ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სერგეი
ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა
15 ოქტომბერი, 2011


მხოლოდ საქართველოში

აქ ყველაფერი ლამაზად კეთდება.

აქ ყველა განქორწინებული მამაკაცი ნარკომანია.

აქ კოცნის მერე ,სოციალურ ქსელ ფეისბუკზე ის ტვირთავს სტატუსს " გუშინ მგონი გავგიჟდი..."

აქ შესაშურად ახამებენ ერთმანეთს მართლმადიდებელ ქრისტიანობას და გენდერულ თანასწორობას.

აქ ერთ მამაკაცთან თავს ისე იმცირებენ რომ გულწრფელად შეგეცოდება და  ერთი საათის მერე მეორესთან დედოფალს თამაშობენ ისე რომ შეიძლება გაგიჟდე!....

აქ ყველაფერს კარგად ხვდებიან, მაგრამ მაინც ჩაგეკითხებიან.... რააა?... რა იგულისხმე ?...... ვერაფერი გავიგე !...გეფიცები.....

აქ თითო მამაკაცს მინიმუმ ერთი საყვარელი ყავს და მაინც ყველა ქალი პატიოსანია.

აქ ეშინიათ იყვნენ სექსუალური რადგან თვლიან რომ ეს მათ შეურაცხყოფს

კავკასიური ცარცის წრე არ გაირღვევა . არასდროს.
აბა რაზეა აქ ლაპარაკი, როცა ,ერთ სოციალურ ქსელში საუბრისას ქალმა იგრძნო რა ,რომ საუბარმა ეროტიული ელფერი შეიძინა , საჩქაროდ წაშალა სურათი.... ხოლო შემდეგ საოცარი რამ გააკეთა;
ქართული ასოები ინგლისურით შეცვალა!!!!!!!!!....
მხოლოდ მას მერე გააგრძელა საუბარი....
ასეთი რამ მხოლოდ საქართველოში ხდება და მხოლოდ ქართველი ქალი იზამს ამას...
მე ნობელის პრემიას მივცემდი ჩემი ნება რომ იყოს , ასეთი რამისთვის!...
ანუ კარგი ,სურათი ჯანდაბას !დაიმალა ! მაგრამ ენას,ენას რაღას ერჩოდა ?????????????????
მას "შიშველი", კარგად აღქმადი ასოების დაწერისა შერცხვა...
კომენტარი მე მგონი ზედმეტია.

მხოლოდ აქ.................. წყალთან მიგიყვანენ და არ დაგალევინებენ.

მხოლოდ აქ, მეზობლების აზრის გამო სანაგვეში იყრება ახლადშობილები, ხოლო მერე, როცა გოგო მომჯობინდება და სამი დღის მერე გამოდის სახლიდან ,ფერდაკარგული და დასუსტებული, უყვება ყველას თუ რა საშინელი ვირუსი დადის თურმე ქალაქში!....

მხოლოდ აქ, ყველა ტირის რომ ტყუილს ვერ იტანს და ამ დროს არ აკონკრეტებს რომ როცა მას ატყუებენ ,მაგას ვერ იტანს თურმე....


19.09.2011. ს. ნეველი

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრებს ნიკით:  ნათი ჯანაშია, არჯე ვულოცავთ დაბადების დღეს