ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ზ.ხორნაული
ჟანრი: პოეზია
15 სექტემბერი, 2011


* * *

ხვალაც გამოჩნდება მსურველი,
რომ მითხრას რა ვქნა
ან
მოვიმოქმედო.
ზეგაც გამოჩნდება
ასევე მსურველი
და შემიფასებს
გუშინდელ
"ნაქნავს".
იქნებ არ შეწუხდეთ
და
თავად მივხედო
ამ თავს
და რომ ვკარგავ
ყოველი ნაბიჯის ყოველ
მტკაველზე რა ვქნა?!
მოდი ვიცხოვროთ
მე და შენ ერთად
ალბათ...
2011/სექტემბერი/რიცხვი არ ვიცი

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები