 | ავტორი: მაილო ჟანრი: პროზა 1 ივლისი, 2011 |
დიდხანს იდგა, დიდხანს უყურებდა, უღრმავდებოდა და ვერ გრძნობდა. ბოლოს მიხვდა, რომ დაიღალა და ჩამოჯდა, მაგრამ სანამ ჩამოჯდებოდა იქამდე იცოდა, რომ ეს ჩამოჯდომა მხოლოდ დროებითი იყო. ჰოდა, იჯდა და დიდხანს უყურებდა, უღრმავდებოდა და ვერ გრძნობდა იმას, რასაც გრძნობდა. უკვე წლებია აღარაფერზე ოცნებობდა და ახლაც, როცა რაღაც უსასრულობაში ჩაშტერებული, გუგების დაბერვამდე არ ხუჭავდა თვალებს, რომ რამე არ გამოპარვოდა მხედველობიდან, ვერ უყრიდა თავს ფიქრებს. უბრალოდ დაავიწყდა როგორ ოცნებობენ ადამიანები. ორივე ხელი კაპიშონიანი სპორტულის ჯიბეში ედო და თითებით ებღაუჭებოდა საკუთარ ხელებს. სულ ასე იცოდა: თითებს აჩხუბებდა სარჩულის შიგნიდან და ითვლიდა. სულ ითვლიდა, ყველაფერს: მატარებლებს, მანქანებს, ადამიანებს, გაჩერებებს, წვიმის წვეთებს, აორთქლებულ ფიფქებს, ჭამის დროს პამიდვრის მარცვლებს ითვლიდა, შემდეგ დღის მანძილზე გაკეთებულ აღრიცხვას ერთ დიდ რვეულში ათავსებდა, რომელსაც დიდი ასოებით ეწერა \"დღეს ისევ ვითვლიდი და...\" გიჟი არ იყო, თუმცა ბევრი ეუბნებოდა, თუნდაც ხუმრობით \"რა გიჟი ხარ\". ადრე უფიქრია ამაზე და უნდოდა რომ ყოფილიყო გიჟი. ეგონა, რომ უფრო ბედნიერი იქნებოდა,- ვიდრე იყო, მაგრამ მერე შეეგუა თავის ნორმალურობას და აღარ დაუგეგმავს გაგიჟება. უცნაურსაც ეძახდნენ, ეს მოსწონდა. რატომღაც სიამოვნებდა უცნაური რომ იყო. თავად არ თვლიდა ასე, მაგრამ ენდობოდა ადამიანებს, \"ადამიანები ტყუიან მაშინ, როცა თავადაც სჯერათ იმ ტყუილის, სხვა შემთხვევაში, ყველა მიხვდება, რომ სიმართლე არ არსებობს\". ჰო, ასე ამბობდა. ჰოდა, სიამოვნებდა, რომ უცნაურად თვლიდნენ. ესე იგი ისეთი არ იყო, როგორიც ყველა. სულ აინტერესებდა თუ არსებობდა მსოფლიოში ადამიანი, რომელიც მის მსგავსად აგროვებდა ყველა პატარა ფურცლის ნაგლეჯს, რომელზეც თუნდაც ერთი სიტყვა დაუწერიათ ადამიანებს. აინტერესებდა სხვა თუ ტიროდა მისი საყვარელი ფილმების იმ მონაკვეთზე, რომელიც მას ყველაზე მეტად აღელვებდა. თუ არსებობდნენ მასავით მიამიტი ადამიანები,რომლებისთვისაც ყველაზე საყვარელი გასართობი ტროტუარის კიდეზე ქოლგით სიარული იყო. არ იცოდა. შეიძლება არსებობდნენ, ან არც... მას ყოველთვის უნდოდა წასვლა. ყოველთვის არა ალბათ, მაგრამ რაც თავი ახსოვდა.ერთხელ ბავშვობაში სცადა, როცა მშობლებმა დაარწმუნეს, რომ ძალიან მდიდარი დეიდა იშვილებდა და სულ უცხო ქალაქში წაიყვანდა. უთხრეს, რომ ყველაზე ლამაზი კაბები და სათამაშოები ექნებოდა. მაშინ 4 წლის იყო.ჰოდა, მოკიდა თავის საყვარელ ლურჯ ბეგემოტს ხელი, გულში ჩაიკრა, კაპიშონიან ზედის ჯიბეებში ხელები ჩაიწყო და ცრემლიანი თვალებით წასასვლელად მოემზადა. ალბათ წავიდოდა კიდეც და სულ სხვა ცხოვრებითაც იცხოვრებდა, რომ არა ერთი გარემოება: მოატყუეს. არავითარი მდიდარი დეიდა არ არსებობდა. იყო მხოლოდ ის და მისი ნამდვილი ოჯახი. ჰოდა, ამ დღის შემდეგ სულ წასვლაზე და სიმარტოვეზე ოცნებობდა. ჰოდა, წასვლით რომ ვერ მიდიოდა, უბრალოდ ოცნებობდა და მარტოობდა და ელოდა...
მერე წლები გავიდა.უკვე აღარც ოცნებობდა, მხოლოდ მარტოობდა და მაინც უაზროდ ელოდა. მიდიოდა ზღვის ნაპირზე ლურჯი ბეგემოტით ხელში და ნავებს ითვლიდა მასთან ერთად. ერთ დღესაც პატარა ხის მართკუთხედი შეაჭედა, ბავშვობის კაბიდან იალქანი გამოჭრა და ლურჯი ბეგემოტით ხელში და თითებით ჯიბეებში ზღვის ნაპირისკენ გაეშურა. მიადგა საყვარელ ადგილს,სანაპიროზე. იმ დღეს ზღვა მშვიდი ჩანდა. ჩადგა წყალში გამოთლილი ნავი, აკოცა ლურჯ ბეგემოტს, ჩასვა მასში და შორს გაუშვა. შემდეგ დიდხანს იდგა, დიდხანს უყურებდა, უღრმავდებოდა და ვერ გრძნობდა. ბოლოს მიხვდა, რომ დაიღალა და ჩამოჯდა, მაგრამ სანამ ჩამოჯდებოდა იქამდე იცოდა, რომ ეს ჩამოჯდომა მხოლოდ დროებითი იყო. ჰოდა, იჯდა და დიდხანს უყურებდა, უღრმავდებოდა და ვერ გრძნობდა იმას, რასაც გრძნობდა. თითები სარჩულებს მიღმა ერთმანეთს ებძოდნენ და მისი ბავშვობის მეგობარი სადღაც მიცურავდა... უკანასკნელად გახედა ზღვას და წამოდგა, მან ხომ წინასწარ იცოდა, რომ ეს ჩამოჯდომა დროებითი იყო. ჰოდა, წამოდგა და 63-ე ნავი მიათვალა სიას. შემდეგ ფეხზე გაიხადა და მთელი სისწრაფით ნაპირის სიღრმისკენ გაქანდა, უკან აღარ მოუხედავს.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
12. ეს ყველაფრის დათვლის მომენტი სულ უფრო ხშირად მხვდება და არ მომწონს ეს ყველაფრის დათვლის მომენტი სულ უფრო ხშირად მხვდება და არ მომწონს
11. :D
მართალია, გავჩუმდები, მე ისედაც ჩუმი ვარ. :D
მართალია, გავჩუმდები, მე ისედაც ჩუმი ვარ.
10. ჩუუუუუუუუუ–მეთქიიიიიიიიიიიი, შენ ყველაზე საყვარელი მაილო ხარ მთელ მსოფლიოში, ეგოისტიც მიყვარხარ :) ჩუუუუუუუუუ–მეთქიიიიიიიიიიიი, შენ ყველაზე საყვარელი მაილო ხარ მთელ მსოფლიოში, ეგოისტიც მიყვარხარ :)
9. ისევ ეგოისტობით თუ გავქაჩავ :D ისევ ეგოისტობით თუ გავქაჩავ :D
8. ვეთანხმები აპათიას კომენტარის ბოლო ხაზს - მერე რა? ანუ, დასარულმა არ შეკრა ნაწერი, არ გახსნა კვანძი, თუმცა ეს მოსალოდნელიც იყო, ის რაც არ დევს ნაწერში, არც ბოლოს გამოჩნდება...
პირველი ორი აბზაცი კარგად განვითარდა, თუმცა ერთია - ერთი სიტყვის ბევრჯერ გამეორება, ძალიან ბევრი ტავტოლოგიაა, ძალიან... ეს გამართლებულია მაშინ, როცა რაღაც მიზანს ემსახურება, ვთქვათ ემოციის გამძაფრებას, რაღაც მუხტის შექმნას, რაღაცის მოსწავებას... მაგრამ აქ "იჯდა", "ჩამოჯდა", "ჩამოჯდებოდა", "ჩამოჯდა" არანაირ კეთილ საქმეს არ აკეთებს, მხოლოდ დატვირთული აქვს ტექსტი...
მეორე აბზაცში დათვლის მომენტი კარგი ფსიქოლოგიური ხატვა იყო პერსონაჟის, რეალისტური ხატვა, რაც დამაჯერებელს ხდიდა ნაწერს, თუმცა აორთქლებული ფიფქების დათვლის მომენტში თითქოს ყალბი გახდა კადრი...
საერთო ჯამში - ფინალს რომ დაერტყა მაგრად, ვიტყოდი კარგია-მეთქი... მაგრამ არც ახლა ვწერ ცუდს...
წარმატებები... :)
ვეთანხმები აპათიას კომენტარის ბოლო ხაზს - მერე რა? ანუ, დასარულმა არ შეკრა ნაწერი, არ გახსნა კვანძი, თუმცა ეს მოსალოდნელიც იყო, ის რაც არ დევს ნაწერში, არც ბოლოს გამოჩნდება...
პირველი ორი აბზაცი კარგად განვითარდა, თუმცა ერთია - ერთი სიტყვის ბევრჯერ გამეორება, ძალიან ბევრი ტავტოლოგიაა, ძალიან... ეს გამართლებულია მაშინ, როცა რაღაც მიზანს ემსახურება, ვთქვათ ემოციის გამძაფრებას, რაღაც მუხტის შექმნას, რაღაცის მოსწავებას... მაგრამ აქ "იჯდა", "ჩამოჯდა", "ჩამოჯდებოდა", "ჩამოჯდა" არანაირ კეთილ საქმეს არ აკეთებს, მხოლოდ დატვირთული აქვს ტექსტი...
მეორე აბზაცში დათვლის მომენტი კარგი ფსიქოლოგიური ხატვა იყო პერსონაჟის, რეალისტური ხატვა, რაც დამაჯერებელს ხდიდა ნაწერს, თუმცა აორთქლებული ფიფქების დათვლის მომენტში თითქოს ყალბი გახდა კადრი...
საერთო ჯამში - ფინალს რომ დაერტყა მაგრად, ვიტყოდი კარგია-მეთქი... მაგრამ არც ახლა ვწერ ცუდს...
წარმატებები... :)
7. სულ ასე იცოდა: თითებს აჩხუბებდა სარჩულის შიგნიდან და ითვლიდა. სულ ითვლიდა, ყველაფერს: მატარებლებს, მანქანებს, ადამიანებს, გაჩერებებს, წვიმის წვეთებს, აორთქლებულ ფიფქებს, -მე:) სულ ასე იცოდა: თითებს აჩხუბებდა სარჩულის შიგნიდან და ითვლიდა. სულ ითვლიდა, ყველაფერს: მატარებლებს, მანქანებს, ადამიანებს, გაჩერებებს, წვიმის წვეთებს, აორთქლებულ ფიფქებს, -მე:)
6. წაკითხული მაქვს მე თქვენი ეგოისტური მოთხრობები და მომწონს ისინი, მაგრამ ამას რაც შეეხება ისე ჩავიკითხე საინტერესო ვერაფერი ვნახე...თავადაც ამბობთ მე-3 კომენტარში მერე რა და არაფერიო, არადა ვფიქრობ თქვენ თავისუფლად შეგიძლიათ მკითხველს ემოცია დაუტოვოთ თქვენი ნაწარმოებით...(ისე,როგორც ,,მე და ლილი''-ს შემთხვევაში შეძელით), ასე რომ უკეთესს ველი....პატივისცემით... წაკითხული მაქვს მე თქვენი ეგოისტური მოთხრობები და მომწონს ისინი, მაგრამ ამას რაც შეეხება ისე ჩავიკითხე საინტერესო ვერაფერი ვნახე...თავადაც ამბობთ მე-3 კომენტარში მერე რა და არაფერიო, არადა ვფიქრობ თქვენ თავისუფლად შეგიძლიათ მკითხველს ემოცია დაუტოვოთ თქვენი ნაწარმოებით...(ისე,როგორც ,,მე და ლილი``-ს შემთხვევაში შეძელით), ასე რომ უკეთესს ველი....პატივისცემით...
5. ბეგემოტს <<< ბეჰემოთს კაპიშონი<< კაპიუშონი
მერე ის, რომ "მიადგა საყვარელ ადგილს,სანაპიროზე. იმ დღეს ზღვა მშვიდი ჩანდა. ჩადგა წყალში გამოთლილი ნავი, აკოცა ლურჯ ბეგემოტს, ჩასვა მასში და შორს გაუშვა."
შეელია "თითები სარჩულებს მიღმა ერთმანეთს ებძოდნენ და მისი ბავშვობის მეგობარი სადღაც მიცურავდა... "
თვითონ კი ნაპირის სიღმისკენ გაქანდა უ კ ა ნ მ ო უ ხ ე დ ა ვა დ
მ ე მ ი ყ ვ ა რ ს მ ა ი ლ ო ! :)
ბეგემოტს <<< ბეჰემოთს კაპიშონი<< კაპიუშონი
მერე ის, რომ "მიადგა საყვარელ ადგილს,სანაპიროზე. იმ დღეს ზღვა მშვიდი ჩანდა. ჩადგა წყალში გამოთლილი ნავი, აკოცა ლურჯ ბეგემოტს, ჩასვა მასში და შორს გაუშვა."
შეელია "თითები სარჩულებს მიღმა ერთმანეთს ებძოდნენ და მისი ბავშვობის მეგობარი სადღაც მიცურავდა... "
თვითონ კი ნაპირის სიღმისკენ გაქანდა უ კ ა ნ მ ო უ ხ ე დ ა ვა დ
მ ე მ ი ყ ვ ა რ ს მ ა ი ლ ო ! :)
4. მე დავსევდიანდი, მაინც წავიდა... უკანმოუხედავად. მე დავსევდიანდი, მაინც წავიდა... უკანმოუხედავად.
3. :D კი, მოატყუეს :D
მერე რა? ამწეკრანი, არაფერი :D :D კი, მოატყუეს :D
მერე რა? ამწეკრანი, არაფერი :D
2. მას ყოველთვის უნდოდა წასვლა. ყოველთვის არა ალბათ, მაგრამ რაც თავი ახსოვდა.ერთხელ ბავშვობაში სცადა, როცა მშობლებმა დაარწმუნეს, რომ ძალიან მდიდარი დეიდა იშვილებდა და სულ უცხო ქალაქში წაიყვანდა. უთხრეს, რომ ყველაზე ლამაზი კაბები და სათამაშოები ექნებოდა. მაშინ 4 წლის იყო.ჰოდა, მოკიდა თავის საყვარელ ლურჯ ბეგემოტს ხელი, გულში ჩაიკრა, კაპიშონიან ზედის ჯიბეებში ხელები ჩაიწყო და ცრემლიანი თვალებით წასასვლელად მოემზადა.
4 წლის ბავშვს ვერ ვხვდები რატომ უნდა მოატყუონ ესე "მწარედ" მშობლებმა,ან უარეს შემთხვევაში "გაეღადაონ"რომ ვიღაც მდიდარი დეიდა იშვილებდა. არ მომეწონა ეს ნაწერი არცერთი კუთხით.
დავამტავრე კითხვა და მარტო "და მერე რა?">.ეს შეკითხვა გამიჩნდა..არც არაფერი. მას ყოველთვის უნდოდა წასვლა. ყოველთვის არა ალბათ, მაგრამ რაც თავი ახსოვდა.ერთხელ ბავშვობაში სცადა, როცა მშობლებმა დაარწმუნეს, რომ ძალიან მდიდარი დეიდა იშვილებდა და სულ უცხო ქალაქში წაიყვანდა. უთხრეს, რომ ყველაზე ლამაზი კაბები და სათამაშოები ექნებოდა. მაშინ 4 წლის იყო.ჰოდა, მოკიდა თავის საყვარელ ლურჯ ბეგემოტს ხელი, გულში ჩაიკრა, კაპიშონიან ზედის ჯიბეებში ხელები ჩაიწყო და ცრემლიანი თვალებით წასასვლელად მოემზადა.
4 წლის ბავშვს ვერ ვხვდები რატომ უნდა მოატყუონ ესე "მწარედ" მშობლებმა,ან უარეს შემთხვევაში "გაეღადაონ"რომ ვიღაც მდიდარი დეიდა იშვილებდა. არ მომეწონა ეს ნაწერი არცერთი კუთხით.
დავამტავრე კითხვა და მარტო "და მერე რა?">.ეს შეკითხვა გამიჩნდა..არც არაფერი.
1. ის, ის, ის, ის, ის...
ალტრუისტ! ;) ის, ის, ის, ის, ის...
ალტრუისტ! ;)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|