 | ავტორი: ხუჭუჭა13 ჟანრი: პოეზია 20 ივლისი, 2011 |
ზედმეტი სიკეთე არ არსებობს...
მთვარე დამნათის, ვით გალაკტიონს, ღამესაც ჩემთან დაუდევს ბუდე, ვარსკვლავი, ნაზი, ისე შემხარის, როგორც ფუტკარი ყვავილს შეჰყურებს. გზაზე დაღლილი ხალხი მოძრაობს, ყვითელ ავტობუსს მტვრის ბუღი ასდის, ზოგი საღამოს ლხენას მიმართავს ვიღაც დარდისგან ჩაფიქრდა წამით. ჩემ გვერდით იჯდა, მწუხარედ მყოფი, ირგვლივ არავის ხმას არ უსმენდა, გულის სიღრმეში დიდ ტკივილს გრძნობდა, წარბშეჭმუხნული დარდით იწვოდა. თითქოს, გონებით იმქვეყნად იყო, შავი მანდილიც უხეშსაც ხდიდა, შავად შემოსილს, დარდისგან დაღლილს, ზოგჯერ თვალთაგან ცრემლიც სდიოდა. ცნობისმოყვარე გულმა ვერ გაძლო, რასაც თან მოჰყვა მოუსვენრობა, შეწუხებულმა ნაზად ავხედე, ჭმუნვარე სახეს ენაც ვერ აღწერს... მე ვერ შევძელი მისთვის რამის თქმა, თანაგრძნობაც კი ზედმეტი იყო, განცვიფრებული, თავზარდაცემით, სამძიმარზე მყოფ ჭირისუფალს ვგავდი. დღესაც კი ვნანობ ჩემს ცუდ საქციელს, სულ თვალწინ მიდგას იმ ქალის სახე, თუ ვინმე მკითხავს: ვინ იყო უცხო? ოთარაანთ ქვრივს მივამსგავსებდი. ცუდია, როცა გინდა რამის თქმა, მაგრამ ენა ხომ გულს არ უგდებს ყურს, ზოგჯერ უგულოდ ამბობ,უარყოფ, აი, ზოგჯერ კი, გულით, გონებით. მე ის არასდროს დამავიწყდება, როგორც ნანახი მზის დაბნელება, მისი კვლავ ნახვა ნატვრად მექცა და მისი თვალებიც სულ თვალწინ მიდგას. ვფიქრობ,რომ ქალი ან ქვრივი იყო, ან გარდაცვლილი შვილის მშობელი, ისეთი ნაზი, ვით ქართლის დედა, როგორც ილია აღწერდა კალმით. ან შეიძლება დედა იმ ვაჟის, რომელმაც ომში გასწირა თავი, აგვისტოს თვეში, ღვთისმშობლობის ჟამს უკან დახევას ბრძოლა არჩია. მე ამას მივხვდი დიდი ხნის შემდეგ, რადგან იმ წუთას მკვდარსა, ცივს, ვგავდი, აწი არასდროს არ გავჩუმდები, თუკი ის ქალი მეჯდება წამით. მინდა ყოველთვისს სხვას დავეხმარო, იმ ქალის მსგავს ხალხს დავუდგე მხარში, ვიცი, ყოველი გაჭირვებული, უფლის განგებით ჩვენამდე მოდის. ჩვენი ვალია სიკეთის ქმნა და არ უნდა შევცდეთ, კარგი ვაკეთოთ, ქვეყნად ვერ ნახავ ზედმეტ სიკეთეს, ის უსაზღვროა, აკეთეთ მალვით!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
14. სათაურმა მიმიზიდა
სათაურმა მიმიზიდა
13. ჩვენი ვალია სიკეთის ქმნა და არ უნდა შევცდეთ უნდა ვაკეთოთ.. 5 მრავლის მტქმელი და გულთან ახლოს მისატანია ეს სიტყვები ყველასთვის . ჩვენი ვალია სიკეთის ქმნა და არ უნდა შევცდეთ უნდა ვაკეთოთ.. 5 მრავლის მტქმელი და გულთან ახლოს მისატანია ეს სიტყვები ყველასთვის .
12. საკმარისია მე მგონი, საკუთარი ენით უთქმელი გემოვნების აღმოჩენა. თუ სიამოვნებას განიჭებთ თქვენი მაგრობის შეგრძნება?? საკმარისია მე მგონი, საკუთარი ენით უთქმელი გემოვნების აღმოჩენა. თუ სიამოვნებას განიჭებთ თქვენი მაგრობის შეგრძნება??
11. შავი მანდილიც უფრო გრუბს ხდიდა...
ესეც კმარა, რომ აღმომხდეს:"ვაი!!!" შავი მანდილიც უფრო გრუბს ხდიდა...
ესეც კმარა, რომ აღმომხდეს:"ვაი!!!"
10. გალაკტიონს რომ სცოდნოდა ყვითელ ავტობუსთან ერთად მოიხსენებდნენ ლექსში მეორეჯერ მოიკლავდა თავს:D
არაა ეს ლექსი:) გალაკტიონს რომ სცოდნოდა ყვითელ ავტობუსთან ერთად მოიხსენებდნენ ლექსში მეორეჯერ მოიკლავდა თავს:D
არაა ეს ლექსი:)
9. არსებობს ასეთი თერაპია: ურაკპარაკზეცუდილექსებისგამასხარავებოთერაპია :))
ქვეყნად ვერ ნახავ ზედმეტ სიკეთეს, ის უსაზღვროა, აკეთეთ მალვით!
დამალეთ დამალეთ დამალეთ სიკეთე =)) არსებობს ასეთი თერაპია: ურაკპარაკზეცუდილექსებისგამასხარავებოთერაპია :))
ქვეყნად ვერ ნახავ ზედმეტ სიკეთეს, ის უსაზღვროა, აკეთეთ მალვით!
დამალეთ დამალეთ დამალეთ სიკეთე =))
8. 7 უარყოფითი კომენტარიც კმარა ჩემი რომ აღარ დავამატო. 7 უარყოფითი კომენტარიც კმარა ჩემი რომ აღარ დავამატო.
7. ამას მე ვერ ჩავამთავრებ ბოლომდე და რამდენი ხანი წერდი ამას ჰა?:)) ამას მე ვერ ჩავამთავრებ ბოლომდე და რამდენი ხანი წერდი ამას ჰა?:))
6. ...მაპატიეთ, მაგრამ არ ვარგა ......:( ...მაპატიეთ, მაგრამ არ ვარგა ......:(
4. "მთვარე დამნათის, ვით გალაკტიონს" -?????
ნწარა. "მთვარე დამნათის, ვით გალაკტიონს" -?????
ნწარა.
3. ზედმეტი სიკეთე ბოროტებაა, ვერ ვიქნები კეთილი... :( არ ვარგა! ზედმეტი სიკეთე ბოროტებაა, ვერ ვიქნები კეთილი... :( არ ვარგა!
2. :| უიმედო სიტუაციაა :| უიმედო სიტუაციაა
1. წარმატებები :)+ წარმატებები :)+
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|