ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ციცანა/გვანცა ჯობავა
ჟანრი: პოეზია
22 სექტემბერი, 2008


ამაღამ ალბათ ეშმაკს გამოვცდი...

ამაღამ ალბათ ეშმაკს გამოვცდი,
საკუთარ თავს კი - ნებისყოფაში.
დუელში ვიწვევ, ჩემი დარდისთვის,
უნდა ჩავახრჩო ჩემსავ ცოდვაში.

ამაღამ ალბათ ჩემს თავს გამოვცდი,
თუნდაც მომიხდეს ცეცხლთან თამაში,
და რომ მართმევდა, ხელიდან მგლეჯდა,
დუელი შედგეს, აი, იმ ტაძარში.

ამაღამ ალბათ ეშმაკს გამოვცდი,
ლოცვით ავურევ მას ბილწ გონებას,
საკმევლის სუნით გავაბრუებ და
სანთლით დავუწვავ ცოდვის ქონებას.

ამაღამ ალბათ ეშმაკს გამოვცდი,
რომ კვლავ დარწმუნდეს ქრისტეს ძალაში,
ღმერთი ჩემსკენ და... უნდა მოვიგო,
უნდა მოვიგო, ცეცხლთან თამაში.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები