| ავტორი: მარი ჟანრი: პოეზია 25 სექტემბერი, 2011 |
მთვლემარე აზრებმა ჭაობი მიატოვეს და სივრცეს ძიებენ, რომ შეკრან კამარა ახლა, ისე უაზროა ელოდო ღიმილით განაჩენს ცხოვრების- თან იყო, თან არა. თითქოს ტალღებს ვებრძვი, სიმხდალეს ვაყუჩებ, სულის შეძახილი ლაგამს მიჭერს და ძარღვები ივსება ცივი ფორიაქით, შემდეგ კი (არც ისე) სახე მიფითრდება. ჩემში, ტრილოგია სუნთქავს გამალებით, სანჩოს ბედზე დგება მთელი დედამიწა, ლოდინი თასმას იხსნის ჩვეული ზედმიწევნით თან ასე დამრეცით, თან ასე მარტივად. ჩვენთვის ახლახან შევთითხნე სამყოფელი, ვნებების სათარეშოდ აისი მიილია, დახეთქილ მიწაში მზის სხივი ჩავთესოთ თუნდ ჭვავის ყანაში ვითამაშოთ (თუ ეს უკვე ითქვა). თითები ვამოძრაოთ წვიმის გუბურაში ფერმკრთალი ცისარტყელა ზეცას შეადედებს, ისეთი უარაფრო გახდა შეპირება, რომ შენი მწუხრი ნერვი, ჩემად დავიგულე. ღამე აფანატებს რიჟრაჟის წვივებზე- ახლა, დუნიაა ჩემი გარიჟრაჟი- მთვლემარე აზრებმაც ჭაობი მიატოვეს და სივრცეს ძიებენ, რომ შეკრან კამარა ახლა, ისე უაზროა ელოდო ღიმილით განაჩენს ცხოვრების- თან იყო, თან არა.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
9. შური ოხერია სტიქიავ ჩემო... მე-7-ეს. შური ოხერია სტიქიავ ჩემო... მე-7-ეს.
8. სათაურში სოფიზმია თუ მე ვერ ჩავწვდი, ლექსს ვერ შეგიფასებ დაღლილი ვარ და იმდენი რაღაცაა შიგ ვერ შევძლებ, ამჯერად სათაურზე გავჩერდი :))) სათაურში სოფიზმია თუ მე ვერ ჩავწვდი, ლექსს ვერ შეგიფასებ დაღლილი ვარ და იმდენი რაღაცაა შიგ ვერ შევძლებ, ამჯერად სათაურზე გავჩერდი :)))
7. ვაიმე, რა შურიანი ხალხია:D,შენი ლექსი სავსეა შედარებებით და გაპიროვნებებით, ანუ კარგად წერ.წარმატებები ვაიმე, რა შურიანი ხალხია:D,შენი ლექსი სავსეა შედარებებით და გაპიროვნებებით, ანუ კარგად წერ.წარმატებები
6. მინდა გითხრათ რომ ცუდად წერთ :) წარმატებები ... მინდა გითხრათ რომ ცუდად წერთ :) წარმატებები ...
4. ჰოო, მიდი და იმტვრიე ახლა თავი. ჰოო, მიდი და იმტვრიე ახლა თავი.
3. სათაური მეც მეუცნაურა:( წარმატებები სათაური მეც მეუცნაურა:( წარმატებები
2. შეკოწიწებული ნაწერია, არ მომწონს. ამას გარდა ეული სუბსტანცია რა სათაურია? სათაურმა უნდა წაგაკითხოს და მოგაწონოს ლექსი რა. ადრეც მითქვამს, რომ სათაური ცალკე ნაწერია, მკითხველი მას ცალკე აფასებს არაცნობიერად. მთვლემარე აზრებიც რაღაცნაირი ბანალური დასაწყისია.
შეკოწიწებული ნაწერია, არ მომწონს. ამას გარდა ეული სუბსტანცია რა სათაურია? სათაურმა უნდა წაგაკითხოს და მოგაწონოს ლექსი რა. ადრეც მითქვამს, რომ სათაური ცალკე ნაწერია, მკითხველი მას ცალკე აფასებს არაცნობიერად. მთვლემარე აზრებიც რაღაცნაირი ბანალური დასაწყისია.
1. რთული ლექსია, ,თუმცა მიგნებული ხერხია ლექსის ორიგინალობისთვის! რთული ლექსია, ,თუმცა მიგნებული ხერხია ლექსის ორიგინალობისთვის!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|