-რა გაცინებს? -გიხდება ჩემი მაისური, ხომ არ გაჩუქო? -სიამოვნებით. -მეც რომ ძალიან მიყვარს? ახლა ორმაგი მიზეზი მაქვს... -სისულელეებს სჯობს ღვინო დამისხა, ხომ ამბობ რომ მიხდება ალკოჰოლი. -ვამბობ! ეშმაკუნებს აგითამაშებს ხოლმე თვალებში. -ფრთხილად იყავი, მაგ ეშმაკუნებმა კუპრში არ გაყვინთავონ. -თუკი შენი თვალები და სული კუპრია, ჩათვალე უკვე ჩავყვინთე. მაგიდაზე წითელი ღვინით ნახევრადსავსე წყვილი ბოკალი, იატაკზე მიგდებული უკვე ჩემს მიერ მისაკუთრებული შენი მაისური. მივიწყებული ჩართული ტელევიზორი და შენს მკლავებში ჩაკარგული ჩემი სხეული. -პუსკ, სად იყავი აქამდე? -ანუ? -ჰო, სად იყავი აქამდე?.. -ვერ მივხვდი. მე ხომ ბოთე ვარ, ამიხსენი რას გულისხმობ? -არაფერს ისეთს, მართლა ბოთე მყავხარ. ჩამეხუტე და დავიძინოთ. -რომ არ მეძინება? -მაშინ ისე ჩამეხუტე, რაო უნდა გეხვეწო? შენი თანაბარი სუნთქვა და სიამოვნების ღიმილი სახეზე. ჩემი უაზრო დაუსრულებელი ფიქრები- "რა იქნება მერე? მიმატოვებს და კიდევ უნდა მეტკინოს უკვე მერამდენედ კაცმა არ იცის? მისთვის ეს ყველაფერი მხოლოდ დროის კარგად გატარებაა და მეტი არაფერი? რომ შემიყვარდეს მერე რა ვქნა?.." -პუსკ, მორჩი სისულელეებზე ფიქრს და ჩამეხუტე ნუ თრთიხარ. -არ გძინავს? ან რა იცი რაზე ვფიქრობ? -ბოთე, შენ ჩემი ხარ!.. რაც დაგინახე, მას მერე შენთან ყოფნის საშინელი სურვილი მაქვს, რომელიც უფროდაუფრო მძაფრდება. გახსოვს, გაბუსული რომ შემოხვედი ოთახში? მომინდა გულში ჩამეკარი და ასე მიყუჟული მყოლოდი. მორჩი იმაზე ფიქრს, რასაც ვერ გაიგებ წინასწარ. ახლა ხომ კარგად ხარ? გულგრილი არც ერთი არ ვართ, ჰოდა მივყვეთ ამ ცხელ გულებს და ვნახოთ. წინასწარ ნუ ინერვიულებ თავს კარგი? -კარგი... ჩემი ვითომ ჩაძინება და შენი თბილი ხელის შეგრძნება თმაში. ჩემს მიერ "მოპარული" შენი ჩურჩული- "რა სულელი მყავხარ, ჩემი ბოთე. რატომ გჭირდება, რომ ყველაფერი გითხრა, ნუთუ საქციელით ვერაფერს ამჩნევ?.. ყველაფერი როგორი მარტივია და რატომ გინდა გაართულო? ტკბილინებისა, ხვალ ახალი, ლამაზი დღე გათენდება, შემომხედავ ახალგაღვიძებული და გამიღიმებ... ამ დროს ჩემთვის მზე ამოვა. იცი როგორ მომწონს შენი ღიმილი? არ იცი, არ მითქვამს და იმიტომ. მერე მიზეზის პოვნა არ გაგიჭირდება და გამებუსები, რაც ორმაგად გამაგიჟებს, მომანდომებს გულში ჩაგიკრა. პუსკ, შენ ხვდები რომ ჩემი ხარ, ან ეს რას ნიშნავს?.." ფრთხილი კოცნა საფეთქელთან და -სიგარეტი მომაწოდე რა... -ვერ გიტან, მე კი არა შენ უნდა სწავლობდე თეატრალურში! -ჩემი სწავლა-განათლება დამთავრდა პატარავ. მომაწოდებ სიგარეტს? -ახლავე "ბებო", ოღონდ ჯერ მაკოცე... -"ვიგოდნიკო" სამაგიეროს სანაცვლოდ არაფერი გააკეთო. მართლა რა მარტივი და უბრალოა ყველაფერი, ჩვენ კი, როგორ ვართულებთ ხოლმე... მერე მარტივ ცხოვრებაზე ვოცნებობთ და იმას ვერ ვხვდებით, რომ ეს ყველაფერი ჩვენს მიერ გართულებული სიმარტივეა.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
9. -სისულელეებს სჯობს ღვინო დამისხა, ხომ ამბობ რომ მიხდება ალკოჰოლი. -ვამბობ! ეშმაკუნებს აგითამაშებს ხოლმე თვალებში. -ფრთხილად იყავი, მაგ ეშმაკუნებმა კუპრში არ გაყვინთავონ. -თუკი შენი თვალები და სული კუპრია, ჩათვალე უკვე ჩავყვინთე. ... ტკბილინებისა, ხვალ ახალი, ლამაზი დღე გათენდება, შემომხედავ ახალგაღვიძებული და გამიღიმებ... ამ დროს ჩემთვის მზე ამოვა. ... მართლა რა მარტივი და უბრალოა ყველაფერი, ჩვენ კი, როგორ ვართულებთ ხოლმე... მერე მარტივ ცხოვრებაზე ვოცნებობთ და იმას ვერ ვხვდებით, რომ ეს ყველაფერი ჩვენს მიერ გართულებული სიმარტივეა.
ეს ადგილები ძალიან მომეწონა. საყვარელი ჩანახატია, უბრალო ენით დაწერილი და ეტყობა, რომ რომანტიკული ქალის ნააზრევია. თავი დაანებე მაგ კომპლექსიან დეგენერატს, თვითონ პენისის იქეთ ვერ იხედებიან და ჰგონიათ, რომ ყველა ქალი ასეა. სიყვარულის შეგრძნება აღარ აქვთ ამ უბედურ დღეზე გაჩენილებს. თავისი შეყვარებულისთვის სიურპრიზის მოწყობაც გაუჭირდება მაგ მართლა ბოთეს. ფანტაზია არ ეყოფა და რა ქნას! :) წარმატებები! ;)
-სისულელეებს სჯობს ღვინო დამისხა, ხომ ამბობ რომ მიხდება ალკოჰოლი. -ვამბობ! ეშმაკუნებს აგითამაშებს ხოლმე თვალებში. -ფრთხილად იყავი, მაგ ეშმაკუნებმა კუპრში არ გაყვინთავონ. -თუკი შენი თვალები და სული კუპრია, ჩათვალე უკვე ჩავყვინთე. ... ტკბილინებისა, ხვალ ახალი, ლამაზი დღე გათენდება, შემომხედავ ახალგაღვიძებული და გამიღიმებ... ამ დროს ჩემთვის მზე ამოვა. ... მართლა რა მარტივი და უბრალოა ყველაფერი, ჩვენ კი, როგორ ვართულებთ ხოლმე... მერე მარტივ ცხოვრებაზე ვოცნებობთ და იმას ვერ ვხვდებით, რომ ეს ყველაფერი ჩვენს მიერ გართულებული სიმარტივეა.
ეს ადგილები ძალიან მომეწონა. საყვარელი ჩანახატია, უბრალო ენით დაწერილი და ეტყობა, რომ რომანტიკული ქალის ნააზრევია. თავი დაანებე მაგ კომპლექსიან დეგენერატს, თვითონ პენისის იქეთ ვერ იხედებიან და ჰგონიათ, რომ ყველა ქალი ასეა. სიყვარულის შეგრძნება აღარ აქვთ ამ უბედურ დღეზე გაჩენილებს. თავისი შეყვარებულისთვის სიურპრიზის მოწყობაც გაუჭირდება მაგ მართლა ბოთეს. ფანტაზია არ ეყოფა და რა ქნას! :) წარმატებები! ;)
8. რაო ცუნცულ ლიბიდო გაწუხებს? შენნაირები არ მაინტერესებს, სხვა ვინმესთან მოახდინე სუბლიმაცია. ეხლა ვხვდები რას გულისხმობდა ფროიდი პენისის ნაკლოვანებით გამოწვეულ კომპლექსებზე რომ ლაპარაკობდა. რა გინდა ჩემს ნიკთან აბა მითხარი რაო ცუნცულ ლიბიდო გაწუხებს? შენნაირები არ მაინტერესებს, სხვა ვინმესთან მოახდინე სუბლიმაცია. ეხლა ვხვდები რას გულისხმობდა ფროიდი პენისის ნაკლოვანებით გამოწვეულ კომპლექსებზე რომ ლაპარაკობდა. რა გინდა ჩემს ნიკთან აბა მითხარი
7. ძვირფასო მე-6 კომენტარის ავტორო, სანამ შენი ნიკი რეალობად ვაქციე გადი ჩემი სალიდან :D ძვირფასო მე-6 კომენტარის ავტორო, სანამ შენი ნიკი რეალობად ვაქციე გადი ჩემი სალიდან :D
6. ლოგინის ხსენება აუცილებელი იყო? ლოგინის ხსენება აუცილებელი იყო?
5. ეს ვინ მოსულაო? :)
მართლა რა მარტივი და უბრალოა ყველაფერი, ჩვენ კი, როგორ ვართულებთ ხოლმე... მერე მარტივ ცხოვრებაზე ვოცნებობთ და იმას ვერ ვხვდებით, რომ ეს ყველაფერი ჩვენს მიერ გართულებული სიმარტივეა.
იცი,მე არ მიყვარს სიმარტივე:(
მორჩი სისულელეებზე ფიქრს და ჩამეხუტე ნუ თრთიხარ. -არ გძინავს? ან რა იცი რაზე ვფიქრობ? დამთხვეულები:)
ვტოვებ შეფასებას! ეს ვინ მოსულაო? :)
მართლა რა მარტივი და უბრალოა ყველაფერი, ჩვენ კი, როგორ ვართულებთ ხოლმე... მერე მარტივ ცხოვრებაზე ვოცნებობთ და იმას ვერ ვხვდებით, რომ ეს ყველაფერი ჩვენს მიერ გართულებული სიმარტივეა.
იცი,მე არ მიყვარს სიმარტივე:(
მორჩი სისულელეებზე ფიქრს და ჩამეხუტე ნუ თრთიხარ. -არ გძინავს? ან რა იცი რაზე ვფიქრობ? დამთხვეულები:)
ვტოვებ შეფასებას!
4. ნეტავ , ასე მარტივად იყოს.... ნეტავ , ასე მარტივად იყოს....
3. რადგან შენმა კომენტარმა შემომიტყუა, ბარემ აქაც შემოვიხედე.
ოჰ, ეს ქალები და მათი დაუსრულებელი ისტორიები... "მართლა რა მარტივი და უბრალოა ყველაფერი, ჩვენ კი, როგორ ვართულებთ ხოლმე... მერე მარტივ ცხოვრებაზე ვოცნებობთ და იმას ვერ ვხვდებით, რომ ეს ყველაფერი ჩვენს მიერ გართულებული სიმარტივეა. " - სწორედ ასეთები ხართ ქალები.
მოგითხე გურიელო :) რადგან შენმა კომენტარმა შემომიტყუა, ბარემ აქაც შემოვიხედე.
ოჰ, ეს ქალები და მათი დაუსრულებელი ისტორიები... "მართლა რა მარტივი და უბრალოა ყველაფერი, ჩვენ კი, როგორ ვართულებთ ხოლმე... მერე მარტივ ცხოვრებაზე ვოცნებობთ და იმას ვერ ვხვდებით, რომ ეს ყველაფერი ჩვენს მიერ გართულებული სიმარტივეა. " - სწორედ ასეთები ხართ ქალები.
მოგითხე გურიელო :)
2. აზრს ვერ ჩავწვდი... (ბოდიში) ჩემი უვიცობით ალბათ აზრს ვერ ჩავწვდი... (ბოდიში) ჩემი უვიცობით ალბათ
1. ეს რაღაა... :D ეს რაღაა... :D
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|