 | ავტორი: ხუჭუჭა13 ჟანრი: პროზა 23 ივნისი, 2011 |
იმ დღეს ჩემს მეგობარს უკანაკსნელად შევხვდი
კვირა დღეს დილით, როცა ფარდები გადავწიე, დავინახე, რომ ცა მწვანე იყო. პირი დავაღე. მე და ჩემს მეგობარს გიოს მდინარის პირას პიკნიკზე წასვლა გვქონდა დაგეგმილი. გიოს დავურეკე, მაგრამ ხმა, რომელმაც მიპასუხა, მის ხმას სულაც არ ჰგავდა. თავში ათასმა ფიქრმა გამიარა: იქნებ მას გარეგნობაც შეეცვალა? იქნებ გიო სხვა ადამიანად იქცა? ცა მართლაც მწვანეა, თუ მომეჩვენა და ეს ნიშანია რაიმე უბედურებისა?
მთელი დღე დაბნეული დავდიოდი, გულს ვერაფერს ვუდებდი: ხან სახლის დალაგებას დავიწყებდი, მაგრამ ბოლომდე ვერ მიმყავდა, ხან წიგნს წავიკითხავდი, ისიც გულზე შემომაწვებოდა, ხან ისევ ზეცას ავხედავდი მორიდებული და შიშით შეპყრობილი თვალებით, თუმცა ზეცა არ იცვლებოდა, მას ისევ ნაძვნარის დამახასიათებელი სიმწვანე გადაჰკვროდა საბნად და რაღაც ავისმომასწავებელი გრძნობით აღმავსებდა. მინდოდა გიოს დანახვა, ერთი წუთით მაინც, მაინტერესებდა რას აკეთებდა იმ დროს, რა იყო მისი ხმის ასეთი ტემბრის მიზეზი. ის კი დანამდვილებით ვიცოდი, რომ რაღაც უჭირდა, დიდი უბედურება დატყდომოდა თავს, რადგან, როგორც მიპასუხა, ისე მხოლოდ ის ადამიანები საუბრობენ, რომლებსაც ცხოვრებამ სარმი დაუდოთ და სასოწარკვეთილებაში ჩააგდო ისინი.
უცებ მომაგონდა, რომ გიოს დის, მარის, მობილურის ნომერი მქონდა და იმწამსვე, არც კი დავფიქრებულვარ, სწრაფად გადავურეკე:
- გამარჯობა, უკაცრავად რომ გაწუხებ, მაგრამ, ძალიან ვნერვიულობ გიოზე და ხომ არ იცი, სად არის-მეთქი?
მარის ეტყობოდა, რომ ძალიან დაღლილი იყო(ორშაბათს სკოლის საატესტატო გამოცდები იწყებოდა) და რაღაც უგულოდ მიპასუხა: - მე ახლა შემოვედი სახლში და არ ვიცი, სად არის ჩემი ძმა, 2 დღეა არც მინახავს. დედას და მამას ეჩხუბა და, ალბათ, სახლში აღარც დაბრუნდება. სამწუხაროდ, ვერაფრით დაგეხმარები, - თანაგრძნობით სავსე სიტყვებით მიპასუხა მარიმ და ყურმილი დამიკიდა.
მომხდარმა აღმაშფოთა. გიოს საკმაოდ კარგად ვიცნობდი. ისიც მქონდა გაგებული, რომ მის ირგვლივ არსებული სამყარო, საძმაკაცოს ვგულისხმობ, ბუნებრივია, საზოგადოების სულ სხვა წრეს მიეკუთვნებოდა, ისეთებს, რომლებიც მთელი დღე ქუჩაში ატარებენ და ცდილობენ ის მიიღონ, რასაც არ იმსახურებენ, სანაძლეოს დებენ, შეძლებულებს ფულს აწერენ მუქარისა და ძალადობის მეშვეობით, მაგრამ, რაც არ გერგება, არ შეგერგებაო, საბოლოოდ!
გიო, თავისი მეგობრებისგან განსხვავებით, სამედიცინო უნივერსიტეტში სწავლობდა და ბევრს შრომობდა წარმატების მისაღწევად. გასულ სემესტრში პრეზიდენტის სტიპენდიანტიც კი გახდა დ იმ ფულით ძმაკაცის დედას დაეხმარა, რომელსაც გადაუდებელი ოპერაცია სჭირდებოდა, მკერდის სიმსივნე ჰქონდა.
მართალია, გიო არც სიგარეტს ეწეოდა და არც პლანს, მაგრამ, როგორც ჩანს ძალიან დიდი სანერვიულო შეხვდა, რომ მან წამალი გაიკეთა და ვეღარ ძლებდა ნარკოტიკის გარეშე. ამის შესახებ სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნიდან გავიგეთ, როდესაც ჩემი საყვარელი მეგობარი სადგურის საპირფარეშოში აღმოაჩინეს გონდაკარგული, ცოტა ხანი მოასულიერეს კიდეც, მაგრამ კრუნჩხვებში ვარდებოდა და, ჩემდა საუბედუროდ, მისი გადარჩენა ვეღარ მოახერხეს. მე მხოლოდ გიოს ცხედარი და უსულო ადამიანი დამხვდა იმ ადგილას.
ყველაფერი მაშინ დაიწყო, როდესაც 2 თვის წინ შეზარხოშებული გიო ტოტალიზატორში შევიდა, თან 100 ლარი ჰქონდა თურმე. კარგ გუნებაზე იყო და თამაში დაუწყია, შემდეგ აზარტშიც შესულა: თავიდან 500 ლარი მოუგია და, როგორც ადამიანებს გვჩვევია, კიდევ უფრო მეტი ფული მოუსურვებია და ეს 500 ლარი ისევ დაუდევს. ასე იგებდა და თავიდან დებდა გიო ფულს, ბოლოს კი, 5000 ლარი დაედო ვალად. გიოს წამლის გაკეთების მიზეზი სწორედ ეს იყო: ვერ ისტუმრებდა ვალს და არ უნდოდა საღად ჩაეხედა რეალობისთვის თვალებში. ექსტაზი კი, ვალების დავიწყების საუკეთესო საშუალებაა.
ცხადია, ნარკოტიკში ფული არც დაეხარჯებოდა, რადგან მის საძმაკაცოში ადვილი იყო წამლის მოძებნა. მთავარია, გიოს წამლის კეთების სურვილი გამოეთქვა. ერთი სიტყვით, გიო სუსტი ადამიანი აღმოჩნდა, რადგან, ნაცვლად იმისა, რომ მოძღვართან ან მშობლებთან მისულიყო, რჩევა ეკითხა და მათგან დახმარება მიეღო, ნათელი ცხოვრება, ირეალური სამყაროთი შეცვალა, სადაც ყველა გათიშული, დაბინდული და განადგურებული, არაჯანსაღი გონებით მოძრაობს, მათი სუნთქვა არ ჰგავს ჩვეულებრივი ადამიანის სუნთქვას, მათ ცხოვრებას არ ეთქმის არსებობა, მათი ღიმილი უაზრო და უმნიშვნელოა.
ვერასდროს წარმოვიდგენდი, თუ გიო ამგვარად ამოვარდებოდა ცხოვრების კალაპოტიდან და ასცდებოდა იმ გზის თეთრ ხაზს, რომელსაც არასწორად თუ გადაუხვევ, დაგაჯარიმებენ. ნეტა, გიოს მარტო ეს სასჯელი ხვედროდა წილად. მისმა სიამაყემ და მშობლებთან გულის გადაუშლელობამ, გიოს ლამაზი ცხოვრება და კარიერა შეიწირა.
ძალიან ვნანობ, ასე რომ მოხდა. გიო ყველაფრეს მიყვებოდა, თუმცა, ეს სულ სხვა შემთხვევა იყო. მან იცოდა ჩემი ხასიათი: მე ერთ წამსაც კი არ გავაჩერებდი გარეთ, იმ წუთას საავადმყოფოში წავიყვანდი და განკურნებაში დავეხმარებოდი. გიოს, როგორც ჩანს, არ უნდოდა ამის შესახებ სხვებს გაეგოთ, ჩემზეც ზრუნავდა და იცოდა, რომ მისი ამბავი შემძრავდა, რადგან ყველაფერი, რაც მას ეხებოდა, ბოლომდე მწვდებოდა გულში და ტანში ჟრუანტელმა დამიარა, როდესაც გიოს ცხედარი დავინახე: ვიგრძენი, რომ ჩემს ცხოვრებას საძირკველი გამოეცალა, აღარ მინდოდა ჩემი მეგობრის გარეშე არსებობა, ის იყო ჩემი გულის მალამო, მხოლოდ მას შეეძლო ჩემი ტკივილისა და სიხარულის გაზიარება, ერთხელაც არ მიგვრძნია გიოსგან თვალთმაქცობა, სიმართლეს, მიუხედავად იმისა, რომ ზოგჯერ მწარე იყო, პირში მეუბნებოდა და ყოველთვის გვერდით მედგა...
დღეს, როდესაც გამახსენდება, რომ გიო ცოცხალი აღარ არის, არ მჯერა, რადგან ის ჩემთვის მუდამ არსებობს და იარსებებს. ზოგჯერ მინდა, რომ მის ძმაკაცებთან მივიდე, ხმამაღლა ვიყვირო და სათანადოდ დავსაჯო ისინი მათთვის განკუთვნილი სასჯელის დანიშვნით, მაგრამ დარწმუნებული ვარ, გიოს ჩემი საქციელი არ მოეწონებოდა. არასდროს არ მჯეროდა ამ გამოთქმის: მითხარი ვინ არის შენი მეგობარი და გეტყვი, ვინ ხარ შენ, რადგან ამის საწინააღმდეგოდ ყოვეთვის ვამბობდი, რომ იუდას საუკეთესო მეგობრები ჰყავდა, მაგრამ, გიოს შემთხვევავში, გამართლდა ყოველივე.
კვირა დღეს, როდესაც გიოს სიკვდილის ამბავი გავიგე, ჩემი მეგობარი სულ რაღაც 24 საათის წინ მყავდა ნანახი. რომ მცოდნოდა, რომ იმ დღის მერე ჩემს მეგობარს ვერასდროს ვნახავდი, მაგრად ჩავეხუტებოდი და არ მოვცილდებოდი არასდროს.
მე და გიო ნამდვილი მეგობრები ვიყავით, პირველ რიგში, მაგრამ ჩვენ შორის იყო რაღაც, მიზიდულობის ძალა, რომლის შესახებაც არც ერთი არ ვლაპარაკობდით ხმამაღლა და ისე წავიდა ამ ქვეყნიდან, თავისი გულის საიდუმლო თან გაიყოლა და დამტოვა ჩემი ფიქრებისა და გრძნობების ამარა.
რომ ვიცოდე, როდესმე დაბრუნდები, დაგელოდებოდი, თუმცა, მე შენ მაინც დაგელოდები, რადგან ჩვენი სული უეჭველი შეერწყმება ერთმანეთს იმ ქვეყნად ადრე თუ გვიან და იქ ვეზიარებით იმ საიდუმლოს, რომელსაც ჯვრისწერა ჰქვია.
გული მიკვდება და მეკუმშება, როდესაც ამ სიტყვებს ვიმეორებ განუწყვეტლივ ჩემს ახლობლებთან ერთად, რომლებსაც გიოს ამბავს ვუყვები ხოლმე: იმ დღეს ჩემს მეგობარს უკანასკნელად შევხვდი.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
5. არა,არ მეწყინა:) არა,არ მეწყინა:)
4. ხუჭუჭავ, მოდი გავაღციოთ ეხლა ეს მოთხრობა, მე გავიგე რომ ეს მოთხრობა ყოფილა, შეიძლება ძალიან ცოტა იყოს სინამდვილე ანუ:). მოკლედ ბოლოდან დავიწყებ წერ რომ იმ Dრეს პირველად და უკანასკნელად სევხვდიო, ეს ალბათ დრამატიზირებისტვის დაგჭირდა , მაგრამ თუ ეს ადამიანი შენი მეგობარი იყო და წერ რომ ერტმანეტს მუდმივად ხვდებოდით გაუგებარია , იმ Dრეს პირველად და უკანასკნელად როგორ შეხვდი? მეორეც ამბობ ; 'რომ ვიცოდე, როდესმე დაბრუნდები, დაგელოდებოდი, თუმცა, მე მაინც გელოდები, რადგან ჩვენი სული უეჭველი შეერწყმება ერთმანეთს იმ ქვეყნად ადრე თუ გვიან და იქ ვეზიარებით იმ საიდუმლოს, რომელსაც ჯვრისწერა ჰქვია.' გაუგებარია შენ ელოდები თუ ის გელოდაება, რადგან შერჭყმა იქ უნდა მოხდეს , და ის უკვე იქ არის , გამოდის რომ ის გელოდება. ხUწUწა რომ ამბობ მინდა მივუვარდე გიოს მეგობრებს და სათანადოდ დავსაჯოო , იქ ისე გამოდის რომ შენი ყვირილით უნდა დასაჯო და მეტი არაფრიტ , იმ კონტექსტში ასე გამოდის, Eრტი სიტყვიტ კიდევ არის ასეთი შეცდომებიდა რაც უფრო ადრე გამოასწორებ უკეტესი შენტვისაც და მკითხველისტვისაც , მე მგონი ასეა, და არ გეწყინება ეს რომ გიტხარი:)
ხუჭუჭავ, მოდი გავაღციოთ ეხლა ეს მოთხრობა, მე გავიგე რომ ეს მოთხრობა ყოფილა, შეიძლება ძალიან ცოტა იყოს სინამდვილე ანუ:). მოკლედ ბოლოდან დავიწყებ წერ რომ იმ Dრეს პირველად და უკანასკნელად სევხვდიო, ეს ალბათ დრამატიზირებისტვის დაგჭირდა , მაგრამ თუ ეს ადამიანი შენი მეგობარი იყო და წერ რომ ერტმანეტს მუდმივად ხვდებოდით გაუგებარია , იმ Dრეს პირველად და უკანასკნელად როგორ შეხვდი? მეორეც ამბობ ; `რომ ვიცოდე, როდესმე დაბრუნდები, დაგელოდებოდი, თუმცა, მე მაინც გელოდები, რადგან ჩვენი სული უეჭველი შეერწყმება ერთმანეთს იმ ქვეყნად ადრე თუ გვიან და იქ ვეზიარებით იმ საიდუმლოს, რომელსაც ჯვრისწერა ჰქვია.` გაუგებარია შენ ელოდები თუ ის გელოდაება, რადგან შერჭყმა იქ უნდა მოხდეს , და ის უკვე იქ არის , გამოდის რომ ის გელოდება. ხUწUწა რომ ამბობ მინდა მივუვარდე გიოს მეგობრებს და სათანადოდ დავსაჯოო , იქ ისე გამოდის რომ შენი ყვირილით უნდა დასაჯო და მეტი არაფრიტ , იმ კონტექსტში ასე გამოდის, Eრტი სიტყვიტ კიდევ არის ასეთი შეცდომებიდა რაც უფრო ადრე გამოასწორებ უკეტესი შენტვისაც და მკითხველისტვისაც , მე მგონი ასეა, და არ გეწყინება ეს რომ გიტხარი:)
3. სამწუხაროდ არ ვიცი ეს ისტორია , ავტირის ფანტაზიაა თუ მის თავს გადახდენილი ამბავი, ამიტომ თავს შევიკავებ , თვითონ პროზის ავკარგიანობის განხილვაზე., ისტოროია თავისტავად სევდიანი და გულსატკენია სამწუხაროდ არ ვიცი ეს ისტორია , ავტირის ფანტაზიაა თუ მის თავს გადახდენილი ამბავი, ამიტომ თავს შევიკავებ , თვითონ პროზის ავკარგიანობის განხილვაზე., ისტოროია თავისტავად სევდიანი და გულსატკენია
2. :( რა მტკივნეული ისტორიაა... :( გული მომიკვდა! :( რა მტკივნეული ისტორიაა... :( გული მომიკვდა!
1. ძალიან სევდიანი სა ტრაგიკული ამბავია იმედია ბევრი წაიკითხავს და ჭკუას ისწავლის...
შენს მწუხარებას ვიზიარებ უფალმა გაანათლოს მისი სული... ძალიან სევდიანი სა ტრაგიკული ამბავია იმედია ბევრი წაიკითხავს და ჭკუას ისწავლის...
შენს მწუხარებას ვიზიარებ უფალმა გაანათლოს მისი სული...
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|