ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გოგა პავლიაშვილი
ჟანრი: პოეზია
2 ნოემბერი, 2011


ვინც რისკავს

ვინც რისკავს, მხოლოდ ის სვამს შამპანურს,
სხვაგვარად ქალს ვერ შემოხსნი ხალათს,
ფეხთან ნოხადაც თუ დაეგები,
ვერ შემოგბედავს ვერასდროს ღალატს.
თუ დაუტკბები ზომაზე მეტად,
დაემსგავსები ხილიან კალათს,
კალათს კი უჯრაც არ აქვს დაფაზე,
და პაიკიც კი, გაგემებს შამათს.
ეგებ ვცდებოდე ჩემს ნაამბობში,
თუმც არ ვაპირებ ამაზე კამათს,
ლექსით ვერ შევქმნით ერთგულებას და...
ლექსით ვერ მოვსპობთ ვერასდროს- ღალატს.    გ.პ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრებს ნიკით:  ნათი ჯანაშია, არჯე ვულოცავთ დაბადების დღეს