 | ავტორი: დილეტანტი ჟანრი: პროზა 25 სექტემბერი, 2011 |
მეგობრებში ერთი ექიმი, სასურველია უნივერსალი, უნდა გყავდეს კაცს, ერთი პოეტი და ერთიც სახინკლეში ოფიციანტი, საჭიროების შემთხვევაში რისკზე წამსვლელი 80-100 ლარის ფარგლებში მაინც. ეს აუცილებელი მინიმუმია, თორემ რაც მეტი - უკეთესი. მეგობრები მყავს მხედველობაში. ექიმი იმისთვის რომ, ზოგჯერ ისეთი უცნაური რამ შეგაწუხებს, მეგობარიც თუ არ არის, იქნებ არც გაუმხილო, პოეტი კიდევ იმისთვის რომ,ის უცნაური მას დააბრალო, მოწყალედ შემოგღიმებს და ამაზე ფიქრით თავს არ შეიწუხებს, სხვა რამ უფრო მნიშვნელოვანს დაფოფინებს მისი გონება, ოფიციანტი კი, როცა ერთი იღრინება, მეორე კი სხვაგან დაფრინავს, ჭიქას შეგივსებს ჯიბეცარიელს, ეგ არაფერი. მთავარია შენ იყო კარგადო, ზედ მადლს დაადებს და გადახდილიაო, მარილს მოაყრის. ***** _რამ შეგაწუხა, დაკარგულო, რამ გაგახსენა ჩემი პერსონა, თირკმელმა, ღვიძლმა თუ კუჭმა, როგორც ყოველთვის? სინდისი რომ არ შეგაწუხებდა-ვიცი! თუ ყური მოკრა უჩემოდ იქეიფესო, ხომ შეგჭამს ცოცხლად. _ჰა? რას იტყვი, რითი დაგეხმარო, შემოგევლოს მედიცინა ჩუმად უნდა უსმინო ასე აღგზნებულს... სანამ გულს არ მოიოხებს. _გავიგე, გუშინწინ გამსკდარხართ ქოლესტერინით, ალკოჰოლიც არ მიგიკლიათ. ვიტამინები, როგორც ყოველთვის, მწირად და ამიტომაც, ჩემო კარგო, ის რასაც “პახმელიას” ეძახით, ჰიპერტონიის, არითმიის, წყლულის, ჰეპატიტის და სხვა ათასი მამაძაღლობის პროვოცირებაა რომ იცოდე როცა ერთად ქეიფობენ, ალკოჰოლი ვაზის ნაჟურია, ქოლესტერინი მწვადი და ხინკალი, ხოლო დაკარგული კი, კაცი კაცური. ეს, ისე, ინფორმაციისათვის. _გაიგე?! კიო, თავის დაქნევით თუ ჩაქინდვრით, რას გაარჩევდი. ჯერ ადრე იყო დიალოგში შესვლა. _... და ხაშით თუ კათხა ლუდით, თუნდაც ქაფქაფა _ ნერწყვი გადაყლაპა, ისე, შეუმჩნევლად რომ გონიათ ხოლმე _ ამ პრობლემებს ვერ გაექცევით. პი-რი-ქით! ჰიპოკრატეს როგორ ჩავხედო თვალებში, ასი წლის მერე, თორემ, მისახედი ხარ ახლა შენ?! ჰიპოკრატეს ხსენება, როგორც წესი, მონოლოგის კრიტიკული ნაწილის დასრულებას მოასწავებდა. ამიტომაც ყველას ისე უყვარდა ეს ღვთისნიერი კაცი, პაპის პაპაში არ გამოერჩეოდათ. და აი დადგა წამი ჭეშმარიტების. პათეტიკურად ჟღერს? კი ბატონო! ვისთვის როგორ, მაგრამ უჩამ ღრმად ამოიოხრა და თვალიც გაუსწორა ჰიპოკრატეს ერთგულ შეგირდს. პოხმელიის სიმპტომები არ იკითხებოდა. რაღაც სხვას აერია მზერა. _აბა! საიდან დავიწყოთ, ჯერ “ხადავოის” მივხედოთ თუ ეგრევე მოტორს _ ხანდახან ეგეც უცნაურად აურევდა ხოლმე. _გაგაკვირვო, იქნებ, სხვა რამე მჭირს აშკარად... სულში ნაკვერჩხალი მეგდოს, ისე მიხურს, ისე მწვავს... ა, ახლაც იქეთ მექაჩება - რითმას ვეძებ... თუნდ უაზროს, უადგილოს, მაგალითად, ყოველ წამს... ან ცოცხლად მჭამს. მიშველი რამეს? თუ დამერხა, ვაბშე _ ეს თუ რითმაა, პოეტური მეტასტაზები "ჯანმრთელობისათვის" ჯერ სახიფათო არ უნდა იყოს. _არ გცხვენია, ბიჭო? საღლაბუცოდ მოცლილს ვგავარ მე? მიდი რა ლექსოსთან, სახელის ხათრით კი არ წერს ლექსებს- დაიბადა პოეტად. მიდი და ირითმავეთ რამდენიც გინდათ... სხვათაშორის არც ქოლესტირინს აგიწევს და არც სიმჟავეს მოგიმატებს, თუმცა ვიტამინების ნაკლებობას ეგ ვერ უშველის. ჰო, შეიძლება შეგაქანოს კიდეც ცოტა, მაგრამ არ შეშინდე, ეგ საბოლოოდ აღმაფრენით მთავრდება. ლექსოსთან ასეა და შენ რა ღმერთი გაგიწყრება. _ლექსომ დამღუპა სწორედ, მაშინ მაგასთან ვსვამდი, იმას ხომ ქრონიკული სჭირს, ესა აქვს ერთი მინუსი, ულექსოდ ჭიქას არ ასწევს, კი იცი მაგის ამბავი, სწორედ რომ იმან ამკიდა... მე პოეზიის ვირუსი. ნახე ხომ? ისევ გავრითმე მინუსი-ვირუსი. შენ თუ მიშველი რამეს, თორემ ვერ გავითევ ღამეს! _კარგი რა!!! გეყოფა მაიმუნობა... იქნებ ვერც შენიშნე, ხალხი მელოდება, შენ კიდევ... მოკლედ, თუ მხოლოდ ეგ არი, ვერაფრით გიშველი, ვაქცინა არ არსებობს მაგისთვის. დაწერე ლექსი რამე, ცოლს წააკითხე, სხვაც წაიკითხავს... და გაგივლის თავისით. _აი! შენც გარითმე. აკი გითხარი-გადამდებია. _ეგღა მაკლია _კი მეთქი, საკმაოდ კარგადაც... რა იყო, რა ფერი დაგდებია. _ეგ რა შუაშია _რა ვიცი, რითმაში მოვიდა თითქოს _გეყოფა მეთქი!!! თავი დამანებე. ბიჭოოს!!! გარითმა ხომ, უნიჭოდ მაგრამ მაინც. "თითქოს" და "ბიჭოოს" - ერთი “ო” ან აქაა ზედმეტი, ან იქ აკლია. ***** “არ დამიჯერა, მე კი ავად ვარ... პოეზიით, თუ პოეტურით- გულო სადა ხარ?... ა, ისევ! თან ისე, არც ლექსების კითხვა მშველის და აღარც წერა. ნეტა რა ჩაიფიქრე, ბედისწერავ? პათეტიკა ხომ ისედაც არ მაკლდა... აქ კი გავჩუმდეთ, ნუღარ გავრითმავთ... ბოლოს და ბოლოს ლექსი ხომ მხოლოდ რითმა არ არის... კიდეა რაღაც, გონის და გულის ფლირტი თუ ფანტაზიის თამაში. როდის დაიწყო,ან როგორ დაიწყო? მივყვები თავიდან. სადღაც ვიპოვი მიზეზს. ინტრიგაც კია რაღაც ამაში. 07-25. დილა. სამზარეულო. ქვაბს მოვხადე ხუფი, და მოწყურებულს, მას წყალი ვასვი. ღმერთო შენ მიშველე... წყალი ჩავასხი!!! ქურაზე შევდგი, სანამ ის დუღდა, მე დავიბანე და მერე კვერცხი... ხედავ? კვერცხი და არა სოსისი... ფრთხილად ჩავაწყოთ, არ დაიბზაროს, წუთიოდ ხუთით, უკაცრავად, ხუთიოდ წუთით. ესეც საუზმე... სავსებით კმარა, ჩაიცვა კოხტად და გზას გაუყვე... 07-53 ორიოდ წუთიც და წავედი. ჰმ... ბაჭიას უკვე აჭამეს ნეტა? როგორ მიყვარს ამ სურათის ცქერა... პატარა თათი, ძუძუს ჩაბღაუჭებული, ნეტარებით მიბნედილი მზერა... რძის წვეთი ნიკაპზე, პირის კუთხემდე კვალი რომ დარჩენია... და დედის ღიმილი სიყვარულით და მზრუნველობით და კიდევ რაღაც იდუმალით გაჯერებული, მზესავით რომ ადგას პატარას თავზე. ხომ არ აგვიანებ? მოვალ ახლავე ფერმკრთალი, თითქოს მთვლემარე, დაუვარცხნელი. შლეიფად მოჰყვება საწოლის სითბო და ღამეული ვნების სიამე. სულ სხვა, უფრო ლამაზი და მიმზიდველი, ვიდრე პირველ პაემანზე, მაკიაჟის ხატულა ჩადრით. ვერლიბრიაო, ლექსო იტყოდა... მე კი ვიყვირო მინდა. არ ვიცი რატომ, თუ ვიცი და გამხელა არ მსურს... ავად ვარ, ავად!!! შენით ვარ ავად... რომ გაგიმხილო, მეშინია შენც არ გადაგდო... ასე გიყვარდე საკმარისია. ასე მშვიდად, თბილად, შიგა და შიგ საყვედურებით. მონატრებით და მოლოდინით დაქანცულის, ვნება რომ გაკრთება წამიერი, მაშინ... ოჰ მაშინ... სექსი კლინიკური სიცოცხლეა, კოცნა შეჩერებული ტაიმერი. ისევ შევტოპე... კვერცხი შევწვით თუ მოვხარშეთ? კვლავ ამერია სცენარი... უმადაც გადაგვეყლაპოს-ვისაუზმეთ და ეგ არი! სტილიც რომ მერევა...გონიც მემღვრევა... თავზე მენგრევა და დრო ჩერდება... აუ რა გავრითმე ბოლოში... ნიახურს ვინ გაცვლის ბოლოკში?...ააახლა გვეყოფა! სტოპ!!! ანუ სდექ... გავდივართ. გამოსვლისას კი ცხვირზე ვაკოცე, ასე მოსწონს, უფრო პატარა მეჩვენებაო, ისედაც პაჭუას რას ერჩის ნეტა... ტუჩები არ გინდა შეგითხელო, მოდაში იქნებაო, ამბობენ... ჩვენც არ ჩამოვრჩეთ? ჰო... სად მივეთრევი?!!! წადი, არ დაგაგვიანდეს. ვუყვარვარ ნეტა?. - (ეშმაკმა წიხლი არ ჩაგაზილოს, ისე სახლიდან ვერ გახვალ, არა?!!!) 08-09. გზა. შუქნიშანი-ფრთხილად... შეჩერდი... დაახვიე. ისევ და ისევ-შეჩერდი... ფრთხილად... დაახვიე! შიგა და შიგ ჟესტები, არაორაზროვანი. შეძახილები ეთიკურს მიღმა... და აპოკალიფსი კარზე მომდგარი-ქალი საჭესთან!!! იმიტომ არა, რომ ვითომ ვერა... უბრალოდ გზაზე თვალი მეტს ნიშნავს, ვიდრე ყური. ანუ ერთია სმენა მუსიკის, ვერაფერს გარგებს ქალების ცქერა. მითუმეტეს რომ, ბევრ მათგანს სჯერა, ზოგი ჩვენგანი, ღამის ქოთანზე ზისო საჭესთან. 08-50. სამსახური. როგორ ხარ? აბა, მოიტა თათი. ეეჰ, თავად? მერე ტელეფონი, მერე დირექტორი, მერე კოლეგა თუ ქვეშევრდომი... ისევ ტელეფონი. დიახ... გავიგე... რა თქმა უნდა... აბა მიხედე, მიხედე დროზე... დიახ...რა თქმა უნდა-დროის ფაქტორი. (რა არის ეს?!!! მოთხრობაა, ანუ ნოველლა თუ ფელეტონი?.. უჩა მეურჩება_ავტორი.) რა დრო გასულა. 18-00. ვერაფერს მივაგენი, მაგრამ გინახავთ, უცეცხლოდ ბოლი? დრო კი გავიდა. რას შვრება ნეტავ? ბაჭიას ძინავს. ის დგას სარკესთან და მე მხედავს ალბათ. ასე თქვა ერთხელ, მომენატრები,მივალ სარკესთან და იქ გიპოვი, ჩემს ღიმილში თუ მეღიმება, ცრემლშიც გპოულობ, თუ მეტირება. მე ხომ ყოველთვის შენსკენ მოვდივარ, ანდა შენ გიხმობ... ეეჰ, მე კი, სახლში თუ ბიჭებთან - ამაზე ვფიქრობ.” ***** _რა დალიეთ ბიჭო ეგეთი? შეიძლება კაცი სამი დღე მთვრალი იყოს? _რაო, რა მინდაო _ვერაფერი გავუგე, ეგ ისედაც ვერ არი თავის მოტორზე, შენი არ იყოს. _კარგი რა! მე რას მერჩი. _არ შეიძლება ძმაო თქვენთვის დალევა ექიმის მეთვალყურეობის გარეშე, შეუშვით თავში! _არ გეცალა ბატონო... _ახლა ხომ მცალია, დაურეკე და ნახევარ საათში აქ იყავით ორივე. დროზე, სანამ სახლში მისულა და შეუშინებია ანგელოზივით ქალი. ჩამოვჯდეთ სადმე და მოვაბრუნოთ იქნებ, სანამ მთლად გაურეკავს. _ჯიბეგამოფხეკილები? _კაი ერთი! ის რას გვიკეთებს... _აუ, ჯიგარი ხარ... _დროზე ახლა, დროზე. ლექსები არ დაგრჩეს სახლში. ***** ჰოო და ეგრე, ჩემო კარგებო, როგორც თავში მოგახსენეთ, მეგობრებში ერთი ექიმი, სასურველია უნივერსალი, უნდა გყავდეს კაცს, ერთიც პოეტი და სახინკლეში კეთილგანწყობილი ოფიციანტი... პოეტი იმისთვის რომ ფრენა არ დაგავიწყდეს, მიწაზე ღოღიალში გართულს და უკეთეს შემთხვევაში სირაქლემას არ დაემსგავსო, ან პირიქით. ექიმი, თან ჰიპოკრატესთან ფიცით შეკრული, ყველას სჭირდება დროგამოშვებით, მით უმეტეს უნივერსალი. ოფიციანტი კი, ჩვენს შემთხვევაში, ღვთის წყალობაა.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
3. Uh, ra kai iyo. Saintereso txroba, gansxvavebuli da rac mtavaria azriai )) yochag! Uh, ra kai iyo. Saintereso txroba, gansxvavebuli da rac mtavaria azriai )) yochag!
2. უჩარდია უჩა კოჩი.. :) -გულიანად ვიცინე. გაიხარე შენ... :)
უჩარდია უჩა კოჩი.. :) -გულიანად ვიცინე. გაიხარე შენ... :)
1. მეგობრებში ერთი ექიმი, სასურველია უნივერსალი, უნდა გყავდეს კაცს, ერთიც პოეტი და სახინკლეში კეთილგანწყობილი ოფიციანტი... პოეტი იმისთვის რომ ფრენა არ დაგავიწყდეს, მიწაზე ღოღიალში გართულს და უკეთეს შემთხვევაში სირაქლემას არ დაემსგავსო, ან პირიქით. ექიმი, თან ჰიპოკრატესთან ფიცით შეკრული, ყველას სჭირდება დროგამოშვებით, მით უმეტეს უნივერსალი. ოფიციანტი კი, ჩვენს შემთხვევაში, ღვთის წყალობაა. =)) + + + ძალიან მაგარი ხარ... 5 ქულა.
მეგობრებში ერთი ექიმი, სასურველია უნივერსალი, უნდა გყავდეს კაცს, ერთიც პოეტი და სახინკლეში კეთილგანწყობილი ოფიციანტი... პოეტი იმისთვის რომ ფრენა არ დაგავიწყდეს, მიწაზე ღოღიალში გართულს და უკეთეს შემთხვევაში სირაქლემას არ დაემსგავსო, ან პირიქით. ექიმი, თან ჰიპოკრატესთან ფიცით შეკრული, ყველას სჭირდება დროგამოშვებით, მით უმეტეს უნივერსალი. ოფიციანტი კი, ჩვენს შემთხვევაში, ღვთის წყალობაა. =)) + + + ძალიან მაგარი ხარ... 5 ქულა.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|