ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნინი-კო
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
6 ივნისი, 2011


მე კი წარსულს მიმაბარა..

    თითქოს და ადრე ყველაფერი თავდაყირა იყო და ახლა დალაგდა... არა და ახლა აირია ყველაფერი.. მე, მე აღარ ვარ, ჩემს ირგვლივ ყველაფერი უცხოა.. აქა იქ გამოჩნდება ხოლმე ნაცნობი წერტილი ნაცნობი სუნის, ნაცნობი ფორმის, ნაცნობი გემოსი  და ბოლოს მხოლოდ მოგონება აღმოჩნდება... 
      ამ ბოლო დროს ბევრი ახალი ნაცნობი შევიძინე, ძველები კი თითქოსდა დავივიწყეო ჩემდა უნებურად... ამ ახლებშიც ბევრი ჩემთვის ნაცნობი და ახლობელი ვნახე, მაგრამ როგორც კი ვიგრძენი რომ ის ჩემი ან ჩემიანია მაშინვე დავკარგე... თითქოსდა წამართვესო და მაშინვე უცხონი გახდნენ ჩემთვის.. თითქოსდა მარტო დავრჩი  ჩემს თავთან, მაგრამ მე მე აღარ ვარ და ჩემი თავი დარჩა მარტო.. მე კი წარსულს მიმაბარა...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები