ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლევანი-7
ჟანრი: პოეზია
20 ივნისი, 2011


შენ მირჩევნიხარ...

ეს ზარი თეო მხოლოდ შენთვის რეკს,
მზე მხოლოდ შენით ამოდის ცაზე,
და გული - შენი სიყვარულით ძგერს,
ათი ათასში გიცნობს შენ - ხმაზე…

და ეს ტაძარიც შენზე ლოცულობს,
როცა სამრეკლო ჩამოჰკრავს ზარებს
თვალები მრევლის - შვებას პოულობს,
და ფართოდ აღებს ღრმა გულის კარებს.

გალობა შენი ადის ზეცამდე,
და ყველა ცოდვილს ლახვარს სცემს გულში,
ჩემს შეყვარებას მართლა ეცადე,
მე - წავიქეცი ჩემს სათეს ხნულში.

ზარმაცს - არასდროს არ მიმართლებდა,
ღმეღთი ჩემს თხოვნას არ მიფასებდა,
ლოცვებში ჩაფლულს ხაფანგს მიგებდა,
და ჩემს ცხოვრებას ტანჯვით მივსებდა.

თეონა ლექსს სურს, რომ ბევრი გწეროს,
ჩემს საფერებელს ვერ ვიტყვი ყველას,
საფლავის ქვაზე მინდა მეწეროს:
შენ მირჩევნიხარ ქვეყნად სულყველას!

მიყვარს შენი თმის ნაზი შრიალი,
ამ ცხოვრებაში მინდა გრიალი,
მიყვარს აწყვეტა - სულის ფრთხიალი
და მე მოვკვდები - როგორც ტიალი.

ეს ზარი თეო მხოლოდ შენთვის რეკს,
მზე მხოლოდ შენით ამოდის ცაზე,
და გული - შენი სიყვარულით ძგერს,
ათი ათასში გაგარჩევს ხმაზე…

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები