ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ტაბატა
ჟანრი: პოეზია
13 დეკემბერი, 2011


ჩემს ძაღლს

მენატრები კვაჟრია,
ჩემი ბორჯღა თითები,
პურს ვეღარ მოგაწვდიან,
მხოლოდ სიტყვებს გპირდები.

გახსოვს შარშან თოვაში,
გადავლახეთ ბინდები,
თუ დამხვდები, ჩამოვალ,
მოვალ და მოგიჯდები...

მოგიყვები ყველაფერს,
რაც თავს გადამხდენია,
მოსაყოლი ამქვეყნად,
ხომ იცი რამდენია.

მენატრება ძალიან,
შენი უშნო ღიმილი,
მეზობლების დარბევა
და ეზოში სირბილი.

სამწყესურში სარბენად,
სულ, მუდამ, რომ მზად არის,
ჩემი უშნო, რაინდი,
ახლა ნეტავ სად არის.

ამიტომ გეფერები,
ამიტომაც ღრინავხარ,
რომ საჭმელზე მე უფრო,
უფრო მეტად მიყვარხარ.

დე, მაგ კბილმა დამგლიჯოს,
ცუდად რომ მეღრიჭება,
შენი ხვევნა და კოცნა,
მაინც არ მომწყინდება.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები