ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გოგა პავლიაშვილი
ჟანრი: პოეზია
15 ნოემბერი, 2011


დროა ისეთი;

დროა ისეთი;

სამარეც ვეღარ ასწორებს კუზებს,

ისევ წველიან სპილენძის ხანის

დროინდელ მუზებს,

ვაგონს, ზღვას, ღრუბელს, მელანქოლიებს,

გაუჩნდა ჩრჩილი,

სევდა, გოდება და თვლა ნაბიჯის,

დროს ვეღარ უძლებს.

ალბათ მკითხველმაც მოიწყინა

რეტროს ფრაზებით,

ცალი თვალით, რომ ლექსს კითხულობს,

ცალით თვლის ბუზებს,

დღეს სხვა ბანქოა სათამაშო,

ასე მგონია,

ალბათ კრუპიეც არ გვაღირსებს,

არავის ტუზებს.

დროა ისეთი, ყველა მეორე

ბრძენთა–ბრძენია,

დროა ისეთი, სამარეც ვეღარ

ასწორებს კუზებს.      გ.პ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრებს ნიკით:  ნათი ჯანაშია, არჯე ვულოცავთ დაბადების დღეს