ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლევანი-7
ჟანრი: პოეზია
4 ოქტომბერი, 2011


სურვილის განცდა

მინდა სიყვარულზე ლექსები დავწერო,
და შენი სახელი მუდამ გულით ვწერო,
მინდა ეგ სიტურფე ლექსებში აღვწერო,
და ყველამ გაგიცნოს ჩემო გულის მწველო.

სიყვარულს გაურბის ვისაც ეშინია
და ვისაც არა სწამს არც ღმერთი, არც ხატი,
ვისთვისაც ცხოვრება მარტოდენ ლხინია
და ჭირსაც წაუღია ყველა სხვაზე დარდი.

ყველა ბუმბერაზი სიყვარულზე გალობს,
შოთა რუსთაველი, ვაჟა და ილია,
ბარათაშვილს კი ბედი არ სწყალობს,
ის ხომ ვარამის და ცრემლის შვილია.

ორბელიანს მგონი ჭავჭავაძე უყვარს,
გალაკტიონის მუზა ხომ მერია!
და ყველა პოეტი შესტრფის სილამაზეს,
მათი გრძნობები მით ძლიერია.

შექსპირი სონეტებს უძღვნის გულის რჩეულს,
ბაირონს სიყვარული როგორ გააწამებს!
გრძნობა სანუკვარი - ფიქრებში არეულს
ვგრძნობ ტანჯვას განწირულის, არაფრით საამებს.

მიყვარს შენი ნახვა, შენთან შეფეთება,
თეონა შენა ხარ ჩემი შემეცნება,
შენი დანახვით გულს ცეცხლი ენთება,
ჩვენი ერთად ყოფნა არის ღმერთის ნება.

მინდა სიყვარულზე ლექსები დავწერო,
და შენი სახელი ყველგან ჩავწერო,
მინდა ეგ სიტურფე ლექსებში აღვწერო,
და ყველამ გაგიცნოს ჩემო გულის მწველო.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები