ნიცაში ვართ. ნიცა, ნიცური კაფეები და ნიცური ბარები, ფრანგულ კვამლში გახვეული კაფე-ბარები.ნიცა და ნიცელი ქალები, ნიცა და ნიცელი ბავშვები.ნიცა და ნიცა, რა კარგია ნიცაში. ფრანგული ღვინო და სექსი ნიცაში, კარგია ნიცაში. წერილი ნიცადან და წერილი ნიცაში, ნიცაში ნაყიდი ძველებურ ყდიანი წიგნები, სეირნობა სანაპიროზე სიმშვიდესა და ხმაურში,ფრანგული ბონჟურ მუსიე და ბონჟურ მადამ, ფრანგული ზასაობები ფრანგულ ბაღებში, კარგია ნიცა და სექსი ნიცაში. ნიცაში ვარ. კარგი ყოფილა ნიცაში. ანიც ამას ამბობდა, წავიდეთო ნიცაში, კარგიაო ნიცაში,იქ უფრო კარგად დავხატავო.ანის ძაან უყვარს ნიცა და ფრანგი მხატვრები, ფრანგული ფუნჯები და ფრანგული სახელოსნოები. ნიცაში ვართ, ორი ქართველი ნიცაში. მე მიხარია ნიცაში დილა და ნიცაში ღამე,ნიცური დიმპიტაურ-დამპიტაურები. ანი აი ამ სახლში ცხოვრობს,ნიცაში, უცხოელთა უბანში, ეზოში ზამბახები ამოსულა და გვირილებიც შრიალებენ, ანის უყვარს ყვავილები. მისი ოთახის ფანჯარა სულ ღიაა და ალბათ მიცდის, ან არ მიცდის და ხატავს, ან ფილმს უყურებს მოდილიანზე.ანი როგორ ხარ? ანი კარგად არის, ანი ნიცაშია. ცალ ხელში ყავის ჭიქით კარს ანი მიღებს. - შემოდი იდიოტო ---- მეუბნება და იღიმის, როგორც ბავშვობის სურათებში, ანი კარგი გოგოა, ანი ძალიან კარგი გოგოა, ანი ჩემი ძმაა ტო, ჩვენ ხომ ორნი ვართ ნიცაში.ჩვენ ორნი იბერიიდან, ლამაზები და მახინჯები, კავკასიის იბერიიდან. - ანი მე როდის დამხატავ? - მახინჯებს არ ვხატავ --- იცინის და მეღადავება. ჩვენ ხო ნიცაში ვართ. ანი მხატვარია. ულამაზესი, ულამაზესი და საყვარელი მხატვარია.მე კი მგონი ამქვეყნად ერთადერთი ადამიანი, რომელსაც ხატვის გაკვეთილში სამიანი მიმიღია. ანი ყავას სვავს, მაგიდაზე წიგნი უდევს ვიღაც მხატვარზე და კითხულობს. ანი ყავას სვავს ნიცაში, ნაღდ ნიცურ ყავას სვავს და ხშირად მიღიმის, ყველაფერზე მიღიმის, ზოგჯერ იცინის. ანი კარგი გოგოა, ანი ძალიან კარგი გოგოა. ანი მხატვარია და ნიცაშია. თეთრი სარაფანი უხდება შავგვრემან სახეზე, თვალები ყველასგან განსხვავებული, სულ ბევრი, ბევრი სიყვარულებით აქვს სავსე. გიცინის, გიღიმის, გითანაგრძნობს, ცოტა მორიდებულიცაა და ძაან ჯიგარიც, მერე ღადაობებს შემოგიგდებს ხოლმე, გეგადავება ისე, რომ არ გწყინს, შენც გეცინება და იმასაც. ანი როგორ ხარ? ანი კარგად არის, ანი ნიცაშია. მოკლედ, ასწორებს ნიცაში. ანის მოსწონს ნიცა, ანის უყვარს ნიცა. ანის ოთახში სულ ნახატებია, ბევრი, ბევრი ნახატები. ანი ისეთი საყვარელია, როგორც ის ბავშვი იმ ფილმში... ''მონანიებაში''... აბელ არავიძეს პატარა გოგონა ჯვარს რომ ჩუქნის.აი იმ ბავშვს მაგონებს ანი. ხან ''ჯეინ ეარი'' მახსენდება, თან თუ ანი რელიგიაზე საუბრობს. ყველასგან მიტოვებული გოგონა მარადიულობაზე, რომ საუბრობს და ჯეინთან ჩახუტებული მიდის ღმერთთან. - მოდი ბაღში წავიდეთ, მე თეთრი სარაფნით, შენ თეთრი პერანგით ---- ამბობს და მიღიმის ანი. - და შენ ისევ ხატავ და ხატავ, მე კი... მე კი ალბათ თმებს მოგწიწკნი, ხო? ---- მეც ვიღიმი და ანის ვთხოვ რამე დაუკრას. ანი უკრავს ძველი გიტარით, ანი უკრავს ბობ დილანს,ანის ოთახში ფანჯარა ისევ ღიაა და უბერავს ქარი, უბერავს ნაღდი ფრანგული ქარი. ანი კი ისევ უკრავს გიტარას. როგორიც მახსოვს ბავშვობაში, ანი ისევ ისეთი საყვარელია, თეთრი ქურთუკით, ლამაზად შეკრული თმებით, ხელში ზამბახებით, სიცოცხლით სავსე თვალებით, სიყვარულისა და თანაგრძნობის გამომხატველი. ფაქიზი და უმანკო სულით ანი სურათებს ხატავს და მეჩვენება, ხელში ისევ ზამბახები უჭირავს, თვალებიდან კი სიყვარულები ცვივა. ჩვენ ვართ ნიცაში,ნიცაში კარგია. ანი კი ზამბახებით ხელში, ისევ ისე როგორც ბავშვობაში.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
3. ჟადენს დავეთანხმები, თუ ამ სექს ამოვაგდებთ, (უბრალოდ არ უხდება ამ ნაწერს, მითუმეტეს ამდენჯერ ბგამეორებული,) ფრიად კარგი ნაწერი შეგვღცება ხელში, ბევრ ბევრი სასიამოვნო ალუზიებით.:) ჟადენს დავეთანხმები, თუ ამ სექს ამოვაგდებთ, (უბრალოდ არ უხდება ამ ნაწერს, მითუმეტეს ამდენჯერ ბგამეორებული,) ფრიად კარგი ნაწერი შეგვღცება ხელში, ბევრ ბევრი სასიამოვნო ალუზიებით.:)
2. სწორი იქნება, თუ ვიტყვი, მომხიბლა ნაწერმა სწორი იქნება, თუ ვიტყვი, მომხიბლა ნაწერმა
1. საკმაოდ საინტერესოდ წერთ.ძალდაუტანებლად. თუმცა, დასაწყისში ამდენი ნიცა და სექსი მეხელოვნურა და 25-ე კადრის ეფექტი დამიტოვა,აი,ძალით რომ გახვევენ თავზე.
ანი უკრავს ძველი გიტარით, ანი უკრავს ბობ დილანს,ანის ოთახში ფანჯარა ისევ ღიაა და უბერავს ქარი, უბერავს ნაღდი ფრანგული ქარი. ანი კი ისევ უკრავს გიტარას.
მოკლედ, მომეწონა, ასეა, თუ ისე. საკმაოდ საინტერესოდ წერთ.ძალდაუტანებლად. თუმცა, დასაწყისში ამდენი ნიცა და სექსი მეხელოვნურა და 25-ე კადრის ეფექტი დამიტოვა,აი,ძალით რომ გახვევენ თავზე.
ანი უკრავს ძველი გიტარით, ანი უკრავს ბობ დილანს,ანის ოთახში ფანჯარა ისევ ღიაა და უბერავს ქარი, უბერავს ნაღდი ფრანგული ქარი. ანი კი ისევ უკრავს გიტარას.
მოკლედ, მომეწონა, ასეა, თუ ისე.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|