა და მე აქეთ.ნაიარევი დღემდე მაქვს ფეხზე. -მაშინ ხმას რო არ იღებდი მეგონა მოკვდი… მოგონებების ძაფი იშლებოდა ,იშლებოდა, გრძელდებოდა და ყველა სახე, რომელთან ერთადაც ვთამაშობდი ბავშვობაში , ჩემს თვალწინ ტრიალებდა: ფეხბურთი ,ომობანა ,შვიდქვაობანა ,დამალობანა,ზაფხულში წუწაობა და მერე მზეში გასაშრობად გაუნძრევლად დგომა. -მარ ,ჭიაკოკონობას ყველაზე დიდი ცეცხლი ვის ეზოში ენთო აბა? -ჩვენი -ვიცინი და ლოყა მეჩვრიტება ჩვენი ჭიაკოკონა მეოთხე სართულამდე ადიოდა,სხვა ეზოებიდანაც კი მოდიოდნენ რომ ენახათ. ჩანავლდებოდა თუ არა-სამი -ოთხიიი.. პირველი კამიკაძეები გავიქცეოდით და ვახტებოდით ამ ცეცხლს.უფ,ვიტუსებოდით,ვშავდებოდით და სახლში ასულებს ბოლოს სუნი და გადევნილი ეშმაკების ლეგენდები აგვქონდა. -ილიას საფლავზე მიდიხართ ხოლმე? ისეთი გაიხსენა, ვინც ყველას დაგვაკლდა. თორმეტი წლის ვიყავი მე ,ილია -ცამეტის.ტვინის სიმსივნეს ეხლაც ვერ შველიან...პირველად მაშინ მივხვდი რა იყო სიკვდილი. -მისი დასაფლავების შემდეგ აღარ ვყოფილვარ მუხო. დაბადების დღეზე ვიკრიბებოდით ხოლმე ეზოში ჩვენი ხის ქვეშ და ასე , ამ შეკრებით ვიხსენებდით. სერგო იყო ჩამოსული ჩემთან-უცბად შეცვალა -თემა გზად შემომიარა . -სერგო,სერჟა. გახსოვს, როგორ ბრაზდებოდა სომეხივით შავო-თქო რო დავცინოდი. -აბაა -იცინოდა მუხო ვიცინოდი მეც და მთელი ავტობუსი ჩვენ გვიყურებდა -ახლა რას აკეთებ მარ , როგორ მიხარია რომ აქ ხარ. -ახლა რა ვიცი ვმუშაობ,მიყვარს ,ვწერ. -პირველი ორი აუცილებელია და მესამე ვერ გავიგე. რას წერ ? -ზოგადად ვწერ, ლექსებს ვწერ ხანდახან -ჩვენზე დაწერე რამე,ბავშვებზე ? -არა მუხო -ფანჯარაში გავიხედე -კარგი,არაუშავს, მე ხომ ვიცი, რომ დაწერ და მერე გამომიგზავნე და მანახე, გესმის გოგო შენ? ჩემს ხელში ხარ გაზრდილი და იცოდე, თუ არ მომეწონა, ყურებზე ხახვს დაგაჭრი. -კარგი, კარგი, გპირდები რომ დავწერ. -კარგი აბა, მე ოცდაშვიდში უკან მივდივარ და ვეღარ ჩამოვალ კაი ხანი. უბანში შემოვივლი ,იქნებ ვინმე იყოს ჩვენიანი და ვნახო . შენ რომელზე იქნები სახლში? -შვიდის მერე სულ მცალია. -ვეცდები კიდევ გნახო. - ჩასვლის დროა ჩემი-გადავკოცნე და ჩასასვლელისკენ წავედი -დაწერე, გესმის ? არ დაივიწყო არაფერი.სულ დაწერე- მომაძახა უკვე დაძრული ავტობუსიდან. საღამოს გზად სახლისკენ ჩვენს ეზოს ჩავუარე. ბავშვები თამაშობდნენ , წვიმას იწყებდა და ნერვიული დედები ავინებიდან ეძახდნენ უკვე-არ დასველდეთ,სახლში ამოდითო..სწრაფად ავირბინე ფართო კიბე ,გასაღები მოვარგე კარს და წვიმას შევასწარი სახლში. -ხვალისთვის დიდი გუბე დადგება ჩვენს ეზოში,-ვფიქრობდი ჩემთვის -,ყველაზე დიდი
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
7. კარგი მარი ხარ შენ!!! + + კარგი მარი ხარ შენ!!! + +
5. -მაშინ ხმას რო არ იღებდი მეგონა მოკვდი…
თარსო :-*
სადად, ლამაზად, სევდიანად... ორი წლის წინ მე არ ვიყავი საიტზე, მაგრამ თითქოს მახსოვს ეს ნაწერი.. -მაშინ ხმას რო არ იღებდი მეგონა მოკვდი…
თარსო :-*
სადად, ლამაზად, სევდიანად... ორი წლის წინ მე არ ვიყავი საიტზე, მაგრამ თითქოს მახსოვს ეს ნაწერი..
4. ამას ჰქვია ემოცია... არც დიდგუბიანი ეზო მქონია, არც ლურჯი ბოტები, არც უზარმაზარი ჭიაკოკონა, არც..... მაგრამ ყველაფერი განვიცადე... 555 ამას ჰქვია ემოცია... არც დიდგუბიანი ეზო მქონია, არც ლურჯი ბოტები, არც უზარმაზარი ჭიაკოკონა, არც..... მაგრამ ყველაფერი განვიცადე... 555
3. კარგად იკითხება. ბავშვობა–ყველაზე წრფელი და ლამაზი ხანა.. კარგად იკითხება. ბავშვობა–ყველაზე წრფელი და ლამაზი ხანა..
2. გული ყელში მომებჯინა,თვალები,სული ამიტირდა:( კარგო მარი.. 5 გული ყელში მომებჯინა,თვალები,სული ამიტირდა:( კარგო მარი.. 5
1. ეს ნოველა მგონი 2 წლის წინ დავდე . ალბათ ძალიან ცოტას თუ ეხსომება.მეც დაკარგული მქონდა. ეხალხანს ვიპოვე შემთხვევით ეს ნოველა მგონი 2 წლის წინ დავდე . ალბათ ძალიან ცოტას თუ ეხსომება.მეც დაკარგული მქონდა. ეხალხანს ვიპოვე შემთხვევით
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|