ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ტაბატა
ჟანრი: პოეზია
2 იანვარი, 2012


სიზმარი

ღამის წყვდიადში თუ ვხედავ სიზმარს,
გადარეული გულის ჭიშკართან,
მე ის მაგონებს, სხვისთვის უხილავს
სახეს, რომელიც ძლიერ მიყვარდა.

ხედავ?! სხივები, ჭეშმარიტების
თვალუწვდენელ ბინდს როგორ ასწორებს?
სადაც სიზმარი მოჩვენებებით,
რეალობასთან მათანასწორებს.

სადაც სიზმარი, ჩემი სიზმარი,
ამ ზღვებისა და ამ ზეცის ფერად,
მე მევლინება მუდამ ცისმარი,
დაობლებული სულის საშველად.

ღამის წყვდიადში თუ ვხედავ სიზმარს,
გადარეული გულის ჭიშკართან,
მე ის მაგონებს, სხვისთვის უხილავს
სახეს, რომელიც უწინ მიყვარდა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები