ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლევან63
ჟანრი: პოეზია
2 სექტემბერი, 2011


ბებოს სკივრიდან

გათვალულებს

მთავარანგელოზს მოსვლითა,
წმინდა სისივნე იდგაო,
ლოცავდა ყველას გულიდან,
მარგალიტთ გზაზედ ჰყრიდაო.
მოვიდოდ დიდი გრძნეული,
ცეცხლის ენების ფრქვევითა,
ფერხთ რკინისნ, თვალთ აქლემისნი,
ბოროტი, მყრალი ენითა.
სისივნე წმინდა მლოცველმან,
მას უთხრა სიტყვა ღვთიური,
იქაურობას გასცლოდა,
თვალმიმცემ, ეს უდღიური:
“დიდო ეშმაკო სად მოხველ,
ნეტავ აქ, რა დაგკარგვიანო?
წადი, ჯოჯოხეთს დაბრუნდი,
კაცნი არ ადარდიანო”.
“მოველ თვალის ჩინი წავართვა
კაცთა მოდგმასა მალულად,
ვუბნელო სული წმინდისა”,-
იყო ეშმასი პასუხად.
წმინდა სისვნე შეშინდა,
ეშმაკის მავნე ფიქრებით,
მიქელ გაბრიელს მიმართა,
მისი წყალობით ვიქნებით!
მთავარანგელოზ განრისხდა,
და იპყრა სული ეშმასი,
კაცთა მოდგმასა გასცლოდა,
უბრძანა სიტყვა უხამსით:
“- ვერ წამიხვალ ხელთაგანო,
სანამ აქ არ დაიფიცებ,
სიტყვას შემდეგს არ წარმოსთქვამ,
და ამ კაცს არ დაივიწყებ.
დაგაფიცებ ქერაბინებს,
და შენს ზემოთ ყელა მჯდომსა,
რომ არ ავნებ მონას ღვთისას (სახელი),
ვინც შეუნდოს ამა წიგნსა,
ვინც დაანთებს სანთელს ხატთან
და ილოცებს მისსა წილსა.”


შეშინებულებს

მლოცავი დანა-ნახშირით,
შუბლ-ნიკაპ, ლოყებს ჯვარს გისვამს,
ამ სიტყვის ღვთიურ ჩურჩულით,
შიშს განდევნის და მნეს გირთავს:
“ახალ სახელო ღვთისაო, დედ-მამისა და ძისაო,
შეშინებულზე შეგლოცავ, ნეტავ რამ შეგაშინაო?
წყლის შხუილმა თუ ჭიხვინმა, ცხენის, და კატის კნავილმა,
თუ თვალჭრელ-თვალშავა არსებამ, გარეთ თუ ნეტავ შინაო?
რამაც შენ შეგაშინაო, ისევ მან დაგრჩინაო.

სიტყვა ბოროტსა აღმა ხნავს,
თეთრ ქორს შემოსვამს ქანდარას,
ქათამს მიუჩენს საბუდარს,
გულო, ჰე ჩადექ ალაგას!
ღმერთო შემოგთხოვ დასწერე,
შენი წყალობის პირჯვარი,
ეს ლოცვა, ლოცვად გამოადგეს,
ვით ცულზე ტარი დაჭრილი.
ვითარც ცულს ტანად წაადგეს,
ის ტარი, ტკივილ განცდილი,
ისემც წაგადგეს ეს ლოცვა,
და ღვთის წყალობა გაწვდილი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები