ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ხუჭუჭა13
ჟანრი: პოეზია
4 დეკემბერი, 2011


* * *

* * *
ფურცელზე ფრთხილად
მოვხაზე ასო,
გამომხატველი ჩემი გრძნობების,
მინაზე ორქლით
შენ გამოგსახე,
ქარით კი,
მინას დატყვია ბზარი!
წეღან,
აღნიშნეს,
ფერია ხარო,
მოუსვენარი,
ანცი პეპელა,
ჩემში ხედავენ იმ პერსონაჟებს,
რომლებსაც არ სურთ
მუნ დანებება.
ცაზე
ფიგურა გამოისახა,
მომავალზე რომ აკეთებს აქცენტს,
იქვე ვარსკვლავიც გამომზეურდა,
ჩემი ვარსკვლავი
არ მტოვებს არც დღეს!
სახეზე
დარდის წვეთი დამსხმია,
მაგრამ ჩამესმის ფრაზა,იმედის:
გამომზამთრდება,
ჩემო ფერია,
დაღმართს
ყოველთვის
აღმართი დასძლევს!


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები