ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მანჩოია
ჟანრი: პოეზია
21 მაისი, 2011


მამული

ხელი არ მახლოთ, ფეხშიშველა დამტოვეთ ხნულში!
აქ მინდა მოვკვდე, მიწად ჩავყვე სიმინდის მარცვალს,
სისხლის მაჭარი ავბედითად თუხთუხებს გულში,
ცა თვალში მაყრის ნაღვერდალში არეულ ნაცარს.

რიჟრაჟის სხივი დაშაშრული პეშვებით შევსვი,
მივეცი წარსულს, რაც გამაჩნდა,ჯერ კიდევ გუშინ,
აქ, სველ წვივებზე, ოჯალეშის მეხვევა ფესვი,
ხელი არ მახლოთ,გევედრებით,დამტოვეთ ხნულში...


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები