კარგია, როცა ბავშვი ერთის ხელში იზრდება. მე კი ორი ბებია მყავდა, ერთი - გამზრდელი და მეორე - გამართობელი.
პირველი: ,,- ქალი საწოლიდან რომ წამოდგება, ქვეშაგებს ერთი ნაკეციც კი არ ემჩნეოდეს! მუხლი დაფარე, მხრებში გასწორდი, ნუკი გადმოყრი მაგ სავაშლე კბილებს უტიფრად, თუ გეცინება, გაიღიმე! შუბლშეჭმუხნული დაძარღვულ მუშტს ზეაღმართავდა, ან საჩვენებელ თითს ჰაერში შემოიქნევდა: ,,_ ყველაფერს თავის ადგილი აქვს, თავისი დრო, დაიმახსოვრეთ, ამ მიდამოში უჩემოდ კენჭიც არ გადაბრუნდეს!
ხანდახან, თავის დარგულ ვარდებს რომ შეხედავდა, რაღაც, სიჩვილისმაგვარივით მოერეოდა. ,,- მერმის ამ დროს თუ ცოცხალი დავრჩი...“- - იტყოდა ხოლმე და გარეგნულად მორჩილ ბავშვებს, ო, რა სასტიკი იმედები გვეძლეოდა ,,მერმისამდროსი’’!
(გვიან გავიგე, მაგრამ დღემდე მაინც არ მესმის, დაძინებულებს რატომ გვკოცნიდა).
გამართობელი, - დედის დედა, ზაფხულის ბაბო, პომადიანი, ,,დადუხული’’ , როგორც ამბობდნენ, მიწის არ იყო. სახლი რომ ძაან აერეოდა, მეზობლის ქალებს მოიხმობდა, თვითონ ბანტიან გიტარაზე ათამაშებდა კოტიტა თითებს ან წიგნით ხელში სარწეველაზე მითვლემილი იღიმებოდა. გაიღვიძებდა და იმ ქალებსაც გააზანტებდა: ,,- გეყოფათ ახლა, ნამეტანსაც ნუ გადაყვებით! ‘’ ტახტზე მიწოლილს კნუტებივით სულ ზედ ვეკვროდით.
არკი იმჩნევდნენ, მაგრამ ვგრძნობდით, სინამდვილეში, ერთმანეთს როგორ ვერ იტანდნენ.
ჩემს ატირებას რა უნდოდა! როცა ტოლები გულს მატკენდნენ, ის, მკაცრი ბაბო ხმაში ტყვიას ჩაისხამდა: ,, - მეორედ ასე, თვალცრემლიანი არ დაგინახო, ერთი ჩაგარტყა?! ისეთი ხურდა დაუბრუნე, აღარ მოუნდეს!’’
ჩემს ატირებას რა უნდოდა! მეორე ბაბო: ,,- რა მოხდა, მერე, თამაშია, ხან შენ ატკენ, ხან - შენ გატკენენ. მოიწმინდე აწი ცრემლები, გაიზრდებით და ქორწილამდე დაგავიწყდებათ''.
ჩემი ბავშვობის ძველი ბუდე - აი, ეს არის! კარედებიან ამ სარკეში, საუკუნეა, არ ჩამიხედავს: ერთის - ანფასი, ერთის - პროფილი, ერთის - ნიკაპი, ერთის - თვალები, ხასიათი - ზიარჭურჭელი. (ერთმანეთს როგორ ვერ იტანდნენ!)
ჩვენ სიკვდილამდე უფროსებად გადაცმული ბავშვები ვართ: მეც, თქვენც, ყველანი.
როცა არ ვიცი, როგორ მოვიქცე, გარდაცვლილთა ხმებს ვაყურადებ:
,, რა მოხდა, მერე... ...მეორედ ასე, თვალცრემლიანი არ დაგინახო!“
სარკეში - - ნინო მოქსუტუნე - - ლოყებს იწმენდს და ეღიმება.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
15. ძალიან მომეწონა..... საოცრად პოეტურია და გულს რომ გჩხვლეტს....მაგრამ სასიამოვნოდ..... რაღაცნაირი ცრემლებაფარებულ ღიმილიანია.....გაიხარეთ, ეს ,,დიდებად გადაცმული ბავშვები'' განსაკუთრებით კარგი იყო......:) ძალიან მომეწონა..... საოცრად პოეტურია და გულს რომ გჩხვლეტს....მაგრამ სასიამოვნოდ..... რაღაცნაირი ცრემლებაფარებულ ღიმილიანია.....გაიხარეთ, ეს ,,დიდებად გადაცმული ბავშვები`` განსაკუთრებით კარგი იყო......:)
13. დორიან ძვირფასო! ბავშვის დედისა და მამის მხარეთა მიერ ერთმანეთის ვერატანა, რაღაც დოზით გამოვლენილად თუ ფარულად, - ეს ლამის ყველასთვის ნაცნობი ამბავია. აქ კი მითუმეტეს, ორი ყოფითი ფილოსოფია მკვეთრად უპირისპირდება ერთმანეთს და ბავშვის - საერთო შთამომავლის არსებაში ორივე პროეცირებულია, რომელი -რა დოზით, ეს ამლექსმიღმა, ცალკე თემაა. დორიან ძვირფასო! ბავშვის დედისა და მამის მხარეთა მიერ ერთმანეთის ვერატანა, რაღაც დოზით გამოვლენილად თუ ფარულად, - ეს ლამის ყველასთვის ნაცნობი ამბავია. აქ კი მითუმეტეს, ორი ყოფითი ფილოსოფია მკვეთრად უპირისპირდება ერთმანეთს და ბავშვის - საერთო შთამომავლის არსებაში ორივე პროეცირებულია, რომელი -რა დოზით, ეს ამლექსმიღმა, ცალკე თემაა.
12. ჩვენ სიკვდილამდე უფროსებად გადაცმული ბავშვები ვართ: მეც, თქვენც, ყველანი.
ეს ძალიან კარგია...
ერთმანეტს ვერ იტანდნენ? მით უფრო მეტი ნაკლი პირველს და მეორეს აქედან დანახულით ერთადერთი:) ჩვენ სიკვდილამდე უფროსებად გადაცმული ბავშვები ვართ: მეც, თქვენც, ყველანი.
ეს ძალიან კარგია...
ერთმანეტს ვერ იტანდნენ? მით უფრო მეტი ნაკლი პირველს და მეორეს აქედან დანახულით ერთადერთი:)
11. მადლობა ძვირფასებო! განსაკუთრებული მადლობა - მათ, ვინც მეორედ წაიკითხეს ლექსი. მადლობა ძვირფასებო! განსაკუთრებული მადლობა - მათ, ვინც მეორედ წაიკითხეს ლექსი.
10. ერთის - ანფასი, ერთის - პროფილი, ერთის - ნიკაპი, ერთის - თვალები, ხასიათი - ზიარჭურჭელი. (ერთმანეთს როგორ ვერ იტანდნენ!)
ჩვენ სიკვდილამდე უფროსებად გადაცმული ბავშვები ვართ: მეც, თქვენც, ყველანი.
როცა არ ვიცი, როგორ მოვიქცე, გარდაცვლილთა ხმებს ვაყურადებ:
,, რა მოხდა, მერე... ...მეორედ ასე, თვალცრემლიანი არ დაგინახო!“
სარკეში - - ნინო მოქსუტუნე - - ლოყებს იწმენდს და ეღიმება.
უუუჰ... კარგი იყო... მომეწონა ძალიან კი არა, ძალიან ძალიან... თითქოს პროზაული თხრობა, მაგრამ ძალიან პოეტურიც ერთსა და იმავე დროს, ემოციური, სევდიანი, თბილი... იხარეთ... ერთის - ანფასი, ერთის - პროფილი, ერთის - ნიკაპი, ერთის - თვალები, ხასიათი - ზიარჭურჭელი. (ერთმანეთს როგორ ვერ იტანდნენ!)
ჩვენ სიკვდილამდე უფროსებად გადაცმული ბავშვები ვართ: მეც, თქვენც, ყველანი.
როცა არ ვიცი, როგორ მოვიქცე, გარდაცვლილთა ხმებს ვაყურადებ:
,, რა მოხდა, მერე... ...მეორედ ასე, თვალცრემლიანი არ დაგინახო!“
სარკეში - - ნინო მოქსუტუნე - - ლოყებს იწმენდს და ეღიმება.
უუუჰ... კარგი იყო... მომეწონა ძალიან კი არა, ძალიან ძალიან... თითქოს პროზაული თხრობა, მაგრამ ძალიან პოეტურიც ერთსა და იმავე დროს, ემოციური, სევდიანი, თბილი... იხარეთ...
9. ჩვენ სიკვდილამდე უფროსებად გადაცმული ბავშვები ვართ: მეც, თქვენც, ყველანი.
+555 ჩვენ სიკვდილამდე უფროსებად გადაცმული ბავშვები ვართ: მეც, თქვენც, ყველანი.
+555
8. ყველგან ფიზიკას როგორ უნდა ვაწყდებოდეეე :D :D ყველგან ფიზიკას როგორ უნდა ვაწყდებოდეეე :D :D
7. მე ძალიან მომეწონა :) 555 მე ძალიან მომეწონა :) 555
6. გამათბო ახლაც:) გამათბო ახლაც:)
5. შინაარსობრივი მხარე ძალიან კარგი.
ზღვარი პოეტურ და პროზაულ თხრობას შორის საკმაოდ კარგად გავლებული.
ექსპრესია არ აკლია ნაწერს.
5.
შინაარსობრივი მხარე ძალიან კარგი.
ზღვარი პოეტურ და პროზაულ თხრობას შორის საკმაოდ კარგად გავლებული.
ექსპრესია არ აკლია ნაწერს.
5.
4. კომენტარი დაბრუნებულია:) მე შეფასებას ვაბრუნებ:) კომენტარი დაბრუნებულია:) მე შეფასებას ვაბრუნებ:)
3. რაკი დებორას ნიკით დადებული ტექსტი უნდა წავშალო, ხოლო კომენტარები მენანება, აქ გადმოვაკოპირებ ყველას:
,,7. მადლობა, ძვირფასებო! დღევანდელი დღის მადლი შეგეწიოთ! დებორა. 2011-06-02 01:26:25
--------------------------------------------------------------------------------
6. ჩვენ სიკვდილამდე უფროსებად გადაცმული ბავშვები ვართ: მეც, თქვენც, ყველანი
ძალიან მომეწონა, მართლაც იყვნენ ასეთი ბებიები. ჩვენ სიკვდილამდე უფროსებად გადაცმული ბავშვები ვართ: მეც, თქვენც, ყველანი
ძალიან მომეწონა, მართლაც იყვნენ ასეთი ბებიები. შატილიონი. 2011-06-01 18:11:36
--------------------------------------------------------------------------------
5. გილოცავთ ქალბატონო ნინო ნინოობას. ბავშვებს კიდე ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს ვულოცავ. გილოცავთ ქალბატონო ნინო ნინოობას. ბავშვებს კიდე ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს ვულოცავ. ოთარ რურუა. 2011-06-01 13:39:43
--------------------------------------------------------------------------------
4. ერითროციდი ძვირფასო! გარკვეული გაგებით, მართალი შენიშვნაა. ტექსტი სადღაც პოეზიასა და პროზას შორის ქანაობს. , მაგრამ პოეტური მეტყველების ერთი სპეციფიკური ნიშანი გამოკვეთულად შევუნარჩუნე - სინტაქსურ -ინტონაციურ პარალელებსა და თეზა-ანტითეზაზე დაყრდნობილი მეორეული რიტმული ელემენტების აქტუალიზაცია.... თუ გაუგებრად დავწერე, მაპატიეთ, ვჩქარობ და რომ დავბრუნდები, შევეცდები, უფრო გასაგებად ავხსნა... პირველი მონაკვეთი კი მეჩვენება, რომ მეტისმეტად მკვეთრი მონახაზებით გამომივიდა, ახლა ვფიქრობ, ხომ არ შევამცირო. ერითროციდი ძვირფასო! გარკვეული გაგებით, მართალი შენიშვნაა. ტექსტი სადღაც პოეზიასა და პროზას შორის ქანაობს. , მაგრამ პოეტური მეტყველების ერთი სპეციფიკური ნიშანი გამოკვეთულად შევუნარჩუნე - სინტაქსურ -ინტონაციურ პარალელებსა და თეზა-ანტითეზაზე დაყრდნობილი მეორეული რიტმული ელემენტების აქტუალიზაცია.... თუ გაუგებრად დავწერე, მაპატიეთ, ვჩქარობ და რომ დავბრუნდები, შევეცდები, უფრო გასაგებად ავხსნა... პირველი მონაკვეთი კი მეჩვენება, რომ მეტისმეტად მკვეთრი მონახაზებით გამომივიდა, ახლა ვფიქრობ, ხომ არ შევამცირო. დებორა. 2011-06-01 12:23:26
--------------------------------------------------------------------------------
3. ეგ პროზააა, ლექსად ვერ აღვიქვი. ერითროციტი. 2011-06-01 12:19:14
--------------------------------------------------------------------------------
2. საინტერესოა:) საინტეროა. ზაზა-გაბეჩავა. 2011-06-01 12:18:29
--------------------------------------------------------------------------------
1. ძალიან კარგია, ნინო! გილოცავ ნინოობას! იცი, რომ ვკითხულობდი მეორე ბებოდ გაგიღიმე:) გაიხარე! ძალიან კარგია, ნინო! გილოცავ ნინოობას! იცი, რომ ვკითხულობდი მეორე ბებოდ გაგიღიმე გაიხარე! რენუარი. 2011-06-01 12:10:59'' რაკი დებორას ნიკით დადებული ტექსტი უნდა წავშალო, ხოლო კომენტარები მენანება, აქ გადმოვაკოპირებ ყველას:
,,7. მადლობა, ძვირფასებო! დღევანდელი დღის მადლი შეგეწიოთ! დებორა. 2011-06-02 01:26:25
--------------------------------------------------------------------------------
6. ჩვენ სიკვდილამდე უფროსებად გადაცმული ბავშვები ვართ: მეც, თქვენც, ყველანი
ძალიან მომეწონა, მართლაც იყვნენ ასეთი ბებიები. ჩვენ სიკვდილამდე უფროსებად გადაცმული ბავშვები ვართ: მეც, თქვენც, ყველანი
ძალიან მომეწონა, მართლაც იყვნენ ასეთი ბებიები. შატილიონი. 2011-06-01 18:11:36
--------------------------------------------------------------------------------
5. გილოცავთ ქალბატონო ნინო ნინოობას. ბავშვებს კიდე ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს ვულოცავ. გილოცავთ ქალბატონო ნინო ნინოობას. ბავშვებს კიდე ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს ვულოცავ. ოთარ რურუა. 2011-06-01 13:39:43
--------------------------------------------------------------------------------
4. ერითროციდი ძვირფასო! გარკვეული გაგებით, მართალი შენიშვნაა. ტექსტი სადღაც პოეზიასა და პროზას შორის ქანაობს. , მაგრამ პოეტური მეტყველების ერთი სპეციფიკური ნიშანი გამოკვეთულად შევუნარჩუნე - სინტაქსურ -ინტონაციურ პარალელებსა და თეზა-ანტითეზაზე დაყრდნობილი მეორეული რიტმული ელემენტების აქტუალიზაცია.... თუ გაუგებრად დავწერე, მაპატიეთ, ვჩქარობ და რომ დავბრუნდები, შევეცდები, უფრო გასაგებად ავხსნა... პირველი მონაკვეთი კი მეჩვენება, რომ მეტისმეტად მკვეთრი მონახაზებით გამომივიდა, ახლა ვფიქრობ, ხომ არ შევამცირო. ერითროციდი ძვირფასო! გარკვეული გაგებით, მართალი შენიშვნაა. ტექსტი სადღაც პოეზიასა და პროზას შორის ქანაობს. , მაგრამ პოეტური მეტყველების ერთი სპეციფიკური ნიშანი გამოკვეთულად შევუნარჩუნე - სინტაქსურ -ინტონაციურ პარალელებსა და თეზა-ანტითეზაზე დაყრდნობილი მეორეული რიტმული ელემენტების აქტუალიზაცია.... თუ გაუგებრად დავწერე, მაპატიეთ, ვჩქარობ და რომ დავბრუნდები, შევეცდები, უფრო გასაგებად ავხსნა... პირველი მონაკვეთი კი მეჩვენება, რომ მეტისმეტად მკვეთრი მონახაზებით გამომივიდა, ახლა ვფიქრობ, ხომ არ შევამცირო. დებორა. 2011-06-01 12:23:26
--------------------------------------------------------------------------------
3. ეგ პროზააა, ლექსად ვერ აღვიქვი. ერითროციტი. 2011-06-01 12:19:14
--------------------------------------------------------------------------------
2. საინტერესოა:) საინტეროა. ზაზა-გაბეჩავა. 2011-06-01 12:18:29
--------------------------------------------------------------------------------
1. ძალიან კარგია, ნინო! გილოცავ ნინოობას! იცი, რომ ვკითხულობდი მეორე ბებოდ გაგიღიმე:) გაიხარე! ძალიან კარგია, ნინო! გილოცავ ნინოობას! იცი, რომ ვკითხულობდი მეორე ბებოდ გაგიღიმე გაიხარე! რენუარი. 2011-06-01 12:10:59``
2. ~ჩვენ სიკვდილამდე უფროსებად გადაცმული ბავშვები ვართ: მეც, თქვენც, ყველანი.
როცა არ ვიცი, როგორ მოვიქცე, გარდაცვლილთა ხმებს ვაყურადებ:~
~ჩვენ სიკვდილამდე უფროსებად გადაცმული ბავშვები ვართ: მეც, თქვენც, ყველანი.
როცა არ ვიცი, როგორ მოვიქცე, გარდაცვლილთა ხმებს ვაყურადებ:~
1. ძვირფასებო! ორიოდე დღის წინ დებორას ნიკით ამ ლექსის,,პრეპოემი'' დავდე. ახლა საბოლოო ვერსიას გთავაზობთ. ასე იშვიათად როდი ვიქცევი. ამას წინათ ერთმა ახლობელმა შემნიშნა, თუ პრეპოემად მიიჩნევ ტექსტს, რატომ დებ ,,ურაკპარაკზეო''. ერთი მხრით, ლოგიკური, ობიექტური შენიშვნაა, მაგრამ სუბიექტურად - ეს საშუალებას მაძლევს, დავძლიო შემოქმედებითი სიზანტე. დავცქერი ხოლმე ჩემს ხელნაწერ პრეპოემებს და ხელის ხლება მეზარება, ან სხვა საქმით ვარ დაკავებული. აი, ხელნაწერს რომ ბეჭდურ სახეს ვაძლევ და აქ მოვათავსებ, მერე სხვა გზა აღარ მრჩება, კეთილი უნდა ვინებო და დავამუშაო კიდეც. ჩვეულებრივ, ნიკით, პირველი დადების ვადა - ხუთი დღე მყოფნის, რომ კონცენტრირებული ვიყო ტექსტზე და შიგ ცვლილებები შევიტანო. ამ საქმეში თქვენი გამოხმაურებები და შენიშვნებიც მეხმარება ხოლმე. ძვირფასებო! ორიოდე დღის წინ დებორას ნიკით ამ ლექსის,,პრეპოემი`` დავდე. ახლა საბოლოო ვერსიას გთავაზობთ. ასე იშვიათად როდი ვიქცევი. ამას წინათ ერთმა ახლობელმა შემნიშნა, თუ პრეპოემად მიიჩნევ ტექსტს, რატომ დებ ,,ურაკპარაკზეო``. ერთი მხრით, ლოგიკური, ობიექტური შენიშვნაა, მაგრამ სუბიექტურად - ეს საშუალებას მაძლევს, დავძლიო შემოქმედებითი სიზანტე. დავცქერი ხოლმე ჩემს ხელნაწერ პრეპოემებს და ხელის ხლება მეზარება, ან სხვა საქმით ვარ დაკავებული. აი, ხელნაწერს რომ ბეჭდურ სახეს ვაძლევ და აქ მოვათავსებ, მერე სხვა გზა აღარ მრჩება, კეთილი უნდა ვინებო და დავამუშაო კიდეც. ჩვეულებრივ, ნიკით, პირველი დადების ვადა - ხუთი დღე მყოფნის, რომ კონცენტრირებული ვიყო ტექსტზე და შიგ ცვლილებები შევიტანო. ამ საქმეში თქვენი გამოხმაურებები და შენიშვნებიც მეხმარება ხოლმე.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|