| ავტორი: ბერძენა ჟანრი: პოეზია 23 აგვისტო, 2011 |
ერთ დილას ჩვეულებრივად მოთავდა პირსაბანი ნიჟარის მუხლის გარემონტება, ეს საქმე ეზიზღებოდა მაგრამ თავს ამით ირჩენდა და სხვა გზა არ ჰქონდა უნდა ეკეთებინა, მას უფრო ლექსების წერა იზიდავდა და ამაში ხშირად მეცადინეობდა. მაგალითად აიღებდა სიტყვას და დაწერდა ხელსახოცზე, მაგალითად კიტრ და მერე ურითმავდა ტიტრი, ფითრი, ნიყვი ციყვი... ან ვთქვათ ნიტროგლიცერინი ახლა ფიქრობთ რა უნდა მიერითმოსო, სწორი შენიშვნაა მეც ზუსტად იმასვე ვფიქრობ, მაგრამ მან ზუსტად იცოდა რომელი სიტყვა ან სიტყვათწყობა მოუხდებოდა ეს იყო მისი თანდაყოლილი ნიჭი, მერე ამ ლამაზად გარითმულ სითყვებს რაღაცას მიუმატებდა რაღაცას გამოაკლებდა და იმ დღის ჟინს დაიკმაყოფილებდა ანუ გაკვეთილი დამთავრებული იყო და ხელსახოცს ან იქვე დატოვებდა ან ქუჩაში შემთხვევით ”დაუვარდებოდა” აბა და ვნახოთ ეგებ რა ხდებაო... ერთხელაც ერთი ესეთი ნაწერი მოსწავლე გოგონებმა ნახეს, სულმოუთმენლად ჩაიკითხეს, რას გაუგებ მათ ათასი აზრი გიტრიალებს ამ დროს თავში, დიდხანს იმსჯელეს რა უნდა ყოფილიყო ამ ლექსის შექმნი მიზეზი, ან რამე მოვლენა ან რამე გრძნობა მაგრამ ამაოდ, ვერაფერი დაადგინეს და სწორედ ეს იდუმალება მოეწონათ მასში, გადაამრავლეს და თავიანთ ალბომებში ჩააკრეს, ორიგინალთან ათასნაირი სურათი გადაიღეს და მეორე დღეს სკოლის გაზეთში თავიანთი ზოგან ყავისფერი, ზოგან ვარდისფერი და ზოგან წითელი ტუჩების ანაბეჭდებით მოათავსეს.. აი მაშინ დაიწყო თუ დაიწყო.... ერთ დღესაც ახლადშეღინღლული და გულსსიყვარულშეჟონილი გოგა თავის გირლფრენდს ტელეფონით ათბობდა, დახეთ ბედის საოცრებას, სკოლის გაზეთი ხომ დერეფანში ისეთ ადგილზე დგას სადაც არავინ არ დადის ან იშვიათად დადის, ამას იმიტომ აკეთებენ რომ ანცმა და ონავარმა ჭაბუკებმა არ დააზიანონ, უხამსობა არაფერი მიაწერონ და სწორედ ეს ადგილი აურჩევია გოგას მიჯნურთან საკენწლაოდ, ტელეფონიდან ხმა ისმოდა: ”შენ ისევ მატყუებო”.. ამ დროს გოგას სიყვარულით გაყურსული თვალები ვნებიანი ტუჩების ანაბეჭდებმა მიიპყრო და გაიფიქრა ეს ლექსი ალბათ მორიგი ჩემი სატრფოსნაირი ტუტუცების დაწერილი იქნება და იქნებ რამე გამოვიდესო, სანამ გოგა ნინის ამ ლექს უკითხავდა ტელეფონიდანაც კი გაიგონებდით შეყვარებულ ამურის ისარ გაყრილ გოგონას გულისცემას, მერე კი როცა ლექსი დამთავრდა გოგონამ მიახალა:”ამ წუთში. ეხლავე გამომიგზავნე ეგ ლექსი რომ მერე მთელი ცხოვრება გაგახსენო თუ რას გრძნობ ახლა ჩემს მიმართ და ეს დაუვიწყარი დღეო...” გოგამაც ადგა და დაუმესიჯა.. ამ დროს ნინი თავის დაქალთან იმყოფებოდა, დაქალმა ”მეც წამაკითხე ადამიანო”.. ”არა გოოგოოო”..ნინიმ..”მრცხვენიაო და მესიჯად გამოგიგზავნიო და მე როცა აქ არ ვიქნები წაიკითხეოო” ”ოკაიო”.. ამ დროს ბაჩის ტელეც აბზრიკინდა.. იმ დღეს გოგონები კარგად გაერთნენ ბევრი იწორავეს, და რადგან ხვალ 14 თებერვალი თენდება და ადრე უნდა ავდგეთო რომ სიყვარულის დღე უფრო დიდი ხანი გაგრძელდესო, ხომ იცით ამ ასაკში როგორები ვართ, და თან თებერვალშიც ინტიმური საცვალივით მოკლეა დღეები და გოგონებმაც დაწვნენ... დილით დედა შემოვიდა ”ბაჩი მაწონი მაცივარშია, კვერცხიც ბეკონთან ერთად შემწვარიაო და სახლიც დაალ...” და ამ დროს აწკრიალდა ავად სახსენებელი მაღვიძარა რომელიც ბაჩის ტელეს შეეთავსებინა კეთილად...”აუუუ დეეე გამორთე რააა”-ო ბაჩიმ დედამაც მიაჭირა და მაღვიძარა გამორთო:”დედის ცხოვრებაო მესიჯი მოგსვლიაოოო, რადგან დღეს 14 თებერვალია ალბათ შენი თაყვანისმცემლები გწერენ დედის სუნთქვაო.. უნდა წავიკითხოოო” ბაჩიმ კი ამოსძახა ”არა ჰქნა დედა ეგაო” მაგრამ დედამ ერთი ამოსუნთქვით ჩაიკითხა და ”რა მე და ჩემს ქმარს არ გვინდა სიყვარულის დღეო? ამ უბანში სიყვარულით პირველები ჩვენ დავქორწინდითო სიყვარულითო” და ეგრევე გაუშვა მესიჯად ლექსი თავის რედაქტორ ქმართან ”უუი შენი ნომრით გამეგზავნაოოო” და ადგა ჯერ თავის ნომერზე დაამესიჯა და შემდეგ თავისი ნომრიდან ქმრის ნომერზე... რედაქტორი ქმარი, ახალი ქართველი რომელიც მესიჯებს არამარტო კითხულობს წერს კიდევაც, ამ დროს თავის მდივან თალიკოს ეღლაბუცებოდა და ორი მესიჯი მოუვიდა: ”უიი მამის აზრი და ცხოვრების მიზანიოოო, რაო მამიკოოო... ნახე გოგო რა ლექსიაო” თალიკოს ”ვაა ცოლსაც მოუწერიაო... იგივე ლექსიო.. მოკლედ ქალაქში რამე ახალი თუ გამოჩნდა ამათ ვერავინ ვერ დაასწრებსო”.. თალიკო აპირებდა შეკამათებას და თავისი შვილის ალბომის ჩვენებას როპმელშიც ცხელი ორიგინალიდან იყო ეს ლექსი მოხვედრილი მოგეხსენებათ მაგრამ შეფი როგორც ყოველთვის ცოტა ფაქიზი ორგანიზმია და ოთახიდან გასვლისას მხოლოდ ორი სიტყვა გამოიქნია: ”უნდა დავბეჭდოო?” აბა ასეთ ლექსსზე უკეთესს დღეს რას დაწერო და პირველი გვერდის ყოფილი გეგმა ნაგვის ურნაში ჩააგდო..
ის ის იყო ონკანი მიამაგრა, ხელებზე წყალი გადაივლო, გამოვიდა და ბარიდან ოფიციანტმა დაუძახა ლუდი დალიე ერთი კათხა დღეს კაი ხასიათზე ვარო..ამან ლუდის ქილა აიღო, კუთხეში დაჯდა და ხელსახოცზე მოუთმენლად დაახვავა იმ დღის მუზის ნაკარნახევი: ”ონკანიო ტოკარიო გამიმეტე მომკალიო...”
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
10. ავტორი: ბერძენა ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 5
23 აგვისტო, 2011 მშვენივრად მაღადავა მე ^_^
ავტორი: ბერძენა ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 5
23 აგვისტო, 2011 მშვენივრად მაღადავა მე ^_^
9. აი, მე კი, ძალაიანც ვიხალისეეეე :))
მართლა კარგად ვიცინე, კორექტურებს და პუნქტუაციის საკითხებს სულაც არ მივაქციე ყურადღება :)
ასეა დღეს და მოკალით ახლა ეს ადამიანი თუ გინდათ. :)
ვისაც მოგწონთ კოცონის პირას წაკითხული სმს-ლექსუკები, ეს ნაწერი ნაკლებად მოეწონება,ალბათ... :)
მემი, არ დამცხო :D აი, მე კი, ძალაიანც ვიხალისეეეე :))
მართლა კარგად ვიცინე, კორექტურებს და პუნქტუაციის საკითხებს სულაც არ მივაქციე ყურადღება :)
ასეა დღეს და მოკალით ახლა ეს ადამიანი თუ გინდათ. :)
ვისაც მოგწონთ კოცონის პირას წაკითხული სმს-ლექსუკები, ეს ნაწერი ნაკლებად მოეწონება,ალბათ... :)
მემი, არ დამცხო :D
8. უფ , ეს არაფერი არაა, რა მოგივიდა კაცო1 უფ , ეს არაფერი არაა, რა მოგივიდა კაცო1
7. ეს პოეზიაა?
ეს პოეზიაა?
6. ვაღიარებ ყოვლად უსარგებლოა, არც ჰქონია შედევრის პრეტენზია...
ტერმინი იდიოტიზმი როდის მერე დამკვიდრდა კრიტიკაში?პრინციპში კრიტიკა ესეთი ცნება ალბათ აქ არც არსებობს... ვაღიარებ ყოვლად უსარგებლოა, არც ჰქონია შედევრის პრეტენზია...
ტერმინი იდიოტიზმი როდის მერე დამკვიდრდა კრიტიკაში?პრინციპში კრიტიკა ესეთი ცნება ალბათ აქ არც არსებობს...
5. ვაღიარებ ყოვლად უსარგებლოა, არც ჰქონია შედევრის პრეტენზია...
ტერმინი იდიოტიზმი როდის მერე დამკვიდრდა კრიტიკაში?პრინციპში კრიტიკა ესეთი ცნება ალბათ აქ არც არსებობს... ვაღიარებ ყოვლად უსარგებლოა, არც ჰქონია შედევრის პრეტენზია...
ტერმინი იდიოტიზმი როდის მერე დამკვიდრდა კრიტიკაში?პრინციპში კრიტიკა ესეთი ცნება ალბათ აქ არც არსებობს...
4. ვაღიარებ ყოვლად უსარგებლოა, იდიოტიზმია და არც ჰქონია შედევრის პრეტენზია...
ტერმინი იდიოტიზმი როდის მერე დამკვიდრდა კრიტიკაში?პრინციპსი კრიტიკა ესეთი ცნება ალბათ აქ არც არსებობს... ვაღიარებ ყოვლად უსარგებლოა, იდიოტიზმია და არც ჰქონია შედევრის პრეტენზია...
ტერმინი იდიოტიზმი როდის მერე დამკვიდრდა კრიტიკაში?პრინციპსი კრიტიკა ესეთი ცნება ალბათ აქ არც არსებობს...
3. ეს დილით წავიკითხე. იდიოტიზმია ეს დილით წავიკითხე. იდიოტიზმია
2. 22 წლის ვარ.. 22 წლის ვარ..
1. ასაკი? მართლა მაინტერესებს.... ასაკი? მართლა მაინტერესებს....
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|