ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ხუჭუჭა13
ჟანრი: პოეზია
2 ნოემბერი, 2011


ღმერთო!

ღმერთო!

ღმერთო,   
      განმიმტკიცე რწმენა,
ღმერთო,
        დამეხმარე ყველგან!
ღმერთო,
      ნუ მიმაჩვევ ტანჯვას,
ღმერთო,
      ნუ გამაცნობ მტარვალს.
ღმერთო,
      მასულდგმულე შენით,
ღმერთო,
      განმიმძაფრე, რაც მწამს,
ღმერთო,
    მოგვიტევე ადამთ,
ღმერთო,
    შენდობას გთხოვ მარად!
ღმერთო,
  მაპატიე ცოდვილს,
ღმერთო,
  (მხოლოდ) ლოცვა დამრჩა ფარად...
ღმერთო,
  დამეხმარე ცოდვილს!
ღმერთო,
  შენს გზას ვეტრფი მარად!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები