მე მენატრება ხორბლისფერი შენი მკლავები, ქვის ხანის დროის პოეტებთან ვსაუბრობ ხშირად, რომელთაც სჯერათ ათასწლეულების და შენი ქერა კულულების.
საუკუნეებს არ გაჰკივის შენი ფანქარი, შენი გრძნობები მეგებება იდუმალ დღესთან, როცა თენდება დილა კეთილი.
გოლგოთის გზაზე მივდივარ მარტო და როცა თვალებს ვხუჭავ ვეცემი ხშირად, ჩემო უსაყვარლესო გოგო თეკლი, შენ ხშირად დგახარ ღმერთთან.
ლამპიონები არ აანთოთ, გულით ილოცეთ, ქალაქურ ყოფას ვერ ერწყმება ჩემი არსება.
რაც უნდა ცუდი, საზიზღარი გოგო გვეგონოს, უწმინდურება უძლურია სიბილწის მტრებთან.
ღმერთო ისმინე შენ გულისხმა ჩემი. რა სულელი ვარ, შენ ხომ სიკვდილს გადამარჩინე, მაგრამ მაინც ვბედავ, რომ გთხოვო ის, რასაც კავშირი არ აქვს სულთან.
მე მსურს ვიკითხო წმინდა ფიქრებით სავსე წიგნები, ან გესაუბრო შენ, ჩემო უსაყვარლესო მეგობარო თეკლი.
მინდა ვიცხოვრო მომაკვდავი ანას მეზობლად, იქ, რასაც უწოდეს ფსიქიატრიული შენობა, რომლის კედლები დანესტილი სიყვარულს ითხოვს, სიკეთით სავსე მომაკვდავი ანას სულიდან.
მე მიყურებდნენ ზიზღით სავსე ღმერთის ბავშვები, და მათ სულებში აირეკლა ჩემი სიბილწე, როგორც მიიღეს, როგორც უთხრეს, როგორც გაიგეს.
ღმერთო მომეცი ძალა ვილოცო მტრებზე, რომელთაც დაჰკარგვიათ ძალა ილოცონ ჩემზე.
ქუჩის ბოლოში არავის კლავენ ჩუმად, ეს თბილისია და აქ სიბილწეც ღვივის, მათ გაუკვირდათ. მომიტევეთ შორეული მთების შვილებო ცოდვები ჩემი.
მე მათ თვალებში, წამით გახედვაც მეყო, დავლანდე ზიზღი. მე ხომ მიყვარხართ, მტრებო და ძმებო, არა ვარ გიჟი.
მტრებზე ვილოცოთ, როცა მტრები სულით კვდებიან. მტრებზე ვილოცოთ, როცა მტრები ღმერთს არ ჰყვედრიან.
ეხლა ღამეა, მეხსიერება არ მაქვს თითქოს. გადაწოლილან ფიქრები გზაზე, ვნანობ ჩემს არარელიგიურ ცხოვრებაზე და მიყვარს ხოლმე საუბარი მომაკვდავ ანასთან.
მინდოდა მეტირა მთელი ღამე და მთელი დღე, როცა თეკლას ნაღვლიან სახეს ჩემი საქციელი თუ ფიქრი ქმნიდა.
რა უნდა ვწერო ამ ღამეს, როცა ჩემს სულში ეშმაკს დაუდევს ბინა. შაბათ დღეს წავალ მე სასეირნოდ და ფიქრი ჩემი ეფერება ფუმფულა თეკლას.
ვალერიმ ჯანო სკამზე დატოვა -- ასეთ თემებზე მე აღარ ვფიქრობ. რომ კვდებოდეთ, საღვთო რიტულგია არ გააცდინოთ, გევედრებით.
ჩემო ემოციურო გოგო თეკლი მენატრები ხშირად. ისე, თითქოს შენ ვარანცოვზე მე კი ციმბირში ვიყო.
ჩემს გარშემო 20 თეთრიანები ყრია. მაპატიე დროვ, ძილი მერევა და ვემზადები შესაძლოა ბოლო ძილისთვის, ჩემო უსაყვარლესო გოგო თეკლი. ეს მე ვარ, შენზე შეყვარებულივით დაფიქრებული.
ღმერთმა ამომიყვანა კუბოდან სკოლის დამთავრებისას. მახსენდება თეკლის უსაყვარლესი მზერა, ვხედავ ცისფერ ცას.
დრო მოვა, როცა ჩემი უსაყვარლესი მტრები უერთგულეს მეგობრებად გამყვებიან იქ, სადაც მონასტერია.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
11. უფრო მომეწონა ვიდრე არ მომეწონა უფრო მომეწონა ვიდრე არ მომეწონა
10. წარმატებები...
წარმატებები...
9. პოეზიისგან შორსააა.
0. პოეზიისგან შორსააა.
0.
8. ვახ, ახლა დავაკვირდი კომენტარებს... და შოკირებული ვარ... ამ აფსურდულ ნაწერში როგორ უნდა დაწერო მაღალი შეფასება? მხოლოდ ამაში დასარწმუნებლად წავიკითხე ვახ, ახლა დავაკვირდი კომენტარებს... და შოკირებული ვარ... ამ აფსურდულ ნაწერში როგორ უნდა დაწერო მაღალი შეფასება? მხოლოდ ამაში დასარწმუნებლად წავიკითხე
7. -5 ღმერთმა ამომიყვანა კუბოდან სკოლის დამთავრებისას.
მარტო ამის გამოც კი.. -5 ღმერთმა ამომიყვანა კუბოდან სკოლის დამთავრებისას.
მარტო ამის გამოც კი..
6. რაფერხ ხარ ბობი ძამია. კაი ლექსი დიგიწერია შენე. რაფერხ ხარ ბობი ძამია. კაი ლექსი დიგიწერია შენე.
4. საუკუნეებს არ გაჰკივის შენი ფანქარი <--- ამის მერე უბრალოდ ყველანაირი სურვილი დამეკარგა კითხვის გაგრძელების... ან მისი კულულების რატომ სჯერათ ქვის ხანის პოეტებს?? საუკუნეებს არ გაჰკივის შენი ფანქარი <--- ამის მერე უბრალოდ ყველანაირი სურვილი დამეკარგა კითხვის გაგრძელების... ან მისი კულულების რატომ სჯერათ ქვის ხანის პოეტებს??
3. ვეთანხმები ირაკლის. მთლიანობად აღქმა ჭირს, როგორც ლექსის.
ეს მონაკვეთი გამორჩეულად მომეწონა:
''ღმერთო მომეცი ძალა ვილოცო მტრებზე, რომელთაც დაჰკარგვიათ ძალა ილოცონ ჩემზე.''
ვეთანხმები ირაკლის. მთლიანობად აღქმა ჭირს, როგორც ლექსის.
ეს მონაკვეთი გამორჩეულად მომეწონა:
``ღმერთო მომეცი ძალა ვილოცო მტრებზე, რომელთაც დაჰკარგვიათ ძალა ილოცონ ჩემზე.``
2. ბევრი ადგილი ძააააალიან მომეწონა, მაგრამ ვერაა შეკრული "ლექსი", დაგლეჯილია (ჩემთვის). ერთ მთლიანობად ამის წაკითხვა მეტად მესიამოვნებოდა. საინტერსო ავტორი ჩანხართ.
+2 ბევრი ადგილი ძააააალიან მომეწონა, მაგრამ ვერაა შეკრული "ლექსი", დაგლეჯილია (ჩემთვის). ერთ მთლიანობად ამის წაკითხვა მეტად მესიამოვნებოდა. საინტერსო ავტორი ჩანხართ.
+2
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|