ვინ იყო ალექსანდრე ბატონიშვილი, ავანტიურისტი თუ გმირი?! ეს თემა ძალიან დიდი ხანია მიტრიალებს თავში. ადამიანი, რომელიც ყველას გვერდით იყო, ვინც რუსებს ებრძოდა. ვთქვათ და, გაეყარა რუსები საქართველოდან, აირჩევდა თუ არა ხალხი მეფეს, რომელიც ხან ირანის ჯარს მოუძღვებოდა და ხან ლეკებისას... ვერ დავიჯერებ რომ ეს ჯარები ხალხს არ ძარცვავდნენ და ალექსანდრეს ემორჩილებოდნენ ბოლომდე. ომარ-ხანი რა დაცოფებული იყო ქართველებზე და რამდენჯერ აუკლია კახეთი, ამას შეხსენება არ უნდა, მგონი. 12-13 წლის ალექსანდრეს ერეკლე || უკვე აქტიურად რთავდა სახელმწიფო საქმეებში. მეფემ ბატონიშვილი გასაზრდელად თავის პირად ექიმსა და ერთ-ერთ მრჩეველს (თუ არ ვცდები) გერმანელ რეინაგსს მიაბარა. ბატონიშვილი ერთი წამით არ შორდებოდა აღმზრდელს და მისგან სხვადასხვა რჩევებს იღებდა. როცა რეინაგსი რუსეთში გაიწვიეს და ის აგენტი აღმოჩნდა რუსეთისა საქართველოს კარზე, ალექსანდრეს გული ძლიან დაწყდა რომ მისი სათაყვანებელი აღმზრდელი ასეთი გაქნილი და მოღალატე გამოდგა. ეს იყო ბატონიშვილის პირველი იმედგაცრუება. მერე და მერე კი, იცოცხლეთ, გადაება ჯაჭვისებურად იმედგაცრუებათა რკალი. მეფემ 18 წლის ალექსანდრე კახეთ-დაღესტნის საზღვარზე ლეკის მთის გადმოსასვლელზე, ყადორის უხელტეხილზე გაგზავნა და გადმოსასვლელის დაცვა დაავალა. ალბათ ამ დროს დაუმეგობრდა ის ლეკებს და ავარიელებს. ალექსანდრე კრწანისის ომში მეფის გვერდზე იდგა და ერთი წუთით არ მოშორებია მას. რუსეთის ჯარის შემოსვლის მერე ალექსანდრემ აქტიური ბრძოლა გამოუცხადა რუსეთს და იარაღი აიღო ხელში მის წინააღმდეგ. იგი სიცოცხლის ბოლომდე ებრძოდა რუსებს. მთიულეთის აჯანყება 1804 წელს ალესანდრე ბატონიშვილის ორგანიზებით იყო, რამაც თავიდან დიდი გამარჯვებები გამოიწვია, ზედიზედ დაამარცხეს რუსები, მაგრამ ცოტა ხნის შემდეგ აჯანყება ჩახშობილ იქნა სისხლში. აჯანყების დროს მთიულთა გვერდით იბრძოდა ალექსანდრე ჭავჭავაძე (მიაქციეთ ყურადღება,1812 წელს იგი აჯანყებულებს დაუპირისპირდება). ალექსანდრე გადაიხვეწა. 1812 წელს კახეთის აჯანყებას ჩაუდგა სათავეში და ისევ დამარცხდნენ. ალექსანდრე ჭავჭავაძე აქაც იბრძოდა, მაგრამ ის უკვე რუსის ჯარის ერთ-ერთი წარჩინებული ოფიცერი იყო. ის ამ ომში ვიღაც კახელმა აჯანყებულმა დაჭრა კიდევაც, რის გამო ჯილდოც მიიღო ჭავჭავაძემ. იმავე წელს ბატონიშვილმა ჯარები შემოიკრიბა და შატილში ავიდა. აქ მას ქისტებიც მოეშველნენ და სოფელ გუროში გაამაგრეს პოზიციები,რუსებმა ჯარი გამოგზავნეს, ხევსურებმა და ქისტებმა არტილერიის წინააღმდეგ ვერაფერი გააწყვეს და დამარცხდნენ. გადაიწვა 22 ხევსურული 7 ქისტური სოფელი. 1200 კაცი დაიღუპა გუროს ბრძოლაში, 700 შატილთან. ამის მერე სოფელ გუროში მგონი აღარც უცხოვრიათ ხევსურებს. შარშანწინ ერთი კოშკი იდგა,შარშან ისიც ჩამოქცეულა, ყურადღებას კი არავინ აქცევს. (საერთოდ თუ გაუგონიათ ამ ჩვენს ’’ჩინოვნიკებს’’ სოფელი გურო, სამაგიეროდ - მსოფლიო კურორტები აითვისეს) ბატონიშვილის ხევსურეთში ცხოვრების დროს დაბადებულად მიიჩნევენ ხევსურ ლეგენდარულ გმირს თორღვა ძაგანს, მას ბატონიშვილადაც იხსენიებენ სხვადასხვა ხალხურ ლექსებში, მაგრამ ესეც მცდარი აზრი მგონია. თორღვა უფრო ადრინდელი პერსონაჟია ჩემი აზრით. ბატონიშვილი დაღესტანში წავიდა და იგი იქ 6 წლის განმავლობაში ცხოვრობდა. ალექსანდრე ჩეჩნეთში, ხუნძახში და მთელს კავკასიაში დადიოდა ჯარების შესაკრებად. ამ დროს აღმოჩნდა ის შამილის მშობლიურ სოფელში და როგორც გადმოცემით ვიცით ის შამილის მშობელი მამაა. მაგრამ ეს მხოლოდ ვიცით ლეგენდის დონეზე და ამიტომაც ფრიად საკამათო თემაა, რომელიც ალბათ არც არასდროს დაზუსტდება. ალექსანდრეს არაფერი გამოუვიდა. ქვეყანაც დაიღალა ამდენი ბრძოლით და ჯარი აღარ მოჰყვებოდა. ის 1918 წელს რუს მესაზღვრეებს გაეპარა და ახალციხეს გადავიდა, ხოლო იქიდან ირანში და ამის შემდეგ აღარც ჩამოსულა საქართველოში, ირანის დროშის ქვეშ იბრძოდა. თითქოსდა 1832 წელს უნდოდათ მისი ჩამოყვანა შეთქმულებს, მაგრამ ალექსანდრე ამ დროისთვის ან ჩამოვიდოდა ან არა და სხვა ბატონიშველებიც არა მგონია კუთხეში დამდგარიყვნენ. 1844 წელს ალექსანდრე ბატონიშვილს თავრიზში სამუდამოდ გაუჩერდა ის გული, რომელიც მას სულ საქართველოსკენ მოუწევდა. იგი იქვე დაკრძალეს სომხური ეკლესიის ეზოში. ჩემის აზრით, ალექსანდრე ბატონიშვილი გმირია, რომელიც ყველა საშუალებას ხმარობდა საქართველოს გასანთავისუფლებლად, მაგრამ არ გამოუვიდა.ის ლევან ბატონიშვილის მერე ყველაზე უფრო ჰგავს ერეკლე ||_ს. კარგი იქნებოდა, ალექსანდრე ბატონიშვილის გადმოსვენების თაობაზე ეზრუნა სახელმწიფოს და მისთვის ადგილი თუ სვეტიცხოველში არა სადმე საქართველოს მიწაზე მაინც მიეჩინა...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
12. გაუმარჯოს ალექსანდრე ბატონიშვილს........... გაუმარჯოს ალექსანდრე ბატონიშვილს...........
11. თეიმურაზ პეტრიაშვილი
კარგი კითხვაა მეგობარო...
ალბათ მაინც იმ მხარეს საითაც ქართველი ხალხი იქნებოდა...ეგ იყო გაბრაზებული კაცის რეაქცია...გადაიწვა კახეთის სოფლები...ლეკები ისევ ლეკობდნენ...შედეგი კი რა მოყვა? ისევ ქართველი ხალხი დაზიანდა და დაიხოცა...რადგან ისევ უმეტესად გლეხკაცობა მიუშვეს მტერზე და ისევ მოსახლეობა იცავდა თავს...
თუმცა ეს არ აკნინებს ალექსანდრეს პატრიოტიზმს... თეიმურაზ პეტრიაშვილი
კარგი კითხვაა მეგობარო...
ალბათ მაინც იმ მხარეს საითაც ქართველი ხალხი იქნებოდა...ეგ იყო გაბრაზებული კაცის რეაქცია...გადაიწვა კახეთის სოფლები...ლეკები ისევ ლეკობდნენ...შედეგი კი რა მოყვა? ისევ ქართველი ხალხი დაზიანდა და დაიხოცა...რადგან ისევ უმეტესად გლეხკაცობა მიუშვეს მტერზე და ისევ მოსახლეობა იცავდა თავს...
თუმცა ეს არ აკნინებს ალექსანდრეს პატრიოტიზმს...
10. სახელი თეიმურაზ გვარი პეტრიაშვილი ელ–ფოსტა tgpetro@yahoo.com თარიღი 2011-11-10 13:46 წერილი:
ბატონო ირაკლი! საინტერსო და საჭირო სტატიაა ალექსანდრე ბატონიშვილზე, კარგად გაქვთ გარჩეული. ავანტიურისტი ალბათ არ იყო, მაგრამ სჯეროდა რასაც აკეთებდა და იბრძოდა გმირობის ტოლფასად. სხვა საქმეა ეს ბრძოლა რამდენად წაადგებოდა საქართველოს, იყო დადებითი და გადამრჩენი, თუ უარყოფითი და დამღუპველიც კი ? ხშირად მიფიქრია ამაზე, მათთვის ვინც იცნობს ამ საკითხს მიკითხავს – ნიახურას ბრძოლაში ვის მხარეს იქნებოდით ? ირანისა და ლეკების ბელად, საქართველოს ამაოხრებელ ომარ–ხანის გვერდით , რომელსაც ალექსანდრეც ემხრობოდა თუ გიორგი მეთორმეტეს გვერდით დადგებოდით, თუნდაც , როგორც იოანე ბატონიშვილი. გიორგიმ შეუთვალა ალექსანდრეს – შენ ვისაც ემხრობი, ნუ გგონია ისინი თბილისს თუ აიღებენ შენ მოგართმევენო. თავის მხრივ კი მასაც ეგონა რუსები მას დაუთმობდნენ თბილისს. აი სულ მაინტერესებს მე რას ვიზამდი იმ დროს, თქვენ ?
ეს ''მოგვწერეთ''-ში მოგვწერა საიტზე დაურეგისტრირებელმა მკითხველმა და იყოს აქ, ლოგიკურად.
სახელი თეიმურაზ გვარი პეტრიაშვილი ელ–ფოსტა tgpetro@yahoo.com თარიღი 2011-11-10 13:46 წერილი:
ბატონო ირაკლი! საინტერსო და საჭირო სტატიაა ალექსანდრე ბატონიშვილზე, კარგად გაქვთ გარჩეული. ავანტიურისტი ალბათ არ იყო, მაგრამ სჯეროდა რასაც აკეთებდა და იბრძოდა გმირობის ტოლფასად. სხვა საქმეა ეს ბრძოლა რამდენად წაადგებოდა საქართველოს, იყო დადებითი და გადამრჩენი, თუ უარყოფითი და დამღუპველიც კი ? ხშირად მიფიქრია ამაზე, მათთვის ვინც იცნობს ამ საკითხს მიკითხავს – ნიახურას ბრძოლაში ვის მხარეს იქნებოდით ? ირანისა და ლეკების ბელად, საქართველოს ამაოხრებელ ომარ–ხანის გვერდით , რომელსაც ალექსანდრეც ემხრობოდა თუ გიორგი მეთორმეტეს გვერდით დადგებოდით, თუნდაც , როგორც იოანე ბატონიშვილი. გიორგიმ შეუთვალა ალექსანდრეს – შენ ვისაც ემხრობი, ნუ გგონია ისინი თბილისს თუ აიღებენ შენ მოგართმევენო. თავის მხრივ კი მასაც ეგონა რუსები მას დაუთმობდნენ თბილისს. აი სულ მაინტერესებს მე რას ვიზამდი იმ დროს, თქვენ ?
ეს ``მოგვწერეთ``-ში მოგვწერა საიტზე დაურეგისტრირებელმა მკითხველმა და იყოს აქ, ლოგიკურად.
9. ყველა ხერხი მტრის მოსაშორებლად.... მე ვაღიარებ ამ მიდგომას......მან ყველაფერი გააკეთა რაც ხელ-ეწიფებოდა....
ედოს მინდა ვუთხრა ერთი საინტერესო რამ საქართველოს შესახებ........ ჩვენ ქართველებს როგორც მოლხენის მოყვარულ ხალხს და არა კაცთმოძულეთ და როგორც არა დამპყრობლებს ..ღმერთმა მოგვცა ქვეყანა რომელსაც თან ახლავს ღობე ..:) თან 4000 მეტრის სიმაღლის... (თან მაშინ არ დაგავიწყდეს გვირაბი არ ყოფილა) ასე რომ ძალიან კარგად შეიძლებოდა ყველაფრის გაკეთება უბრალოდ როგორც ჩანს სათანადო მხარდაჭერა და ერთიანობა ვერ გამოვავლინეთ როგორც ყოველთვის...... ეს მწარე რეალობაა......
პატივისცემით: ყველა ხერხი მტრის მოსაშორებლად.... მე ვაღიარებ ამ მიდგომას......მან ყველაფერი გააკეთა რაც ხელ-ეწიფებოდა....
ედოს მინდა ვუთხრა ერთი საინტერესო რამ საქართველოს შესახებ........ ჩვენ ქართველებს როგორც მოლხენის მოყვარულ ხალხს და არა კაცთმოძულეთ და როგორც არა დამპყრობლებს ..ღმერთმა მოგვცა ქვეყანა რომელსაც თან ახლავს ღობე ..:) თან 4000 მეტრის სიმაღლის... (თან მაშინ არ დაგავიწყდეს გვირაბი არ ყოფილა) ასე რომ ძალიან კარგად შეიძლებოდა ყველაფრის გაკეთება უბრალოდ როგორც ჩანს სათანადო მხარდაჭერა და ერთიანობა ვერ გამოვავლინეთ როგორც ყოველთვის...... ეს მწარე რეალობაა......
პატივისცემით:
8. გაგედო შენ საერთოდ რას წერ შენ თვითონ ხვდები? აზრზე არა ხარ კი არა ცოტა აზრზე მოდი...და რას სად წერ კარგად დაუკვირდი...
ნაცნობი მგონიხარ რატომღაც და არ მინდა რომ ცუდად დამთავრდეს ჩვენი ნაცნობობა... გაგედო შენ საერთოდ რას წერ შენ თვითონ ხვდები? აზრზე არა ხარ კი არა ცოტა აზრზე მოდი...და რას სად წერ კარგად დაუკვირდი...
ნაცნობი მგონიხარ რატომღაც და არ მინდა რომ ცუდად დამთავრდეს ჩვენი ნაცნობობა...
7. ~მინც, ხომ, სცადა საცდელი, ცდა ბედის მონახევრეა.~ ~მინც, ხომ, სცადა საცდელი, ცდა ბედის მონახევრეა.~
6. ვთქვათ და, გაეყარა რუსები საქართველოდან, აირჩევდა თუ არა ხალხი მეფეს, რომელიც ხან ირანის ჯარს მოუძღვებოდა და ხან ლეკებისას... ამის დაწერისას ან დრო გერევა, ან მონარქიის აზრზე არა ხარ. სად გინახავს არჩეული მეფე და ღვთისგან კურთხეული პრეზიდენტი. მონარქია კლანური მმართველობაა რომელიც მემკვიდრეობით გადადის. "გაეყარა რუსები საქართველოდან" ამის დაშვებაზეც კი მეცინება. გადახედე დსმა მაშინდელი მსოფლიოს პოლიტიკურ რუკას და ხუმრობის სურვილიც დაგეკარგება რუსების გაყრაზე XIX საუკუნეში "ვერ დავიჯერებ რომ ეს ჯარები ხალხს არ ძარცვავდნენ და ალექსანდრეს ემორჩილებოდნენ ბოლომდე. ომარ-ხანი რა დაცოფებული იყო ქართველებზე და რამდენჯერ აუკლია კახეთი, ამას შეხსენება არ უნდა, მგონი." "ვერ დავიჯერებ" არ არის არგუმენტი. შუა საუკუნეებში არც იმის სჯეროდათ რომ დედამიწა ბრუნავდა... დადე ისტორიული დოკუმენტები სადაც დამტკიცებულია მოსახლეობის ძარცვის ფაქტები. ქართულ წყაროებში თუ დამალულია ირანულში, რუსულში, ფრანგულში და სხვაენოვანებში მაინც იქნება. არ გაგიგია, პოლიტიკაში არ არსებობენ მუდმივი მოკავშირეები, არც მუდმივი მტრები არამედ არის მუდმივი ინტერესები. (ბისმარკი).
"12-13 წლის ალექსანდრეს ერეკლე || უკვე აქტიურად რთავდა სახელმწიფო საქმეებში. მეფემ ბატონიშვილი გასაზრდელად თავის პირად ექიმსა და ერთ-ერთ მრჩეველს (თუ არ ვცდები) გერმანელ რეინაგსს მიაბარა. ბატონიშვილი ერთი წამით არ შორდებოდა აღმზრდელს და მისგან სხვადასხვა რჩევებს იღებდა. როცა რეინაგსი რუსეთში გაიწვიეს და ის აგენტი აღმოჩნდა რუსეთისა საქართველოს კარზე, ალექსანდრეს გული ძლიან დაწყდა რომ მისი სათაყვანებელი აღმზრდელი ასეთი გაქნილი და მოღალატე გამოდგა. ეს იყო ბატონიშვილის პირველი იმედგაცრუება." მოდი ჯერ აღზრდასა და გაზრდას შორის განსხვავება ვისწავლოთ. მერე მაინტერესებს "რეინაგსი" რომელ წყაროში ნახე? ივანე ჯავახიშვილს წიგნში "დამოკიდებულება რუსეთსა და საქართველოს შორის XVIII საუკუნეში, ტფ., 1919;" მოხსენიებული ჰყავს როგორც "რაინეგსი". წიგნის ტექსტი: http://lib.ge/body_text.php?6708
ციტატა წიგნიდან: "ერეკლე მეფესთან საქართველოში გერმანელი მოგზაური დოქტორი რაინეგსი, ცხოვრობდა, რომელმაც ვითარცა აღმოსავლეთში ნამყოფმა კაცმა, ადგილობრივი ენებიც კარგად იცოდა. სხვათა შორის ქართულიც შეისწავლა და ერეკლე მეფესთან დაახლოებული იყო. რუსეთის სახელმწიფოს მხედართმთავარმა, ფელდმარშალმა თავადმა პოტიომკინმა ეს რაინეგსი საქართველოდან თავისთან დაიბარა და 1782 წ. შემოდგომას ისევ საქართველოშივე გამოისტუმრა, მაგრამ ეხლა უკვე ვითარცა რუსეთის წარმომადგენელი ერეკლე მეფისა და სოლომონ მეფის წინაშე. მას საგანგებოდ დავალებული ჰქონდა, ერეკლე მეფისათვის ჩაეგონებინა, რომ მას რუსეთის თვითმპყრობელისაგან მფარველობა ეთხოვა ფორმალურად"
სად ამოიკითხე რაინეგსის ალექსანდრე ბატონიშვილის აღმზრდელად დანიშვნის შესახებ.
" ალბათ ამ დროს დაუმეგობრდა ის ლეკებს და ავარიელებს." იქნებ სხვა დროს დაამყარა ურთიერთობები? მოკავშირეების ძებნისას მეგობრობა აუცილებელი არ არის. თუ გაქვს ფული, საერთო ინტერესები და დიპლომატიის მცირეოდენი ნიჭი, ნებისმიერ დროს იპოვი დამხმარეს. რას ეყრნობა შენი მოსაზრება როდესაც ამტკიცებ რომ საზღვრების დასაცავად (ე.ი. ლეკებთან საომრად) გაგზავნილი ალექსანდრე შეიძლება მათ მაშინ დამეგობრებოდა? ხვდები რამდენად აბსურდული ლოგიკაა?
ალექსანდრე ჭავჭავაძისა და სოფელ გუროს შესახებ გადახვევები მცირე მოცულობის პუბლიკაციაში სრულიად ზედმეტია და ინფორმაციულად ტვირთავს. ცნობისათვის, 1804 წელს მხოლოდ ალექსანდრე ჭავჭავაძე არ იბრძოდა აჯანყებულების მხარეს, მასთან ერთად იყვნენ სხვა ქართველი თავადები, ბატონიშვილები იულონი და ფარნაოზი. ვრცლად შეგიძლია აქ ნახო: http://www.khevi.ge/pdf/IX.pdf იმის თქმა მინდა რომ თუ ერთ ადამიანზე წერ, მაშინ სხვებს არ უნდა შეეხო თუ ბევრზე - მაშინ ისე დაწერო რომ დამსახურება არავის დაეკარგოს.
"ბატონიშვილის ხევსურეთში ცხოვრების დროს დაბადებულად მიიჩნევენ ხევსურ ლეგენდარულ გმირს თორღვა ძაგანს, მას ბატონიშვილადაც იხსენიებენ სხვადასხვა ხალხურ ლექსებში, მაგრამ ესეც მცდარი აზრი მგონია. თორღვა უფრო ადრინდელი პერსონაჟია ჩემი აზრით." რას ეყრდნობა შენი აზრი? ფაქტი? წყარო? ლოგიკა?
"საერთოდ თუ გაუგონიათ ამ ჩვენს ’’ჩინოვნიკებს’’ სოფელი გურო, სამაგიეროდ - მსოფლიო კურორტები აითვისეს". ეს ფრაზა ხომ უზარმაზარი მარგალიტია :)) . სად ერეკლე და სად მაოძედუნი. ალექსანდრე ბატონიშვილზე თუ წერ საქულა და გრიქულას დაანებე თავი. ვის აინტერესებს რომელ ჩინოვნიკს სად აქვს ზაგარი მიღებული, ან ვისმე ცოლმა სად იყიდა ულტრათხელი პამპერსი. ვიცით რომ დიდი პატრიოტი ხარ . არ არის საჭირო ყოველ წინადადებაში ამას გაუსვა ხაზი.
"ალექსანდრეს არაფერი გამოუვიდა. ქვეყანაც დაიღალა ამდენი ბრძოლით და ჯარი აღარ მოჰყვებოდა." აი კიდევ ერთი ზოგადი და ბუნდოვანი განაცხადი. ზუსტად ასეთ შეფასებებს შევხვედრივარ საბჭოთა პერიოდის წიგნებში. დავით აღმაშენებლის დროს არ იყო დაღლილი ქვეყანა, სრული დამოუკიდებლობისთვის რომ იბრძოდა? აბა მაშინ იყო ომიანობა!!!! ალექსანდრეს შემთხვევაში პოლიტიკური ვითარება შეიცვალა. მოხდა რუსეთის მმართველობის ლეგიტიმაცია საქართველოში, ქართველმა თავადაზნაურობამ ჩინ-მედლები იშოვა, გემრიელად მოკალათდნენ თანამდებობებზე და რუსული ფულით გაისქელეს ტრაკები. მათი მდგომარეობა სტაბილური გახდა, მიდგომები - უფრო მატერიალური. ყველამ დაიკიდა ბაგრატიონების ღვთიური წარმოშობა. დაამატე ამას რაციონალური არგუმენტებიც: შეადარე ალექსანდრეს კავშირები, ფულადი და სამხედრო რესურსები რუსეთისას. და მიპასუხე: ჩაკნორისი მოერევა თუ ბაყბაყდევი?
"თითქოსდა 1832 წელს უნდოდათ მისი ჩამოყვანა შეთქმულებს, მაგრამ ალექსანდრე ამ დროისთვის ან ჩამოვიდოდა ან არა და სხვა ბატონიშველებიც არა მგონია კუთხეში დამდგარიყვნენ." ეს საერთოდ გაუგებარი ფრაზაა. რას ნიშნავს ბატონიშვილების კუთხეში დადგომა? გადასახლებიდან გამოქცევას? თუ ერთმანეთის დაჭმას ძალაუფლების გამო? შენ რა გგონია ერთია, ისტორიული სინამდვილე - მეორე. რაში გამოიხატებოდა ალექსანდრე ბატონიშვილის ავანტიურისტობა? მხარდამჭერი ან უარმყოფელი არგუმენტები მოტანილი არ გაქვს. თარიღების დაკოპირება ისტორიის წიგნებიდან არგუმენტი არ არის. დამისახელე ავანტიურისტის 3-4 თვისება და იმის მიხედვით იმსჯელე ალექსანდრეს შესახებ.
ერთი ხელმოცარული კაცი იყო: 1. პირადი ცხოვრება ვერ აიწყო 2. როგორც სახელმწიფო/საზოგადოებრივი მოღვაწე, ვერ რეალიზდა. უფრო მეტიც, რეალობის არაადეკვატურად იქცეოდა. მისი ქმედებები ემოციური უფრო იყო, ვიდრე გონივრული. აქედან გამომდინარე: 3. ქვეყნის ცხოვრებაში ცვლილებები ვერ გამოიწვია. ცვლილება აუცილებლად ცეცხლითა და მახვილით არ უნდა განხორციელდეს. ილიას ხელში არასოდეს აუღია იარაღი, მაგრამ მოახდინა ქართული საზოგადოების/ცნობიერების რეფორმირება.
ტექსტში "იმედგაცრუებ"-ის მაგივრად "მარცხი"-ს გამოყენება უფრო მართებული იქნებოდა. თან დაკონკრეტებაც საჭიროა რატომ არის XXXXXXXX მარცხი და რა განაპირობებს ამას.
ფაქტობრივი შეცდომაც გაქვს, ეტყობა უნებურად გაგეპარა. 1918 წელი შეასწორე. ვთქვათ და, გაეყარა რუსები საქართველოდან, აირჩევდა თუ არა ხალხი მეფეს, რომელიც ხან ირანის ჯარს მოუძღვებოდა და ხან ლეკებისას... ამის დაწერისას ან დრო გერევა, ან მონარქიის აზრზე არა ხარ. სად გინახავს არჩეული მეფე და ღვთისგან კურთხეული პრეზიდენტი. მონარქია კლანური მმართველობაა რომელიც მემკვიდრეობით გადადის. "გაეყარა რუსები საქართველოდან" ამის დაშვებაზეც კი მეცინება. გადახედე დსმა მაშინდელი მსოფლიოს პოლიტიკურ რუკას და ხუმრობის სურვილიც დაგეკარგება რუსების გაყრაზე XIX საუკუნეში "ვერ დავიჯერებ რომ ეს ჯარები ხალხს არ ძარცვავდნენ და ალექსანდრეს ემორჩილებოდნენ ბოლომდე. ომარ-ხანი რა დაცოფებული იყო ქართველებზე და რამდენჯერ აუკლია კახეთი, ამას შეხსენება არ უნდა, მგონი." "ვერ დავიჯერებ" არ არის არგუმენტი. შუა საუკუნეებში არც იმის სჯეროდათ რომ დედამიწა ბრუნავდა... დადე ისტორიული დოკუმენტები სადაც დამტკიცებულია მოსახლეობის ძარცვის ფაქტები. ქართულ წყაროებში თუ დამალულია ირანულში, რუსულში, ფრანგულში და სხვაენოვანებში მაინც იქნება. არ გაგიგია, პოლიტიკაში არ არსებობენ მუდმივი მოკავშირეები, არც მუდმივი მტრები არამედ არის მუდმივი ინტერესები. (ბისმარკი).
"12-13 წლის ალექსანდრეს ერეკლე || უკვე აქტიურად რთავდა სახელმწიფო საქმეებში. მეფემ ბატონიშვილი გასაზრდელად თავის პირად ექიმსა და ერთ-ერთ მრჩეველს (თუ არ ვცდები) გერმანელ რეინაგსს მიაბარა. ბატონიშვილი ერთი წამით არ შორდებოდა აღმზრდელს და მისგან სხვადასხვა რჩევებს იღებდა. როცა რეინაგსი რუსეთში გაიწვიეს და ის აგენტი აღმოჩნდა რუსეთისა საქართველოს კარზე, ალექსანდრეს გული ძლიან დაწყდა რომ მისი სათაყვანებელი აღმზრდელი ასეთი გაქნილი და მოღალატე გამოდგა. ეს იყო ბატონიშვილის პირველი იმედგაცრუება." მოდი ჯერ აღზრდასა და გაზრდას შორის განსხვავება ვისწავლოთ. მერე მაინტერესებს "რეინაგსი" რომელ წყაროში ნახე? ივანე ჯავახიშვილს წიგნში "დამოკიდებულება რუსეთსა და საქართველოს შორის XVIII საუკუნეში, ტფ., 1919;" მოხსენიებული ჰყავს როგორც "რაინეგსი". წიგნის ტექსტი: http://lib.ge/body_text.php?6708
ციტატა წიგნიდან: "ერეკლე მეფესთან საქართველოში გერმანელი მოგზაური დოქტორი რაინეგსი, ცხოვრობდა, რომელმაც ვითარცა აღმოსავლეთში ნამყოფმა კაცმა, ადგილობრივი ენებიც კარგად იცოდა. სხვათა შორის ქართულიც შეისწავლა და ერეკლე მეფესთან დაახლოებული იყო. რუსეთის სახელმწიფოს მხედართმთავარმა, ფელდმარშალმა თავადმა პოტიომკინმა ეს რაინეგსი საქართველოდან თავისთან დაიბარა და 1782 წ. შემოდგომას ისევ საქართველოშივე გამოისტუმრა, მაგრამ ეხლა უკვე ვითარცა რუსეთის წარმომადგენელი ერეკლე მეფისა და სოლომონ მეფის წინაშე. მას საგანგებოდ დავალებული ჰქონდა, ერეკლე მეფისათვის ჩაეგონებინა, რომ მას რუსეთის თვითმპყრობელისაგან მფარველობა ეთხოვა ფორმალურად"
სად ამოიკითხე რაინეგსის ალექსანდრე ბატონიშვილის აღმზრდელად დანიშვნის შესახებ.
" ალბათ ამ დროს დაუმეგობრდა ის ლეკებს და ავარიელებს." იქნებ სხვა დროს დაამყარა ურთიერთობები? მოკავშირეების ძებნისას მეგობრობა აუცილებელი არ არის. თუ გაქვს ფული, საერთო ინტერესები და დიპლომატიის მცირეოდენი ნიჭი, ნებისმიერ დროს იპოვი დამხმარეს. რას ეყრნობა შენი მოსაზრება როდესაც ამტკიცებ რომ საზღვრების დასაცავად (ე.ი. ლეკებთან საომრად) გაგზავნილი ალექსანდრე შეიძლება მათ მაშინ დამეგობრებოდა? ხვდები რამდენად აბსურდული ლოგიკაა?
ალექსანდრე ჭავჭავაძისა და სოფელ გუროს შესახებ გადახვევები მცირე მოცულობის პუბლიკაციაში სრულიად ზედმეტია და ინფორმაციულად ტვირთავს. ცნობისათვის, 1804 წელს მხოლოდ ალექსანდრე ჭავჭავაძე არ იბრძოდა აჯანყებულების მხარეს, მასთან ერთად იყვნენ სხვა ქართველი თავადები, ბატონიშვილები იულონი და ფარნაოზი. ვრცლად შეგიძლია აქ ნახო: http://www.khevi.ge/pdf/IX.pdf იმის თქმა მინდა რომ თუ ერთ ადამიანზე წერ, მაშინ სხვებს არ უნდა შეეხო თუ ბევრზე - მაშინ ისე დაწერო რომ დამსახურება არავის დაეკარგოს.
"ბატონიშვილის ხევსურეთში ცხოვრების დროს დაბადებულად მიიჩნევენ ხევსურ ლეგენდარულ გმირს თორღვა ძაგანს, მას ბატონიშვილადაც იხსენიებენ სხვადასხვა ხალხურ ლექსებში, მაგრამ ესეც მცდარი აზრი მგონია. თორღვა უფრო ადრინდელი პერსონაჟია ჩემი აზრით." რას ეყრდნობა შენი აზრი? ფაქტი? წყარო? ლოგიკა?
"საერთოდ თუ გაუგონიათ ამ ჩვენს ’’ჩინოვნიკებს’’ სოფელი გურო, სამაგიეროდ - მსოფლიო კურორტები აითვისეს". ეს ფრაზა ხომ უზარმაზარი მარგალიტია :)) . სად ერეკლე და სად მაოძედუნი. ალექსანდრე ბატონიშვილზე თუ წერ საქულა და გრიქულას დაანებე თავი. ვის აინტერესებს რომელ ჩინოვნიკს სად აქვს ზაგარი მიღებული, ან ვისმე ცოლმა სად იყიდა ულტრათხელი პამპერსი. ვიცით რომ დიდი პატრიოტი ხარ . არ არის საჭირო ყოველ წინადადებაში ამას გაუსვა ხაზი.
"ალექსანდრეს არაფერი გამოუვიდა. ქვეყანაც დაიღალა ამდენი ბრძოლით და ჯარი აღარ მოჰყვებოდა." აი კიდევ ერთი ზოგადი და ბუნდოვანი განაცხადი. ზუსტად ასეთ შეფასებებს შევხვედრივარ საბჭოთა პერიოდის წიგნებში. დავით აღმაშენებლის დროს არ იყო დაღლილი ქვეყანა, სრული დამოუკიდებლობისთვის რომ იბრძოდა? აბა მაშინ იყო ომიანობა!!!! ალექსანდრეს შემთხვევაში პოლიტიკური ვითარება შეიცვალა. მოხდა რუსეთის მმართველობის ლეგიტიმაცია საქართველოში, ქართველმა თავადაზნაურობამ ჩინ-მედლები იშოვა, გემრიელად მოკალათდნენ თანამდებობებზე და რუსული ფულით გაისქელეს ტრაკები. მათი მდგომარეობა სტაბილური გახდა, მიდგომები - უფრო მატერიალური. ყველამ დაიკიდა ბაგრატიონების ღვთიური წარმოშობა. დაამატე ამას რაციონალური არგუმენტებიც: შეადარე ალექსანდრეს კავშირები, ფულადი და სამხედრო რესურსები რუსეთისას. და მიპასუხე: ჩაკნორისი მოერევა თუ ბაყბაყდევი?
"თითქოსდა 1832 წელს უნდოდათ მისი ჩამოყვანა შეთქმულებს, მაგრამ ალექსანდრე ამ დროისთვის ან ჩამოვიდოდა ან არა და სხვა ბატონიშველებიც არა მგონია კუთხეში დამდგარიყვნენ." ეს საერთოდ გაუგებარი ფრაზაა. რას ნიშნავს ბატონიშვილების კუთხეში დადგომა? გადასახლებიდან გამოქცევას? თუ ერთმანეთის დაჭმას ძალაუფლების გამო? შენ რა გგონია ერთია, ისტორიული სინამდვილე - მეორე. რაში გამოიხატებოდა ალექსანდრე ბატონიშვილის ავანტიურისტობა? მხარდამჭერი ან უარმყოფელი არგუმენტები მოტანილი არ გაქვს. თარიღების დაკოპირება ისტორიის წიგნებიდან არგუმენტი არ არის. დამისახელე ავანტიურისტის 3-4 თვისება და იმის მიხედვით იმსჯელე ალექსანდრეს შესახებ.
ერთი ხელმოცარული კაცი იყო: 1. პირადი ცხოვრება ვერ აიწყო 2. როგორც სახელმწიფო/საზოგადოებრივი მოღვაწე, ვერ რეალიზდა. უფრო მეტიც, რეალობის არაადეკვატურად იქცეოდა. მისი ქმედებები ემოციური უფრო იყო, ვიდრე გონივრული. აქედან გამომდინარე: 3. ქვეყნის ცხოვრებაში ცვლილებები ვერ გამოიწვია. ცვლილება აუცილებლად ცეცხლითა და მახვილით არ უნდა განხორციელდეს. ილიას ხელში არასოდეს აუღია იარაღი, მაგრამ მოახდინა ქართული საზოგადოების/ცნობიერების რეფორმირება.
ტექსტში "იმედგაცრუებ"-ის მაგივრად "მარცხი"-ს გამოყენება უფრო მართებული იქნებოდა. თან დაკონკრეტებაც საჭიროა რატომ არის XXXXXXXX მარცხი და რა განაპირობებს ამას.
ფაქტობრივი შეცდომაც გაქვს, ეტყობა უნებურად გაგეპარა. 1918 წელი შეასწორე.
5. 3. დაუსაბუთებელი და უსაფუძვლო არგუმენტები გაქვს. ძველი შეხედულებების გადამღერებაა გაგ.ედო. 2011-10-28 21:50:16
შენ თუ ძმა ხარ შალვა ნათელაშვილივით ნუ გაქვს ყველგან მართლა დაუსაბუთებელი აზრები...რომელი აზრია ერთი დაუსაბუთებელი და ახალი შეხედულებაც რომელია ეგეც მოაყოლე... ნუ იტყვით ხოლმე რაღაც სიბრძნეებს... 3. დაუსაბუთებელი და უსაფუძვლო არგუმენტები გაქვს. ძველი შეხედულებების გადამღერებაა გაგ.ედო. 2011-10-28 21:50:16
შენ თუ ძმა ხარ შალვა ნათელაშვილივით ნუ გაქვს ყველგან მართლა დაუსაბუთებელი აზრები...რომელი აზრია ერთი დაუსაბუთებელი და ახალი შეხედულებაც რომელია ეგეც მოაყოლე... ნუ იტყვით ხოლმე რაღაც სიბრძნეებს...
4. საინტერესო და კარგი პუბლიკაციაა, საინტერესო და კარგი პუბლიკაციაა,
3. დაუსაბუთებელი და უსაფუძვლო არგუმენტები გაქვს. ძველი შეხედულებების გადამღერებაა დაუსაბუთებელი და უსაფუძვლო არგუმენტები გაქვს. ძველი შეხედულებების გადამღერებაა
2. საინტერესო ნააზრევია ისტორიულ თემაზე... ყოჩაღ! :P
საინტერესო ნააზრევია ისტორიულ თემაზე... ყოჩაღ! :P
1. ალექსანდრე ბატონიშვილი ჩემს თვალში გმირია! ალექსანდრე ბატონიშვილი ჩემს თვალში გმირია!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|