ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მანჩოია
ჟანრი: პოეზია
2 ივნისი, 2011


შიში...

მე მოვედი და მოვიტანე სურნელი ქალის,
ტრფობით და ვნებით ავსებული შლეგი სხეული,
მზედაკრულ მკერდზე აბურცული საკოცნი ხალი
და ლტოლვა,ლტოლვა მამრისაკენ მდედრისეული.

შენ მოხვედი და, ჩამიქსოვე სულში ტკივილი,
ყველა იმედი დამიკოცნე სუსხიან ბაგით,
შემომახვიე მარტოობის ცივი კივილი
და ახლა, ასე უსასოო,შილიფი კაბით

ვდგავარ სფინქსის წინ, მუხლმოყრილი,ვინმე- მეძავი,
უტყვ პირამიდებს შუაღამის ელვა ანათებს,
შენზე ფიქრები სიძულვილის კარებს ლეწავენ
და ცხელ ქვიშაში აგორებენ ბედის კამათელს.

შაში... დუშაში... უეჭველად აზარტიც მოვა,
სპილოსძვლისფერი დათამაშებს თითების ჩრდილში,
მე მოვედი და მოვიტანე ალერსის თოვა,
შენ მოხვედი და მომიტანე წაგების შიში...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები