ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სოფიო ფუტკარაძე
ჟანრი: პოეზია
6 ივლისი, 2011


ყალიბები

დღენი გარბიან და არც კი ერიდებათ,
ჩვენ კი ვიზრდებით და აზრში ვყალიბდებით,
მოდით ჩამოვასახათ, რატომ გვერიდება,
მოდით, ჩამოვასხათ ჩვენი ყალიბები. . .
ზოგის უსახობის ნუ შეგვეშინდება,
შიგნით შევიხედოთ თვალის დამშვენებით,
იქნებ, გაზაფხული ყვავილობს შინდებად,
იქნებ, ოქროთია სული ნაშენები. . .
ზოგის სილამაზე ვიცი გაგვიტაცებს,
ჭირსაც წაუღია, ვიტყვით დანარჩენი,
გულში ჩავიკრავთ და ფიქრში მოვიტაცებთ,
ნეტავ, ეს იყოსო ჩვენი განაჩენი.. .
ხოლმე ეს  ნატვრები კიდეც აგვიხდება,
მაგრამ ატირდება მერე ილუზია,
ჩვენი განაჩენი ავად გაგვიხდება,
ბევრჯერ, სიტურფეშიც ბევრი მინუსია.
ზოგჯერ გამოვძერწავთ ძერწვით იშვიათს და
დადის, რომლის მსგავსი ქვეყნად ერთი- ორი,
მისი სილამაზე ლექსით გვიქია და
მისი სიდიადე  კიდევ -აპრიორი. . .
თქვენი არ ვიცი და მოკლედ წავიკითხავ,
ჩემი დაბადების ფრაგმენტ-მოგონებას :
იდგა ნოემბერი, სახით-დაუვიწყარ,
სულით სურეალურ ყალიბს იგონებდა.. .
დღენი გარბიან და არც კი ერიდებათ,
ჩვენ კი ვიზრდებით და აზრში ვყალიბდებით,
მიდით ჩამოასხით, რატომ გერიდებათ,
მიდით ჩამოასხით თქვენი ყალიბები. . .

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები