ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ხითხითა
ჟანრი: პოეზია
27 სექტემბერი, 2011


კალამს

კალმით დავხატავ ათას სასწაულს
კალმით მივწვდები მე ცის კაბადონს,
კალმით გავხდი და მოვეფერები
ყველა მშვენიერ ლამაზ ქალბატონს.
პოეტი არ ვარ, მხატვრობას ვცდილობ
და ნორმალურად არც ეგ გამომიდს..
როდესაც ლამაზ გოგონას ვხედავ
ხოდა ვერ ვხვდები იმ დროს რა მომდის.
მათი მშვენება მინდა დავხატო
გადმოვცე იგი მე ლექსის ენით,
განსაკუთრებულს არაფერს ვეძებ
უბრალოდ შევცვლი მე ახალს ძველით.
კალმით დავხატავ მე ყველა გრძნობას
ამ სილამაზეს ზეცაში ავშლი,
თუ კი გამოჩნდა მოწმენდილ ცაზე
ამას ვერავინ ვერასდროს წაშლის.
ხოდა რაც არის და რაც ყოფილა
სურვილი, გრძნობით დაკმაყოფილდა,
გზას დაუვიყარს და კვალს წაუშლელს
სულში დატოვებს მელანქოლია,
ოცნების ბილიკს რომ გვათელინებს
ასეთი ძალა მელანს ქონია..

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები