 | ავტორი: ოთარრურუა... ჟანრი: სხვა ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება 10 ივნისი, 2011 |
სპარსული ლიტერატურა არის სპარსულ ენაზე დაწერილი ლიტერატურა. ზოგიერთი მიიჩნევს, რომ სპარსულ ლიტერატურაში შედის იმ სპარსი ავტორების ნაწარმოებები, რომლებიც სხვა ენებზეა დაწერილი, მაგალითად ბერძნულად ან არაბულად.
სპარსულ ენაზე შექმნილი პირველი ტექსტები თარიღდება ძვ. წ. 650 წლით. სპარსული ლიტერატურის ძირითადი ტექსტები უკავშირდება ისლამის შემოსვლას ირანში დაახლოებით 650 წელს. სპარსელები წერდნენ როგორც არაბულად ასევე სპარსულად, თანდათანობით ამ უკანასკნელმა უპირატესობა მოიპოვა ლიტერატურულ წრეებში. ძველი სპარსული ლიტერატურიდან ძალიან ცოტა ნაშთებია შემორჩენილი. მათგან უმეტესობა არის მეფეების ჩანაწერები, მათ შორის დარიუს I-ისა (ძვ. წ. 522-486) და მისი შვილი ქსერქსეს.
მიუხედავად იმისა, რომ ზოროასტრიული ნაწერების უმეტესობა ისლამის შემოსვლის შემდეგ განადგურდა, ინდოეთში თავშეფარებულმა სპარსელებმა თან წაიღეს ზოგიერთი ზოროასტრიული წიგნი, მათ შორის ავესტა და მისი ძველი კომენტარები.
ხალიფა ომეიიადისა და აბასიდის პერიოდში თანამედროვე სპარსული ენა არაბული ენის ჩრდილში იმყოფებოდა, შემდეგ კი თანდათან ლიტერატურული ენა გახდა ცენტრალური აზიის თითქმის მტელ ტერიტორიაზე.
ენის ამგვარ რენესანსს ხშირად უკავშირებენ ისეთ მწერლებს, როგორებიცაა ფირდოუსი, უნსური, დაქიქი, რუდაკი და მათი თაობა, რადგან ისინი პრეისლამურ ნაციონალიზმს იყენებენ ანტიკური სპარსეთის წეს-ჩვეულებებისა და სპარსული ენის გასაცოცხლებლად.
საკუთრივ ირანის გარდა სპარსულ ენაზე იქმნებოდა ლიტერატურა სელჩუკების, დღევანდელი თურქეთის, ავღანეთის, პაკისტანისა და ინდოეთის ტერიტორიაზე. საწყის ეტაპზე სპარსული პოეზია ძირითადად სასახლის კარის პატრონაჟის ქვეშ ვითარდება. ყველაზე გავრცელებული ფორმაა ე. წ. პანეგირიკი, რაც სახოტბო პოეზიას მიეკუთვნება და ხასიათდება ეგზალტირებული სტილით. პანეგირიკის ყველაზე ცნობილი და ხშირად გამოყენებული ფორმა იყო "კაზიდე". ასევე პოპულარობით სარგებლობდა ომარ ხაიამის "რაბაიატები".
ამ პერიოდში გავრცელებული იყო სამეფო მეცენატობის ტრადიცია, რომელსაც არც ერთი სამეფო დინასტია არ ღალატობდა. მეცენატობის პერიოდს უკავშირდება ეპიკური პოეზიის გაჩენა, რომელმაც მწვერვალს მიაღწია ფირდოუსის შაჰ ნამეში. ეპიკური პოეზიის მთავარი მიმართულება იყო ირანისა და მისი ისტორიის განდიდება და მკითხველში ეროვნული სიამაყის გრძნობის გაღვივება. ფირდოუსის ნაწარმოებებმა დიდი გავლენა იქონია შემდგომ თაობებზე. XIII საუკუნეში იწყება ლირიკული პოეზიის აღმასვლა. მთავარ სალექსო ფორმად გვევლინება გაზალი. ეს სტილი ხასიათდება ემოციურობით, მდიდარი მეტრიკით და ენის სისადავით. ამ პერიოდის ელიტას წარმოადგენდნენ რუმი, საადი და ჰაფეზი.
XV საუკუნის შემდეგ სპარსულ პოეზიაში გაბატონდა ინდური სტილი, რომელსაც ეკუთვნის ამირ ხოსრო დელავის შემოქმედება. XIX საუკუნეში სპარსული ლიტერატურა ძირფესვიან ცხლილებას განიცდის. ეს ცვლილება უკავშირდება რეფორმატორ პრემიერმინისტრს ამირ კაბირს, რომელიც მიხვდა, რომ არსებული სახით ლირიკა ვერ განვითარდებოდა და ამიტომ საჭირო იყო პოეზიაში ახალი ფორმებისა და ცვლილებების შეტანა. პოეზიას იგი საზოგადოებრივ ცხოვრებასა და პრობლემებთან პირდაპირ კავშირში განიხილავდა.
ახალი სპარსული ლიტერატურა უკავშირდება ირანულ ფილოსოფიურ წრეებში ჩასახულ საზოგადოებრივ და ინტელექტუალურ მიმდინარეობებს. ყოველივე ამას დაემატა 1906-1911 წლებში ირანში კონსტიტუციური რევოლუცია, რამაც უკვე ცხადად წარმოაჩინა ლიტერატურაში ცვლილებების აუცილებლობა და მისი დაახლოება საზოგადოებრივ ცხოვრებასთან. პოეზიაში ჩნდება ახალი თემატიკა, იწყება რიტორიკული, ლექსიკოსემანტიკური და სტრუქტურული ექსპერიმენტები. იგრძნობა ევროპული ლიტერატურისა და აზროვნების გავლენა.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
15. დიდი მადლობა ყველას... დიდი მადლობა ყველას...
14. საინტერესოა! საინტერესოა!
13. http://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%A1%E1%83%9E%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%A1%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98_%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%90 http://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%A1%E1%83%9E%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%A1%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98_%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%90
12. ლინკი მერე ნახეთ თუ გინდათ...არასოდეს არ უთქვას ოთარს მე ვწერ ამეებსო... ირაკლი ყალიჩავა. 2011-06-11 10:38:28
ირა! აბა ლინკი?:) ლინკი მერე ნახეთ თუ გინდათ...არასოდეს არ უთქვას ოთარს მე ვწერ ამეებსო... ირაკლი ყალიჩავა. 2011-06-11 10:38:28
ირა! აბა ლინკი?:)
11. სხვაში დებს კაცი და რაგინდათ...ლინკი მერე ნახეთ თუ გინდათ...არასოდეს არ უთქვას ოთარს მე ვწერ ამეებსო... სხვაში დებს კაცი და რაგინდათ...ლინკი მერე ნახეთ თუ გინდათ...არასოდეს არ უთქვას ოთარს მე ვწერ ამეებსო...
10. მე2 და მე-9 კომენტატორებს ვეთანხმები... მე2 და მე-9 კომენტატორებს ვეთანხმები...
9. პირდაპირ რომ ლინკი მიუთითო არ გამოვა ეგ ამბავი, ან არ ვარ ავტორი რომ დაწერო? ცოტა უხერხულია. ასე მგონია. პირდაპირ რომ ლინკი მიუთითო არ გამოვა ეგ ამბავი, ან არ ვარ ავტორი რომ დაწერო? ცოტა უხერხულია. ასე მგონია.
8. უძლიერესი იყო ახლა არაფერია...ნიზამი,ჰაფეზი,ხაიამი,ფირდოუსი კი ბატონო...მერე ჩაბანძდნენ... უძლიერესი იყო ახლა არაფერია...ნიზამი,ჰაფეზი,ხაიამი,ფირდოუსი კი ბატონო...მერე ჩაბანძდნენ...
7. http://urakparaki.com/?m=4&ID=50197 მენთოლლ...იხილეთ ეს ლინკი :) http://urakparaki.com/?m=4&ID=50197 მენთოლლ...იხილეთ ეს ლინკი :)
6. სპარსული ლიტერატურა უძლიერესია,მართალია ახლა თითქოს გაევროპულდა, მაგრამ სუფიზმის გავლენას მაინც განიცდის.მე პირადად მიმაჩნია,რომ რუმი, ჰაფეზი,ფირდოუსი სახეა მსოფლიო პოეზიისა.ხოლო სუფიზმისა და ჰურუფიზმის გარეშე სპარსული ლიტერატურა ბევრს დაკარგავს.გაიხარეთ ოთარ! სპარსული ლიტერატურა უძლიერესია,მართალია ახლა თითქოს გაევროპულდა, მაგრამ სუფიზმის გავლენას მაინც განიცდის.მე პირადად მიმაჩნია,რომ რუმი, ჰაფეზი,ფირდოუსი სახეა მსოფლიო პოეზიისა.ხოლო სუფიზმისა და ჰურუფიზმის გარეშე სპარსული ლიტერატურა ბევრს დაკარგავს.გაიხარეთ ოთარ!
5. დასტური 3 კომენტარს.
ოთარ, ყოჩაღ! დასტური 3 კომენტარს.
ოთარ, ყოჩაღ!
4. ჩემო ოთარია ძამია.რათ მინდოდა ახლა აქ აი რაცხა მე.მე იმერელი ვარ და არა სპარსელი. ჩემო ოთარია ძამია.რათ მინდოდა ახლა აქ აი რაცხა მე.მე იმერელი ვარ და არა სპარსელი.
3. შენ ცისკარი ხარ ჰაფეზი თარგმანი სპარსულიდან - ვახუშტი კოტეტიშვილი შენ ცისკარი ხარ, მე – მიმქრალი სანთლის მუდარა, მაგრამ განთიადს სანთლისაგან არა უნდა–რა. სული მხდება და მებინდება სიცოცხლის დღენი, შენმა ღიმილმა ჩემს სულს ვეღარ გამოუდარა. სამარეს ია ამიყვავებს, რადგან ამ გულმა ზედ დაჭდეული ზილფის დაღი იას უდარა. ჰაფეზ, შენს საფლავს სატრფომ სიოდ რომ ჩაუქროლოს, შემოგეხევა ვნებისაგან ტანზე სუდარა
ამაზე მაგარი სიტყვები უნახავს ვინმეს? შენ ცისკარი ხარ ჰაფეზი თარგმანი სპარსულიდან - ვახუშტი კოტეტიშვილი შენ ცისკარი ხარ, მე – მიმქრალი სანთლის მუდარა, მაგრამ განთიადს სანთლისაგან არა უნდა–რა. სული მხდება და მებინდება სიცოცხლის დღენი, შენმა ღიმილმა ჩემს სულს ვეღარ გამოუდარა. სამარეს ია ამიყვავებს, რადგან ამ გულმა ზედ დაჭდეული ზილფის დაღი იას უდარა. ჰაფეზ, შენს საფლავს სატრფომ სიოდ რომ ჩაუქროლოს, შემოგეხევა ვნებისაგან ტანზე სუდარა
ამაზე მაგარი სიტყვები უნახავს ვინმეს?
2. http://ka.wikipedia.org :) ოთარ კალკაპედია http://ka.wikipedia.org :) ოთარ კალკაპედია
1. სპარსული ლიტერატურა არის სპარსულ ენაზე დაწერილი ლიტერატურა
გამიკვირდა...:):)
საღოოლ ოთარიუს... სპარსული ლიტერატურა არის სპარსულ ენაზე დაწერილი ლიტერატურა
გამიკვირდა...:):)
საღოოლ ოთარიუს...
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|