ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მანჩოია
ჟანრი: პოეზია
9 ივნისი, 2011


კვდომა

წუხელ გაწვიმდა და სინესტე გაუჯდა ფიქრებს,
შიშველ ოცნებას ხერხემალზე დააკვდა შოლტი,
ამოირეცხა გონებიდან სათუო ''იქნებ...'',
ჩამოიჩეხა კვირტნაყარი იმედის ტოტი

და მერე, მზერა შეეყინა შორეულ ბექობს,
მხარზე, უჩუმრად, სიყვარულის ნეშტი გავიდე,
ღამეს კვეთავდა უძულური კივილის ექო
და დაბრუნება არ ეწერათ მზიან ამინდებს.

ტიროდა მწუხრი,სასაფლაოს ეფინა თალხი,
იდგა ლოდინი,იმედისგან გაურიყავი,
მისამძიმრებდა ჭირისუფალს უცნობი ხალხი
და მესაფლავე საკუთარი გრძნობის ვიყავი...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები