ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ზ.ხორნაული
ჟანრი: პოეზია
23 ივლისი, 2011


=ტვინის ნაოჭი=



უკანასკნელი წვიმის წვეთი გარდაიცვალა…
მზემ ის დაკრძალა,
ღამემ იგლოვა,
მთვარემ უთენა,
და ამიტომაც ონკანის  წყლით  ცოცხლობს კაქტუსი.
უკანასკნელი მზის სხივებიც გარდაიცვალნენ…
ღამემ დაკრძალა,
ვერვინ იგლოვა,
მთვარემ უთენა…
და ამიტომაც ინკუპატორში იზრდებიან ადამის შვილნი…
…ამდენ სევდას ვერ გაუძლო თურმე მთვარემ და…ჩვენგან წავიდა...
ზეცამ დაკრძალა,
ღამემ იგლოვა,
ვერვინ უთენა...
და ამიტომაც საუკუნო უკუნეთი  სუფევს მიწაზე…

მნათობთ თან გაჰყვათ ერთურთის ტრფობა,
და ჩვენს სამყაროს მოაკლდა თბობა...
გრძნობა,
და ტრფობით თრობა...
მე არ მინდოდა,მაგრამ გაუწყებთ:
_მოწამლეს ტრფობა!
…და მოკვდა…
ტრფობა მოკვდა!
დიახ!-მოკვდა!!!
არვინ დაკრძალა,
არვინ იგლოვა
და არც უთენა...
და ამიტომაც დედამიწამ დაიწყო ნგრევა...
ნერვული რიტმით მეც ავყევი და ვამბობ:
ნგრევა...
ნგრევა...
ნგრევა...
ნგრევა...
ნგრევა...
ნგრევა…
ნგრევა…
…უეცრად მივხვდი_სამყარო კვდება…
კვდება…
კვდება…
კვდება…
(deadline)
 
              2002წელი/20აპრილი

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები