 | ავტორი: შალვა ჟანრი: პოეზია 25 ოქტომბერი, 2011 |
finika-ს
მონატრების სევდა მკოჭავს მარყუჟ-მარყუჟ, დღითი-დღე, ნეტავ, ისე არ გამბაწროს, გაღიმება მიჭირდეს.
გაღმა ხურმის ტოტზე ვზივარ, გაღმით შენ ჰკრეფ ფინიკებს, ეს უაზრო დაშორება კარგს არფერს გვიპირებს.
გულისნადებს ნიავს ვუმხელ, ის დამცინის, ქირქილებს, მერე, ალბათ, შენთან მოდის და გაწიწკნის კიკინებს.
თუმც, ის მაინც მირჩევნია მთელი ქვეყნის შიკრიკებს, შენს ამბავს თუ ვერ მომიტანს, ჩემთან ერთად იტირებს.
მის მონაბერ ამბებს შენზე მისხალ-მისხალ ვითვლი მე, იცის, შენი სიხარული მთელ სამყაროდ მიღირდეს!
17.09.2011.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
6. მახსოვს ეს ლექსი, კარგია ))) მახსოვს ეს ლექსი, კარგია )))
5. სულ სიხარულის და ღიმილიანი დღეები გქონოდეს ცხოვრებაში. სულ სიხარულის და ღიმილიანი დღეები გქონოდეს ცხოვრებაში.
4. სასიამოვნო სუფთა ლექსია :) სასიამოვნო სუფთა ლექსია :)
2. გაგიმარჯოს! ღმერთმა კარგად გიმყოფოს შენი სიყვარული!მშვენიალურია. გაგიმარჯოს! ღმერთმა კარგად გიმყოფოს შენი სიყვარული!მშვენიალურია.
1. აუ, რა ლამაზი ლექსია ეს:) შენ გაიხარე:) +2 აუ, რა ლამაზი ლექსია ეს:) შენ გაიხარე:) +2
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|