წვიმს და მინდება მერცხლებთან თამაში ბავშვების გულებით ზეცაში მიდიან. ფრინველი უმწეო მშვიდი და ლამაზი ტაძარში სარკმლიდან ვხედავ და მღერიან.
უსულო საგნები დარჩება ოთახში, სულები გადიან ტოვებენ სხეულებს, შენ ფიქრობ ძილის წინ გაფრენის ტკივილზე, ბავშვების გულებით მერცხლები მიდიან.
ვიგრძენი ურითმო ლექსების სიცოცხლე, გრძნობები მოდიან მე მესმის ტკივილი გაფრენის ტკივილი, მარიამ იკითხე პოეტის ლექსები.
ჯიმ და მარიამ მე დღეს მარტო ვარ, უფალი ნებას მრთავს აქედან გაფრენის. მე ისევ ბავშვი ვარ მე ისევ ბავშვი ვარ ურითმო ლექსებო ჯვარცმისთვის მოვედი.
წვიმს და ეს დღე დაემსგავსა გულს, სევდა მოდის და დღეც მოდის ჩაცმის, ბავშვთა გუნდი მოეფარა მთას და ტირიან ჩემი ლურჯი დღეები.
სინანული კვლავ მოაპობს ქუჩას, და მდინარეს დაემსგავსა განცდა, კალაპოტი მას აქვს ერთადერთი, მე ქაოსში აღარ მინდა, წავალ.
ზოგჯერ განცდა დამცირების გახარებს და მე ვიცი შენ გელიან ბგერები, მე ხომ სამოსს მიკერავენ წასვლისთვის, მარადიული დაბრუნებისთვის.
ურითმოა მხოლოდ ჩემი ლექსი ჯიმ შენ გუშინ ჩაგეძინა კაიფში, და წახვედი, მე დამტოვე მარტოდ.
სიკეთის ყვავილი აჩუქე მშობლების სევდიან თვალებს, თქვენ გაფრენილო დღეებო აღარ დაბრუნდეთ, მე ვერ დაგიცდით თქვენ მე დამადებთ ვალებს.
მუსიკის აკორდი შენ ცვალე ცოდვაში, მე განვიცადე მეტკინა გული, რატომ არ გჯეროდა უფლის? ჯიმ, მეგობარო.
ურითმო ლექსო ილოცე შენდობისთვის, ადამიანების სულებისთვის, თორემ შენ ისედაც წმინდა ხარ, წმინდა პოეზიავ, მოდი მომეფერე.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
3. ჯიმ და მარიამ მე დღეს მარტო ვარ, უფალი ნებას მრთავს აქედან გაფრენის. მე ისევ ბავშვი ვარ მე ისევ ბავშვი ვარ ურითმო ლექსებო ჯვარცმისთვის მოვედი
+2 ჯიმ და მარიამ მე დღეს მარტო ვარ, უფალი ნებას მრთავს აქედან გაფრენის. მე ისევ ბავშვი ვარ მე ისევ ბავშვი ვარ ურითმო ლექსებო ჯვარცმისთვის მოვედი
+2
2. ტუ ვცდები სორი...ავატარი და ლექსიც კაიფი მგონია. ტუ ვცდები სორი...ავატარი და ლექსიც კაიფი მგონია.
1. ურითმო ლექს-ო ილოცე შენდობისთვის,
კარგია,როცა ავტორი ხვდება,რომ აშავებს.. :) ურითმო ლექს-ო ილოცე შენდობისთვის,
კარგია,როცა ავტორი ხვდება,რომ აშავებს.. :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|