ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მარი
ჟანრი: პოეზია
22 სექტემბერი, 2011


* * *

            ჰაერი შიშვლდება, იხსნის საკინძეს,
            სომბრერო ეხება ბალახს დაცვარულს,
            სიამე სხეულს კი ყიჟინით ედება,
            გრძნობებს განიცდის მალამდე ჩახაზულს.
            ფერით ივსება, ტანდემით ჯიუტით,
            როგორიც უხდებათ იანკის ყვრიმალებს
            ვარდისფერ ლოყებს კი უშვერენ ერთმანეთს,
            სალამ-ქალამით ცვლიან ნატერფალ ალამს მედროშის.
            სიყვარულს აძლევენ ზღვა ემოციებს,
            რაც ძალუძთ იტვირთონ დამწვარი მხრებით თუ-
            დროის ზუზუნში სწავლობენ ერთმანეთს
          თან როგორც ჭოტის ხმა, აფხიზლებთ ცხოვრება.
          დეზი ვკრათ ცხენებს და ვიღვაწოთ შორეთში,
          ლაჩრულ  ბედისწერაზე ავღმართოთ ხელები
          და ტევრზე ფეხმორთხმით წავიქცეთ, მოვეშვათ
          თუთუნი ვახვიოთ გაცრეცილ თითებში.
          ვილაყბოთ ბოლომდე, როგორც დე კვინსმა-
          ვლეწოთ დოგმატები, განვუდგეთ ეპოსს,
          ოპიუმს დავიჭერთ კბილებით, ამფსონები-
          მაინც გვაბადია, გვყავს ან გვეყოლება.
          მიწას აშტერდება თვალი უმიზნოდ და
          ჩვენი გიბრალტარი ვეღარ გაგვიცურავს,
          ახლა, პიროვნება თან მსდევს ნაბიჯ-ნაბიჯ,
          ვწერ და წერა ჩემი არ მეთანაღრება.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები