ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ხუჭუჭა13
ჟანრი: პოეზია
8 დეკემბერი, 2011


რა აზრი აქვს?

რა აზრი აქვს?
რა აზრი აქვს
ჩვენს ცხოვრებას,
თუ არ გიყვართ
ყოფა!
რატომ ელით
მზის ამოსვლას?
ირგვლივ სუფევს
ბოღმა!
რა აზრი აქვს
შეყვარებას,
როცა ჩხუბობთ,
ოხრავთ,
არც გაშინებთ უღმერთობა
და...
არც ცოდვით ყოფა!
რა აზრი აქვს
ღამით ცაზე
ვარსკვლავთ კრების მზერას,
რა აზრი აქვს
,,მიყვარხარს'' თქმას,
თუ ვერ გრძნობენ
გრძნობას!
რა აზრი აქვს
გათენებას,
ზაფხულს,
დილას, მზიანს?
ყველას გულს თუ
თოვლი ყინავს,
რა აზრი აქვს
სიტყვას?



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები