ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ხუჭუჭა13
ჟანრი: პოეზია
5 ნოემბერი, 2011


დედას

დედას


მზის სხივმა დედის სითბო მიბოძა,
გადმოსროლილი ქარით,
მომნატრებია დედის ალერსი,
დედას ვაბოდებ ღამით!
დედასამშობლო,
დედამიწაა
გახმიანება დედის!
და, თუკი,
დედას ცრემლებს დავადენთ,
სამშობლოც გლოვობს დარდით!
მომნატრებია დედის ალერსი,
არასდროს მითქვამს შენთვის(დედი):
როგორ მიყვარხარ,
როგორ გაფასებ,
შენით ვარსებობ, დედი!
რომ არა დედა,
ვერც მე შევძლებდი,
ვზიარებოდი მზის სხივს,
მან ჩამაგონა, ღვთის სიყვარული,
ის (ხომ) ჰაერია ჩემთვის!
მომნატრებია დედის ალერსი,
დედასთან ტკბილი ჩხუბიც,
დედაა ჩემთვის მთელი სამყარო,
სულ მენატრები, დედი!


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები