ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გვანტსულა
ჟანრი: დრამატურგია
14 სექტემბერი, 2008


რაღაც მემართება (პირადი წერილებიდან)

ზოგჯერ ვგიჟდები..
ყველაფერი ხელიდან მეცლება და დაბლა ვეშვები..
სიტყვები...
არაფრის მთქმელი, უაზრო, ტლანქი....
უკვე ვხვდები, რომ აღარ მჭირდები, მაგრამ მაინც მინდა იები.
პატარა, თოვლში ამოსული იები... რამდენი რამის მოყოლა შეუძლიათ მათ...
ახლაც კი უძლური ვარ, როცა ჩემს სამეფოში ვარ და ვწერ..
სულმთლად დავსუსტდი...
თავის ხელში აყვანა მინდა და არ გამომდის..
რა მემართება, ალბათ ვგიჟდები...
ექსპრომტად ვწერ უაზრო სტრიქონს.. უაზრო სიტყვებს, გაცვეთილ ფიქრებს...
მე აქ ვარ მაგრამ სული მიფრინავს იიიიქ!!!!! ეძებს... ეძებს... ეძებს............
ფეხის ხმა, წივილი, კივილი, ტირილი, სირბილი, სიცილი, ისევ ტირილი..
სიკვდილი!!!!!
სისხლისფერი მიწა!!!!!
გავგიჟდი!
რა ხდება, რა მემართება, არა ეს შენ არ ხარ, მე ვიცი რომ არ ხარ მაგრამ ვინ არის, მაგრამ რა არის!
გაჩუმდა!!!
სული დაკარგა როგორც წყლიდან ამოსულმა გველმა შხამი!
თავი მოიკლას? სუსტია - ვერ სცოდავს!
შავი პეპელა ვარდისფერ სიბნელეში ფრთებს კარგავს და სასოწარკვეთით კივის!
ქვაბში იხარშება ნატანჯი სული..
სიბნელე...
აზრები...
სიტყვები - ფიქრის ტყვიები!
გავგიჟდი!
რეფრენად გასდევს ეს სიტყვა აბურდულ აზრებს!
ნეტავი რას ვწერ?!
ნეტავ ვისთვის ვწერ?!
გავგიჟდი! - აი, ისევ გავგიჟდი!!!!!!!!
შავი პეპელა ვარდისფერ უკუნეთში პოულობს მის ფრთებს!!!!!!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები