ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ტაბატა
ჟანრი: პოეზია
27 დეკემბერი, 2012


მოვა ახალი წელი

ჩემი პირმწარე სიტყვა,
თავისუფლების ტალღა,
ალბათ უზნეოდ ითქვა
და საჭიროზე მაღლა.

გამოღვიძება არ გსურს,
თუ სურვილია შენი,
მაშინ მითხარი წარსულს,
რა განიზრახე, შველი?!.

გახმა ჩამოტყდა წნელი,
წნელი შეცვალა ჩალამ,
მოვა ახალი წელი,
მოვა ახალი ძალა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები