ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მარი
ჟანრი: პოეზია
28 მაისი, 2011


* * *

              გადახურებული გრძნობები ერთბაშად ვითარდება,
              როგორც ათრთოლებული,ფიცხი ბაგეა.
              მომენტობს მომენტი,ბარბაცით მიდის და         
              არც სხვა რამეა.
              ღრუბელთა ხოხვას სარკმლებიდან თვალს ადევნებენ,
              გამჭრიახ მზერას ცისარტყელის შუქი გააპიბს
              ღამით მოსილი განთიადი თუ როგორც ტირის,
              ისე ინთება რაღაც შიგნით,მიუწვდომელი.
              კიაფა ალზე ინაკვთება ხელის მტევნები
              მიმართულება ზევით პყრობილ ცაში აზიდულ,
              ნეკნებსაც ამტვრევს რაც გაღელვებს ბედი იმისი
              ტაატით წასულ,სახეცვლილი რწმენის თანახმად.
              დაგვილი სამყარო როცა აიკრებს სხივებს თავისთვის,
              გამოსცრის საგანს,ფერმკრთალ შუქზე რაც გაირჩევა
              ნოტებთა წყობა მისიკისა ჰარმონიული,
            აქვს ჟღერადობა ყოველ ნოტზე,ფერგადასული.
            გაშალონ სივრცე და იმედს მათსას გამოკიდონ თვითშემეცნება,
            როგორც არსებით ამოკვეთილი თავს ,,ათი მცნება"
            წარბშეუხრელი დაუდგება ელფერი სიცხეს,
            ჩამოსათვლელი ოფლის ნაცვლად მყარ ფუნდამენტზე.
            კიაფა ალზე ინაკვთება ხელის მტევნები,
            მიმართულება ზევით პყრობილი,ცაში აზიდულ
            ნეკნებსაც ამტვრევს რაც გაღელვებს ბედი მისი,
            ტაატით წასულ,სახეცვლილი რწმენის თანახმად.



   

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები