ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მარი
ჟანრი: პოეზია
2 აგვისტო, 2011


* * *

                ნასაზრდოვები ლოიალობით ავიღე თავი,
                გავიღე სული,სიჩუმე
                მომენტს ჩათვლიმა ალბათ
                გამომკვებავი ღვედი,თუმცა მიჭერდა ძარღვებს
                და დავიბენი ისე,როგორც ასობით კაცი.
                სიტყვებს როყიოდ,მდარედ ვაბნევ და შემდეგ ვაზრობ,
                ტლანქი სიშორით ვირთობ თავს,ან წერის მანერით,
                გამები წყდება,დროის აკორდს ისე უაზროდ,
                როგორც გაბერილ მტევანს ყურძნის თითო თითები.
                კუთხის სიდინჯე სივრცეს აწვალებს,
                ისე ზანტია გრძნობის გათვლა,
                რომ  ჰორიზონტს გავცქერ მოქუფრული სახის მიმიკით
                და იკარგება ჩემში ყოველი ,,ჰომოსაპიენს".
                არ ვამართლებ ისტორიულ აზიატობას,
                უბრალოდ ლოიალურად ავიღე თავი,
                გავიღე სული,სიჩუმე,
                მომენტს ჩათვლიმა ალბათ
                გამომკვებავი ღვედი,თუმცა მიჭერდა ძარღვებს
                და დავიბენი ისე,როგორც ასობით კაცი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები