ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ირაკლი ყალიჩავა
ჟანრი: პოეზია
25 ნოემბერი, 2011


ძმია (მერაბ არაბულს...ხიჩიბას)

მერაბო, მთას თოვლი დაეფარა,
ბილიკზე მოაგელვებ იაბოს,
ქალაქს ვერ შევეგუე, მივატოვე,
ოდნავ ნაღვლიანად მიამბობ.

ბაცალიგოს და გუდანთან იარები,
ლუდიან ღრეობაში ილოცები,
სტუმრის ამოსვლა გიხარია,
და მერე მთის ამბებს უამბობ.

დაგიცარიელდა ეგ მთები და
მაინც არ ტოვებ ჯიუტად,
იძახი, როცა მეც წავალ იმ ქვეყნად,
წასულებს ბეჩავ ვერ მიუვალ.

ძმავ, ალბათ ახლა ცეცხლთან ზიხარ,
შენ გვერდით მოხუცებიც ზიან,
ნეტავი იცოდე, ნეტავი იგრძნობდე,
როგორ მოენატრე  უფროს ძმიას.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები