 | ავტორი: ხუჭუჭა13 ჟანრი: პოეზია 2 ივლისი, 2011 |
სხვა
გინდა და ცდილობ, დაფარო ნდომა, გიყვარს და არ გსურს, დაგეტყოს გრძნობა, გაქვს, მაგრამ გული არ კმარობს ქონას, უფრო სხვას ელტვი, რაც არ გაქვს ტონად! ის სხვა შენშია.... ვით ჩემთვის უცხო ან ჩემში სუფევს, შენ ვერც ფლობ, უცხო, ვფიქრობ, დავეძებ, ვერ ვპოვებ იმ სხვას, ის შენში ცოცხლობს, შენ,კი, ხარ უცხოდ. მიყვარს მე შენში ეგ უცხო მხარე, მიუწვდომელი მზის ბნელი კუთხე, მე შენში მხიბლავს ის უცხო ხედი, რომელსაც მე ვქმნი ამ ჩემს გონებით... დარჩი, სჯობია იმ სხვად ყოველთვის! არ მინდა, მზის ბნელ მხარეს შევეხო, დარჩი! ...და ჩემთვის იცხოვრე უცხომ, მე შენში მხიბლავს ჩემი ყოველთვის!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
4. წარმატებები წარმატებები
3. მართლა "სხვაა".. წარმატებები მართლა "სხვაა".. წარმატებები
2. გაიხარეეეე:) გაიხარეეეე:)
1. "რაც უფრო შორს ხარ - მით უფრო ვტკბები! მე შენში მიყვარს ოცნება ჩემი. ხელუხლებელი - როგორც მზის სხივი, მიუწვდომელი - როგორც ედემი." - :)
წარმატებები....... ;) "რაც უფრო შორს ხარ - მით უფრო ვტკბები! მე შენში მიყვარს ოცნება ჩემი. ხელუხლებელი - როგორც მზის სხივი, მიუწვდომელი - როგორც ედემი." - :)
წარმატებები....... ;)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|