სალონურ ღიმილით ვიშორებ სახეებს, მედიდურ ხედვაში სიმდაბლე ჩაკლულებს, ყოველთვის ვუფრთხოდი ადამურ მახეებს, პეწიან პედანტებს - ტალახში ჩაფლულებს. არ მსურს, რომ გავაღო ამ სულის დარაბა, ვაი თუ გაფრინდეს იმედი მტრედივით, ოცნება, რომელიც ამ შიშმა ჩარაზა, არ მინდა გამექცეს პატიმარ ბედივით. ვფიქრობ და ვერ ვხვდები რატომ, რა მიზეზით მგონია, საკუთარ თავმა, რომ გამქურდა, ოთახში გამიჩნდნენ თითქოსდა ხიზნები, მარტებმა ამტყდარი მამხილეს აპრილთან. ღამეა, და ჩემი ბებერი კალამით, ვცდილობ გავამკაცრო ამ წერის მანერა, მომბეზრდა გარითმვა სულელურ სალამის, მომბეზრდა კადრი და ფოკუსის კამერა. დამღალეს უაზროდ გაზრდილმა ფიქრებმა, და ჩარჩომ, რომელიც სოციუმს ვერ გასცდა, საკუთარ თავთან რომ ღალატი მინდება სხეული მნებდება, სული კი გადასცდა ღობეებს, რომლებიც ადამმა გაღება , სულმა ხომ გაბედა, სულმა ხომ გაბედა. მე კი კვლავ საკუთარ სხეულის მსხვერპლი ვარ.. .
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
14. ავტორი: სოფიო ფუტკარაძე ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება:0. ავტორი: სოფიო ფუტკარაძე ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება:0.
13. წარმატებები+5 წარმატებები+5
12. წინსვლა!!! გაიხარე შენა!!! წინსვლა!!! გაიხარე შენა!!!
11. ვერ..... ბევრი ენობრივი შეცდომებია..... თუნდაც პირველივე სტრიქონში: ,,სალონურ ღიმილით''არაა სწორი, ,,სალონური ღიმილით''..... ვერ..... ბევრი ენობრივი შეცდომებია..... თუნდაც პირველივე სტრიქონში: ,,სალონურ ღიმილით``არაა სწორი, ,,სალონური ღიმილით``.....
10. მაგარიაააააააააა მაგარიაააააააააა
9. "მარტებმა ამტყდარი მამხილეს აპრილთან" ??? არ მომწონს "მარტებმა ამტყდარი მამხილეს აპრილთან" ??? არ მომწონს
8. სალონურ ღიმილით ვიშორებ სახეებს.
კარგით რა. -5 სალონურ ღიმილით ვიშორებ სახეებს.
კარგით რა. -5
7. იდეას არაუშავს, შესრულებამ არ აღმაფრთოვანა. : ) წარმატებები. : ) იდეას არაუშავს, შესრულებამ არ აღმაფრთოვანა. : ) წარმატებები. : )
6. სოფიო პატივს გცემ....და გაფასებ...შენ შრომას და ხედვას.... 5... კარგია რო აქ გიპოვე სოფიო პატივს გცემ....და გაფასებ...შენ შრომას და ხედვას.... 5... კარგია რო აქ გიპოვე
4. არის სიახლეები,კარგია.
არის სიახლეები,კარგია.
3. მესაინტერესოვა ეს ლექსი,კიდე უკეთესსს დაწერს ეს თუ პირველია,წარმატებებს გისურვებ სოფიო და დავწერე აქ ჩემი ქულები მესაინტერესოვა ეს ლექსი,კიდე უკეთესსს დაწერს ეს თუ პირველია,წარმატებებს გისურვებ სოფიო და დავწერე აქ ჩემი ქულები
2. ეს თუ წერის საწყისი სტადიაა, მაშინ გეტყვით რომ აქ პოტენციალი ჩანს (ჩემთვის). რამდენიმე კარგი ადგილია, ინდივიდუალური ხედვა ჩანს.
იყოს
+2 ეს თუ წერის საწყისი სტადიაა, მაშინ გეტყვით რომ აქ პოტენციალი ჩანს (ჩემთვის). რამდენიმე კარგი ადგილია, ინდივიდუალური ხედვა ჩანს.
იყოს
+2
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|