| ავტორი: მარი ჟანრი: პოეზია 26 ივნისი, 2011 |
მცდელობა ყოვლის შეგრძნებისა დე,უფლის მიმართ განუზომელი სისპეტაკით მიწვეთავს სულში გაურკვევლობას თავს ვაცლი და დროს მინდა ვუთხრა, რომ მონაგონი არსებობა სხეულს მიკაწრავს. მონაპოვარი სითბო მგონი გამილღობს ყინულს, ღამეულ აკორდს კვლავ ავიღებ კანკალის ხელით და ხატის წინ ან შემდგომ აკრეფილ რწმენას, გავიაზრებ თუ გავიშიგთავსებ თავის კვრით ღმერთო,მსურს მოგიძღვნა ხიბლი რაობის, ან ცოდვილ გულის ამოგლეჯას ვლამობდე თითქოს. კიაფა ალზე მინდა აღვძრა უტყვი ტაფია, ჩემში საწყისს კვლავ ვარწმუნო ეპიტაფია. ახლა გრძნობების ნაფლეთებით ვიჯერებ თავს, ან მწამს გათოშილი კაენის მოდგმის ძვლების ღრჭიალი ისევ მძაფრად,ისევ მწყობრად ვაგრძელებ ღაღადს, რომ დაძაბუნებულ სხეულს შიგნით ჩავახშო ღრიალი. ვხვდები უფალო იმდენს კი, რომ დავხარო თვალნი, გამოვიწოდო დახაზული ხელისგულები იმედით,იმ იმედით,რომ ცეცხლი დამწვავს, ოფლს კი ვიშრობ და სანამ წავალ, წავალ ქუჩაზე,ან ქუჩა ივლის. ერთად ვძიოთ არსის ტაძარი, იქ მოვიბრუნებთ დაღალულნი ნაქანც სხეულებს მერე კი ვწუროთ სისხლში თითები. დედამიწის ჩარხის ტრიალის შეჯიბრში გაგვაქვს თითო საათის,წუთის,წამის მეასედები ზევით კი,ღრუბლის ფთილის ფერს,ცისფერს,ან ღვთისფერს იშრობს ყოველი-სული ცოდვილი,თუ ღვთისმიერი. ფეხისგულებით ნაკაწრ მრწამსზე გაკვალულ ბილიკს გოდების აქვს ხმა,თრთოლა მტევნის,დაჩოქილ მუხლის- თავებს შევცქერი,გამიზნულად ვწერ და რწმენა მწამს, უფალი გზაა განწმენდის თუ განმარტოების. უფალი წამია,წამი სევდის,თუმც კვლავ სიკეთის და მაინც ვიჯერებ უფლებას-ფიქრის,ლოცვის,კურთხევის... ვხვდები უფალო,იმდენს კი, რომ დავხარო თვალნი გამოვიწოდო დახაზული ხელისგულები.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
9. :/ ღმერთო, ჩემო! :/ ღმერთო, ჩემო!
8. hm, gamogrcha:D hm, gamogrcha:D
7. საინტერესოაა :D საინტერესოაა :D
6. sheni komentaris arsi chemtvis ganusazgvrelia abg:D sheni komentaris arsi chemtvis ganusazgvrelia abg:D
4. მაპატიეთ, მაგრამ არ მომწონს...ძალიან გაწელილია, დასახვეწია, სტილი გაუმართავია... მარტო იმის სურვილი, რომ დიდი ტკივილი ლექსად გამოხატო, ცოტაა.... წარმატებები......:) მაპატიეთ, მაგრამ არ მომწონს...ძალიან გაწელილია, დასახვეწია, სტილი გაუმართავია... მარტო იმის სურვილი, რომ დიდი ტკივილი ლექსად გამოხატო, ცოტაა.... წარმატებები......:)
2. და ხატის წინ ან შემდგომ აკრეფილ რწმენას, გავიაზრებ თუ გავიშიგთავსებ თავის კვრით_ეს ვერაფრით გავიგე :D
,,ვძიოთ"
არ მომწონს.
და ხატის წინ ან შემდგომ აკრეფილ რწმენას, გავიაზრებ თუ გავიშიგთავსებ თავის კვრით_ეს ვერაფრით გავიგე :D
,,ვძიოთ"
არ მომწონს.
1. გეტყობათ, ლექსი ტკივილმა დაგაწერინათ, მაგრამ გადასამუშავებელია ტექსტი. ეს ჩემი სუბიექტური აზრია. წარმატებები!!! გეტყობათ, ლექსი ტკივილმა დაგაწერინათ, მაგრამ გადასამუშავებელია ტექსტი. ეს ჩემი სუბიექტური აზრია. წარმატებები!!!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|