ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ხუჭუჭა13
ჟანრი: პოეზია
20 ოქტომბერი, 2011


ლაბირინთები

ლაბირინთები
უხილავ გრძნობათა ლაბირინთები,
გულისმომკვლელი მოგონებები,
ფიქრები,
ცრემლები,
ისევ განცდები,
ისევ გრძნობათა ლაბირინთები...
უსიტყვო მზერა,
უსიტყვო ღიმილი,
უაზრო ტირილი,
უაზრო სიცილი,
უტაქტო სიტყვები,
უშნო ქცევები,
მოჩვენებები,
ლაბირინთები...
ნერვების წყვეტა,
ისევ ტირილი...
მეგობრის რჩევა
ნაზი ღიმილით,
გრძნობის მორევში,
ლაბირინთებში,
უსიტყვო მზერით... და
ლაბირინთებით...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები