ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: natinat
ჟანრი: პოეზია
9 დეკემბერი, 2011


გავიზარდე

პირველყოფილი გულუბრყვილობა
უცებ გამიქრა და დავიღალე...
სხეულში სითბო გამომეცალა
და უბედობა გადმოვიბარე.
გავიზარდე და მივხვდი ამდენი
შენთვის ცრემლის ღვრა ზედმეტი იყო
ჩემი გრძნობები არად გიღირდა
და გამიცივე მოძღვნილი სითბო..
ფიქრობ დავსუსტდი? არამც და არამც!
რკინის სადარი ნერვი მქონია,
შენი უარი ვერას დამაკლებს
და ვერ შემიპყრობს მელანქოლია..
ფიწრობ მოგნატრი? არავითარი
დარდი ამ გულში აღარ მექნება.
შენი სისუსტე შენვე შემოგჭამს
და ამ სისუსტეს "ვნანობ" ერქმევა.
ეს სინანული დილით ლოგინთან
მშვიდად დაგარხევს, გაგეფინება.
ისე დაგათრობს, ისე დაგაჭკნობს,
შორ გზას მიმავალს გამეტირება..
თუმც კი განცდები შები ჩემს გულში,
უკვე აბაზიც არ ეღირება... ;)


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები